ილია II: შვილებს ყველაფერს ვაძლევთ და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ
ილია II: შვილებს ყველაფერს ვაძლევთ და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ
ძალადობა, რომელიც ადამიანთა შორის, ოჯახებში ხდება, ურწმუნოებით არის გამოწვეული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა სამების ტაძარში ქადაგებისას ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა. განათლებასთან ერთად პატრიარქმა ქადაგებისას სულიერი სამყაროს გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

"ძველმა რომაელებმა თქვეს - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ყველაზე რთული პროცესი ადამიანში მიმდინარეობს. ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით არის გამოწვეული ეს ყველაფერი. შესაძლოა ვთქვათ, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ძალადობა, ეს საკმარისი არ არის. უნდა ვიფიქროთ შინაგან, სულიერ სამყაროზე.

ბოროტება ტრიალებს ადამიანის სულში და გონებაში და ეს შემდეგ ადამიანებს შორის ხორციელდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ შვილების სულიერ სამყაროს. შვილებს ყველაფერს ვაძლევთ - განათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს, ვასწავლით ენებს და ხელობას, ვამთავრებინებთ უმაღლეს სასწავლებლებს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, ვასწავლოთ რა არის სიკეთე და ბოროტება", - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც იქადაგა და აღნიშნა, რომ მთავარი ამ ურთიერთობაში არა თანასწორობა, არამედ ურთიერთპატივისცემაა. "ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი ძალადობს ქალზე ან ცოლი ძალადობს ქმარზე. ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. და ეს ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდედ პატრიარქმა კოტე მახარაძის საფეხბურთო კლუბი "ალგეთი XXI" და საქართველოს დაზვერვის სამსახური დალოცა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat