პატრიარქი - დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის
პატრიარქი - დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის
დღეს ყოველი ადამიანი მახარებელი უნდა გახდეს, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ყოვლადწმინდა ტაძრის ხარების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, "გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ღვთისმშობლისთვის ყოვლად მოულოდნელი იყო, რომ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა, რომელიც დაჯდებოდა "მარადიულ ტახტსა დავითისასა".
პატრიარქმა წმინდა სახარებიდან მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარანგელოზის ხარება შესრულდა.
"დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ. ეს მილოცვა "გიხაროდენ" უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა "გიხაროდენ მიმადლებულო", მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის.
პატრიარქის განცხადებით, ის სიხარული, რასაც ისინი მოუტანენ მოყვასს, მათ ათმაგად დაუბრუნდებათ.
ქადაგების ბოლოს კიდევ ერთხელ დალოცა ერი, ოჯახები. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის ნიშნად, სიხარულის მინიჭება სურს სასულიერო პირებისათვის. უწმინდესმა მღვდელმონაზონი იოანე მჭედლიშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. მონაზონ ელენე ნაფეტვარიძეს კი ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat