მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის მცირე საყდარია. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო პირველად დაემკვიდრა. საყდრის გვერდით დღესაც ხარობს მაყვლის ბუჩქი, რომელმაც წმინდა ნინო შეიფარა.
სამთავროს ძველი ტაძრის ადგილზე მე-10 საუკუნეში ახალი ააგეს და მაცხოვრის სახელზე აკურთხეს. აქ სხვადასხვა სიწმინდეა ლუსკუმაში ჩაბრძანებული. ტაძარში სასწაულმოქმედი ხატებია: ივერიის ღვთისმშობლის ხატს 1917 წლამდე ცრემლი სდიოდა, ხოლო კანკელის ხატებს 1990 წლებში - მირონი.