წმინდა ნიკოლოზი წარმოშობით ლუკიიდან იყო. მისი მშობლები დიდი ხნის განმავლობაში ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი ებოძებინა. აღთქმა დადეს, რომ თუ ძე შეეძინებოდათ, ბავშვს უფალს მიუძღვნიდნენ - ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. უფალმა შეისმინა მორწმუნე მშობლების თხოვნა და ვაჟი შეეძინათ. ჩვილს სახელად ნიკოლოზი დაარქვეს, რაც მძლეველს ნიშნავს.
მარხვა ყრმობიდანვე დაიწყო. ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ იღებდა. ბავშვობიდანვე მოიპოვა ღვთის რწმენა და სიყვარული და ქალაქ პათარის ეპისკოპოსიც გახდა. სიცოცხლეშივე ბევრ სასწაულს ახდენდა. თუ წმინდა ნიკოლოზს მთელი გულით შევთხოვთ, აუცილებლად შეგვეწევა. წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს აღვნიშნავთ 19 დეკემბერს და 22 მაისს.