ამ დალოცვილ მონასტერში რამდენიმე წელი მოღვაწეობდა ღირსი ნილოს მირონმდინარე. შემდეგ, 1600 წელს, გადავიდა ათონის მთაზე და იქ 50 წელი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას მისდევდა. მისი საფლავიდან ამოსული კეთილსურნელება ზღვამდე აღწევდა. კლდის შვერილებზე მირონის წარუშლელი კვალი დარჩა. მონასტერში ეკლესიაში დაბრძანებულია ნილოსის წმინდა ნაწილები. მომლოცველები შემწეობას სთხოვენ წმინდანს. მონასტერი 1949 წელს დედათა სავანედ გადაკეთდა.
1964 წელს ხატმა ეკლესიაში სურნელის ფრქვევა დაიწყო. თავიდან ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. სურნელის გაძლიერების შემდეგ ერთმა მომლოცველმა მეორეს ჰკითხა, - სუნამო ხომ არ დაიღვარაო. სურნელება ძლიერდებოდა. ეკლესიის გარეთაც კი გააღწია და გარეთ მყოფებმაც შეიგრძნეს.

თურმე ოდესღაც მონასტერს მტერი შემოსევია. მონაზვნებს ღვთისმშობლისთვის უთხოვიათ, მტერთაგან დაგვიხსენიო. ასეც მომხდარა - მონაზვნები უნასებად გადაქცეულან და მახლობელ კლდეებში დამალულან. მას შემდეგ ყოველ 15 აგვისტოს გამოდიან და ეკლესიაში შედიან, რათა ხატებს ეთაყვანონ. აცოცდებიან ხატებზე და იქ რჩებიან. შუბლსა და ენაზე ჯვრები აქვთ გამოსახული. ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: გველები ეკლესიიდან შორს, კუნძულის სხვადასხვა მხარეს წაიყვანეს, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდნენ. ყოველი 15 აგვისტოს წინა დღეს მიწისძვრაა და წვიმა მოდის. ვერ ახსნეს, რატომ ხდება ასე. კუნძულის მოსახლეობა ამბობს, ადრე უფრო მეტი გველი გამოდიოდაო. თურმე, თუ საერთოდ არ გამოვლენ, ის წელი სახიფათოა კუნძულისათვის. იყო შემთხვევა, როცა გველებს იპარავდნენ, მაგრამ უფალი მათ სჯიდა. ასეთი შემთხვევები რომ აღარ განმეორებულიყო, გველები შუშის ყუთებში ჰყავდათ. დროდადრო ამოჰყავდათ, რათა ხატებს და მომლოცველებს შეხებოდნენ - გველებს კურნების მადლიც აქვთ. დღესასწაულის შემდეგ გველები ისევ აგრესიულები ხდებიან.

წმინდა თეოდორას ხსენებას ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს.
ასეთ საჭირო დროს მოუვლინა უფალმა კეფალენიის მოსახლეობას წმინდა გერასიმე. მან პატარა სენაკში დაიდო ბინა. შიგ მხოლოდ ქვის საწოლი და უბრალო მაგიდა ედგა. ახალმოვლენილ წმინდანს კუნძულელები ყურადღებას არ აქცევდნენ. მხოლოდ ზოგიერთი მუშა თუ მიესალმებოდა. ის კუნძულზე დასახლდა, რათა შორს ყოფილიყო სოფლის ხმაურისგან. ჩუმად, უხმაუროდ ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ არ მისცეს მშვიდად ყოფნის საშუალება და გადაინაცვლა აინეს მთებში. ერთი წელი დასჭირდა წმინდანს იქ, რომ გაცნობოდა ყველას და ყველაფერს. მერე იერუსალიმის მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა. მისი შემყურე მორწმუნენი სთხოვდნენ, მათთვისაც ესწავლებინა სულიერი მოღვაწეობა. წმინდანი მიხვდა, რომ უფლის ნება იყო, სულიერი მასწავლებელი გამხდარიყო. კეფალენიის ეპისკოპოსს გამოსთხოვა ნება მქადაგებლობისა. მონასტრის ეზოში ამოთხრილ სამარხში დაიდო ბინა (დღეს ეკლესიის დარბაზიდან ჩადის კიბე წმინდანის სამყოფელში) და იქ ლოცულობდა განმარტოებით. მისთვის ტირილი არ იყო უცხო, დასტიროდა ქრისტიანთა ცოდვილ ცხოვრებას. შექმნა სკოლა, სადაც ბერძენ მორწმუნე ბავშვებს ასწავლიდა რელიგიას.
ღამეებს ათენებდა ლოცვაში და როცა დასვენება და ძილი სჭირდებოდა, იქვე ცივ ლოდზე წათვლემდა. როცა შემოსილი ატარებდა წირვას, სახე ღვთიური შუქით უბრწყინავდა.
შეეძლო, უფლისთვის ეთხოვა და გვალვისგან გადახრიოკებულ კუნძულზე წვიმა მოსულიყო. იცოდა, როდის მიიცვლებოდა, მაგრამ არ შეშინებია. იმ წუთის მოლოდინით ცოცხლობდა. იმ წუთს უნდა წაეყვანა იგი მის უსაყვარლეს ღმერთთან, რომლისთვისაც შრომობდა მთელი ცხოვრება. წმინდანი მადლობდა უფალს, რომ ამცნო ამ ქვეყნიდან გასვლის დრო და დაიწყო საამისოდ მზადება. დადგა ის დღეც, 1579 წლის 15 აგვისტო, ღვთისმშობლის დღესასწაული. წმინდანის გვერდით იყვნენ მამა იოანიკე, მამა გერმანე, დედა ლავრენტია და სხვა მონაზვნები. ყველა ლოცულობდა. წმინდანი ჩაფლული იყო ლოცვაში, თითქოს გახსნილ ცას ჭვრეტდა, რათა დაენახა უფალი. ყველა სიყვარულით ადევნებდა თვალს წმინდანს. მან აკურთხა ყველა. მასაც ხელზე ემთხვივნენ, შემდეგ დაიჩოქეს და გააგრძელეს ლოცვა. მისი ბოლო სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დამლოცე და მიიღე სული ჩემი". წაიღო მისი სული უფალმა. შემოსეს მისი სხეული საუკეთესო სამოსლით და დაასვენეს ეკლესიაში.
მისი გარდაცვალების შემდეგ სასწაულები არ შეწყვეტილა. ყველაზე საკვირველი იყო განკურნება დემონური ძალით შეპყრობილი ქალისა, რომელიც წირვაზე მოიყვანეს. ქალი ღამით ეკლესიიდან გავიდა და ჭაში ჩავარდა. იღუმენმა და მონაზვნებმა დაუწყეს ძებნა. ამ დროს წმინდა გერასიმეს ხმა მოესმათ - იჩქარეთ, ქალი საფრთხეშიაო. ჭასთან დაინახეს წყლის თავზე დაკიდებული ქალი. ამოიყვანეს და შენიშნეს, რომ გამოჯანმრთელებულიყო. მან უამბო ხალხს, როგორ უბიძგა დემონმა ჭაში ჩასავარდნად, მაგრამ წმინდანმა დაიჭირა. ამან და სხვა სასწაულებმა მიახვედრეს მონაზვნები, რომ უნდა ამოესვენებინათ წმინდა გერასიმეს ნეშტი. 1581 წლის 20 ოქტომბერს, ორი საუკუნისა და ორი თვის შემდეგ, გახსნეს საფლავი. მონაზვნებისა და მთელი საქრისტიანოს გასახარად იხილეს წმინდანის უხრწნელი სხეული. განიკურნა მრავალი სნეული. ეკლესიაში დღემდე არ წყდება მომლოცველთა ნაკადი მის წმინდა სხეულთან მისაახლებლად.
მეც გახლდით ერთი სასწაულის მომსწრე, - მიამბობს ესმა, - ეკლესიაში მოსალოცად მისულმა მრევლმა მოვინდომეთ წმინდანის მღვიმის ნახვა. დარბაზიდან მიწისქვეშ ჩასულები ხვრელითღა მოვხვდებოდით მღვიმეში. ამ ვიწრო გასასვლელში ურწმუნო ნამდვილად ვერ გავა. რამდენიმე უკან გამობრუნდა. მე 64 კილო ვარ და გავძვერი, მაგრამ რწმენით გავიდა ერთი თითქმის 100-კილოიანი ადამიანი. რწმენას ნამდვილად დიდი ძალა აქვს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი...