ილია მეორე - დაღლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება
ილია მეორე - დაღლის უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება
ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით, რამდენის ტარებასაც შეძლებს , – ჯვრის ძალაზე დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. პატრიარქის თქმით, ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი უფლისა და ის მძიმე აღარ იქნება. "დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება, როცა მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ჯვარსა პატიოსანსა და ამით აძლიერებს ადამიანს, ამით აძლევს მადლს, რომელიც ჯვარს პატიოსანს გააჩნია. ჯვარი უფლისა არის ძალა ღვთისა. ჯვარცმა ადამიანის ერთ-ერთი დამამცირებელი სასჯელი იყო. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ჯვარი გახდა ძალა ღვთისა. ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას. ჯვარი ღვთისა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას. უპირველეს ყოვლისა, სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისა, თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე. ძალიან ხშირად ხალხისგან გვესმის, "რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმა". ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს, ატაროს. ვმადლობთ უფალს, რომ ყველას ჩვენი ძალის მიხედვით გვაქვს მოცემული ჯვარი და როცა ადამიანი იღლება, თხოულობს, რომ უფალი მივიდეს. ამ ნიადაგზე შეიქმნა საგალობელი "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო". როცა ადამიანს წინსვლის ძალა აღარ აქვს, უფალი მიდის მასთან და ეხმარება მას. ძალა ღვთისა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორე განმარტავს, რომ არსებობს სხვადასხვა ჯვარი, არის ოჯახის ჯვარი, ან პიროვნების ჯვარი, ან სამსახურშია რაღაც სიმძიმე.
"არასდროს ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. არ უნდა დაიღალოს მორწმუნე ადამიანი. ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება. ქართველმა ადამიანმა უნდა ებრძოლოს ბოროტებას. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს. ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, იმიტომ, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა იყოს მხნედ, ჰქონდეს იმედი ღვთისა და ნუ დაიღლება. "დაღლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა პატრიარქმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat