"თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ"
"თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ"
ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან
"ხალხს ხშირად დაკარგული აქვს რწმენა ხვალინდელი დღისა. ეკლესიაში მოდიან ადამიანები, რომელნიც ღმერთს მხოლოდ ცივი გონებით ეძიებენ და რომელთაც მხოლოდ კრიტიკა შეუძლიათ. ეკლესიამ უნდა გაათბოს გამკაცრებული და გაყინული გულები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა პატრიარქს ეკისრება".

* "რაოდენი სიყვარული იყო წარსულში! სიყვარული მშობლებსა და შვილებს შორის, სიყვარული მეუღლეთა შორის, ოჯახი რა მტკიცე იყო! რა აკავებდა, რაზე იყო დაფუძნებული ოჯახი? დღეს რომ ასე შესუსტდა კავშირი ოჯახის წევრთა შორის, რა არის მიზეზი ამისა? მიზეზი ისაა, რომ საფუძველი - სარწმუნოება დაიკარგა, მასთან ერთად კი დაიკარგა და დასუსტდა სიყვარულიც. ის გრძნობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ, სიყვარულის აჩრდილია, ნამდვილი სიყვარული ის არის, რომელიც საკუთარ თავს სხვისთვის შეგაწირვინებს, როდესაც მისთვის თვით სულსაც კი არ დაზოგავ. სახარებაში წერია, რომ ყველაზე დიდ სიყვარულს მოყვასისთვის სულის შეწირვა წარმოადგენს".

* "სამწუხაროდ, დღეს ძალიან უხეში და აგრესიული გახდა ადამიანი, სიყვარულის მაგივრად მასში შური, სიძულვილი, მოუთმენლობა, ეგოიზმი ბუდობს. ასეთი ცხოვრებით იგი, უპირველეს ყოვლისა, ანგრევს თავის სულიერ ტაძარს, შემდეგ კი სიძულვილს ავრცელებს გარშემო მყოფ ადამიანებზეც. ამგვარი ადამიანის მიზანი მტრობისა და შუღლის თესვა ხდება".

* "ეკლესია ზრდის მორწმუნეებს სიყვარულისა და მშვიდობის სულისკვეთებით... ეკლესიას ბევრის გაკეთება შეუძლია ადამიანთა შორის უნდობლობის დასაძლევად, რადგანაც მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ყველა ადამიანს აწევს. ქრისტიანი მზად უნდა იყოს როგორც არაქრისტიანული რელიგიის, ისე რელიგიის გარეშე მყოფ ადამიანებთან თანამშრომლობისთვის".

* "წმინდა პავლე მოციქული გვაფრთხილებს: "თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს" (გალატ. 5,13). სამწუხაროდ, კაცობრიობა დღეს ძირითადად ხორცის საამებლად ზრუნავს, მოყვასისა და ღვთის სიყვარულზე ნაკლებად ფიქრობს. თუმცა, მადლობა ღმერთს, უანგარო, თავდადებული სიყვარულის მაგალითებიც არაერთია ჩვენ გარშემო".

* "მინდა მოგითხროთ მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილის შესახებ. იგი სოხუმის ახლოს, სოფელ კომანში მოღვაწეობდა, იმ ადგილზე, სადაც წმინდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა.

როდესაც სეპარატისტებმა ეს ტერიტორია დაიკავეს, მამა ანდრია იქაურ მოსახლეობასთან ერთად ტაძარში ლოცულობდა და შეშინებულ ხალხს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. მათთვის ერთადერთი ნუგეში ეს ღვთისსათნო ბერი იყო.

როცა მოძალადეებმა ყველანი ტყვედ აიყვანეს, ხალხში მეტი შიშისა და მორჩილების დანერგვის მიზნით ვანდალური აქტის ჩადენა გადაწყვიტეს - გაიყვანეს მამა ანდრია და ეზოში ვერაგულად მოკლეს. მამა ანდრიამ სიკვდილის წინ ყველა აზიარა, ყველას ცოდვები იტვირთა და იქ მყოფთა შორისაც სიცოცხლე პირველმა გაიღო მსხვერპლად, ვითარცა ზვარაკმა.

მომხდარმა ყველა შეაძრწუნა, მოძალადეებიც კი. მშვიდი და საოცრად ნათელი სახით ესვენა მამა ანდრიას სხეული, როგორც მაგალითი ქრისტიანული სიყვარულისა, თავდადებისა და სიწმინდისა. იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ მტრებმაც კი მოიყარეს მუხლი მის წინაშე".

* "გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რომელია ქართველი ერის იდეა? რას ემსახურება თავისი ხანგრძლივი არსებობს მანძილზე ქართველი კაცი? ჩვენ არ ვცდილობდით მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭას, არასოდეს ვჩაგრავდით სხვას, პირიქით, სხვა ერებისა და რელიგიებისადმი ყოველთვის შემწყნარებლური გრძნობით ვიყავით გამსჭვალულნი. ქართული იდეა, ისტორიის მანძილზე და მომავალშიც, სიყვარულის სამსახურია. ღმერთმა ჩვენ განსაკუთრებული სიყვარული დაგვანათლა, ჩვენი დღე და მოსწრება მას ვემსახურებოდით და მასვე უნდა ვემსახუროთ. სწორედ სიყვარულის სამსახურმა გადაარჩინა ჩვენი ერი და ქვეყანა. წმინდა იოანე მოციქული ამბობს: "ღმერთი სიყვარული არს". ღმერთმა სიყვარულით დაიახლოვა ქართველი ხალხი, ამიტომაც არ შეუძლია ქართველ კაცს სიძულვილი, ხოლო თუ ვინმე მაინც ატარებს მას გულში, იგი თავისივე სიძულვილისგან თვითონვე ისპობა".

* "მე მახსენდება წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები: "სიყვარული კედელივით ძლიერია და ანდამატზე უმტკიცესი. მას ვერ დაამარცხებს სიმდიდრე, ვერც სიღარიბე. შეხედე, რა ხდება: თუმც საკუთრების დარიგება არ არის სასიამოვნო, მაგრამ სიყვარული ამას სიხარულით გაკეთებინებს; სხვისი ქონების მითვისება ყველას უნდა, მაგრამ სიყვარული არ მოგცემს ნებას, სიამოვნება პოვო ამაში".

ღმერთმა ყველას მოგცეთ ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭი. ამ მადლს ადამიანი მხოლოდ სულიერი განწმენდით მოიპოვებს. მაშ, ყოველმა ჩვენგანმა ჩაიხედოს თავის გულში და სცადოს დაინახოს, სად და რაშია საუნჯე მისი.

გახსოვდეთ, ამსოფლად ყოველივე წარმავალია. ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი მარადიული ცხოვრებისთვის მზადება უნდა იყოს. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ და წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა აღვასრულოთ: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". მაშინ ადვილად დავინახავთ გაჭირვებულს, სნეულს... და, რაც მთავარია, უკეთესად დავინახავთ საკუთარ თავს. ჩვენ დავადგებით განწმენდის გზას და უეჭველად მივალთ უფალთან".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat