თევდორე შეყოყმანდა - რომელი გზა აერჩია. უეცრად სახე გაუნათდა და თათრებს თანხმობა განუცხადა. მღვდელს იმედი ჰქონდა, რომ თავისი სიკვდილით იხსნიდა ქვეყანას უბედურებისგან. თევდორემ ოსმალთა ლაშქარს გზა აურია და ცხირეთს დააშორა. ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, შეიპყრეს თავდადებული მღვდელი და თავი მოჰკვეთეს. მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო. ქართველებმა მტრის შემოსევა გაიგეს და ღირსეულად გაუსწორდნენ მომხდურს. ასეთი დიდებული ნაყოფი გამოიღო თევდორე მღვდლის თავდადებამ.
ჩვენმა ეკლესიამ თევდორე მღვდელი წმინდანად შერაცხა.