ილია მეორე - საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება
ილია მეორე - საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება
საშიშია პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღეს კატეგორიულ აზროვნებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან საუბარი ისე, რომ ეს ჩხუბში არ გადაიზარდოს.
"გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძლიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას - სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაჰკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი", - მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ბეჭდვაელფოსტა
21.04. 2019
Ela
ქალბატონო ირა, მართლმადიდებლური მოძღვრება ყველაზე დიდ თავისუფლებას ანიჭებს პიროვნებას აზროვნებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს ღვთის ხატებად მიიჩნევს და შესაბამისად, აღიარებს და პატივს სცემს მის თავისუფალ ნებას. აგრეთვე, ასწავლის სხვისი პიროვნებისა და თავისუფალი ნების პატივისცემასაც. აქედან გამომდინარე, ის ვერანაირი ლოგიკით, ვერ იქნება კატეგორიული.
22.04. 2015
ira
Martlmadidebloba da saertod religia com kategoriuli azrovnebaa? Ase Rom sasisia?
სხვა სიახლეები
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat