ბავშვებო, ას წელზე მეტია, რაც ავტომობილი არსებობს. სიტყვა "ავტომობილი" ორი ნაწილისგან შედგება: ბერძნული "ავტო" ნიშნავს - "თვით", ხოლო ლათინური "მობილე" - "მოძრავს". მთლიანად კი ითარგმნება, როგორც "თვითმავალი".
პირველი ავტომობილი 1770 წელს ფრანგმა ნიკოლა კიუნომ შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ მანქანის წინამორბედი იყო, რომელიც კარლ ბენცმა მთელი საუკუნის შემდეგ ააწყო. მანამდე, თურმე, ტვირთი ძირითადად ცხენებით გადაჰქონდათ და ადამიანებიც ცხენებით გადაადგილდებოდნენ.

ბავშვებო, პირველ ავტომობილებს, ისევე როგორც სახლს, თურმე ერთ ადგილას აწყობდნენ. ამერიკელმა ჰენრი ფორდმა კი მანქანების კონვეიერებზე - მოძრავ ლენტებზე აწყობა დაიწყო. ამ სიახლემ განაპირობა ავტომობილების გაცილებით მეტი რაოდენობით გამოშვება. დღეს მსოფლიოში წელიწადში ოთხ მილიონ მანქანას უშვებენ.