თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება
თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ ცხონდეს, ის ცხონდება
ამონარიდები პატრიარქის 24 აგვისტოს ქადაგებიდან

"ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ - სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს. ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია."

"ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს".

პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა წმინდა დედა მარიამ მეგვიპტელი და დასძინა, რომ ასეთი მრავალი სხვა წმინდანი არსებობს, რომლებიც ჩავარდნენ ცოდვაში, მაგრამ უფლის წყალობით ისეთ სულიერ სიმაღლეზე ავიდნენ, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღწევს.
"უფალმა იცის ჩვენ რაც გვჭირდება. ამიტომ დგება კითხვა, თუ კი იცის რატომ "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ?" საჭიროა ორივეს სურვილი, განცდა საკუთარ ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ამიტომ ეს სწრაფვა უნდა იყოს ორმხრივი. ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ადამიანური და ღვთიური ენერგია უნდა შეერთდეს და გვაძლევს ჩვენ სასწაულებს", - აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს უამრავი განსაცდელი გამოუვლია. პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

პატრიარქმა გაიხსენა 3-4 დღის წინ საპატრიარქოსთან მომხდარი ფაქტი, კერძოდ, უწმინდესის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთმა წევრმა დაინახა მტკვარში როგორ გადავარდა ერთი გოგო. პატრიარქის თქმით, ეს ბიჭი არც დაფიქრებულა, გაიხადა ტანსაცმელი და თავადაც გადახტა მის გადასარჩენად. გადაცურა მტკვარი, გულწასულს ხელი მოკიდა, ნაპირზე გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ამ გმირობისათვის ახალგაზრდა დააჯილდოვეს. ამასთან, დასძინა, რომ ეს მაგალითი იმისთვის მოიყვანა, რომ ვისაც აქვს მტკიცე სურვილი გადარჩენისა, შეძლებს გადარჩენას.

"ამიტომ, როდესაც განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ყველაზე ახლოს ჩვენთან უფალია. გახსოვთ წმინდა გიორგი სისხლისგან იცლებოდა და მას მოესმა ხმა უფლისა – "ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ". ეს წყალობა მოგვცეს უფალმა და ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესმა მიმართა მრევლს, ხშირად იკითხონ განსაცდელების დროს 90-ე და 50-ე ფსალმუნები.

"თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასუფეველში. მადლობა უფალს ამისათვის"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2025
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

26.03.2025
- როდის სუფევს მადლი ჩვენთან? - ჰკითხა ერთმა მორწმუნემ მამა კლეოპას. მან კი უპასუხა:
26.03.2025
"მოვიდა მარიამ მაგდალენელი თხრობად მოწაფეთა მისთა, რამეთუ იხილა უფალი" (შდრ. იოანე 20:18).
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე აღდგომის დღესასწაულის განცდის მისტერიაა. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat