უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგება წმიდა მეფეთა - არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღეს
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგება წმიდა მეფეთა - არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს. თქვენ იცით, დღეს არის ხსენება წმიდათა დიდთა მოწამეთა, ქართველ მეფეთა არჩილისა და ლუარსაბისა. მათი ცხოვრება და ღვაწლი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, როგორ უნდა დავიცვათ იგი. ჩვენმა დიდმა წინაპარმა წმიდა ილია მართალმაც ხომ ეს გვიანდერძა: მოვუფრთხილდეთ ჩვენი ერის სამ საუნჯეს - ენას, მამულს და სარწმუნოებას.

თუ გადავხედავთ საქართველოს წარსულს, მის ისტორიას, ნათლად დავინახავთ, რომ ქართველი ერი ყოვლთვის გამოირჩეოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლობით. გავიხსენოთ წმიდა მეფეების - არჩილის და ლუარსაბის ცხოვრება და მათი მოწამეობრივი აღსასრული. წმიდა მეფე არჩილი VIII საუკუნეში ეწამა არაბთაგან, წმიდა მეფე ლუარსაბი კი XVII საუკუნეში - სპარსელთაგან. ორივემ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის დასდეს თავი. უნდა გვახსოვდეს, რომ კეთილი მოქმედი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სიკეთეს საკუთარი სულის საცხოვნებლად აკეთებს. საერთოდაც ასეა, ადამიანი პირველ რიგში თავისი თავისთვის ირჯება, შემდეგ უკვე სხვისთვის.

არაერთხელ მიამბია თქვენთივს, რომ 80-იან წლებში, როცა ჩვენთან ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ნიკოლოზი ბრძანდებოდა, იგი დარიალის ხეობის მოსახილველად წავიყვანეთ, რომელიც, იცით, საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. ეს ამბავი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდს მოხდა. მე ვთხოვე პატრიარქს, დაელოცა საქართველოს საზღვრები, თითქოს ვგრძნობდი, რომ ამ მხრივ რაღაც საშიშროება გვემუქრებოდა. მან დაგვლოცა და ბრძანა: "საქართველოს ისეთი დიდი ზეციური მხედრიონი ჰყავს, იმდენი დიდი მოწამე და წმიდანი, რომ მტერი ვერაფერს დააკლებს მის საზღვრებდო". არჩილი და ლუარსაბი ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარნი არიან ამ ზეციური მხედრობისა.

გავიხსენოთ, როგორ ეწამა წმიდა მეფე ლუარსაბი. ირანში ყოფნისას შაჰმა იგი სამეფო სადილზე მიიწვია. დიდი მარხვა იყო და მას თევზის ჭამა შესთავაზეს, რაზეც მტკიცე უარი განაცხადა. აქედან დაიწყო მისი მოწამეობრიობა. შემდეგ უფრო მეტი მოსთხოვეს - დაეგმო ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღო. უარს შედეგად საშინელი წამება მოჰყვა. ამგვარმა მტკიცე რწმენამ და სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო. ქართველ ხალხს რმო უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, დღეს საქართველო აღარ იქნებოდა. თუნდაც ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დრო გავიხსენოთ. "ქართლის ცხოვრებაში" წერია, ამ დროს თბილისში 100 000-ზე მეტი ქართველი ეწამა. მტარვალებმა სიონის ტაძრიდან მეტეხის ხიდზე ორი ხატი გაიტანეს - მაცხოვრისა და ღვთისმშობლისა. ხალხს მოსთხოვეს, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ხატებისათვის, ფეხი დაედგათ მასზე. 100 000-მა ქართველმა მოწამემ სიკვდილი არჩია ამგვარ მკრეხელობას, ამ საშინელი ცოდვის ჩადენას. ეს ქართველთა მხედრიონი დღეს საქართველოს იცავს და ჩვენ ალბათ იმდენს არ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ჩვენთვის ზეციური საქართველო აკეთებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ ეროვნულ დღესასწაულს. შევთხოვთ უფალს, რომ განამტკიცოს ქართველი ხალხის რწმენა და იმედი. ბედნიერია ჩვენი ერი, რადგან იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია. მართალია, ბრძოლა იყო, არის და იქნება კიდეც, მაგრამ მტერი ვერ სძლევს საქართველოს, თუნდაც იმიტომ, რომ ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.

ჩვენთან არს ღმერთი!

სიონის საკათედრო ტაძარი, 4 ივლისი, 2001 წ.

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი" №27, 2001 წ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat