7 თებერვალს მამა იოანეს დაბადების დღეა. სულითა და გულით და დიდი სიყვარულით გილოცავთ, მამაო! დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, ულევ სიყვარულს, უფლის მადლსა და წყალობას გისურვებთ! თამამად და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ვინც ერთხელ მაინც დასწრებია თქვენს წირვა-ლოცვას და ქადაგებას, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა თქვენი დალოცვის ღირსი, აღარასოდეს გადაუხვევს უფლის გზიდან. წყნეთელებს ძალიან გაუმართლათ, უფალმა თქვენი სახით ასეთი ძლიერი მოძღვარი, პიროვნება რომ გამოუგზავნა. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირები, მამაო, და დიდხანს მოგცეთ გაძლება და შეძლება თქვენივე მრევლის გასახარად, იმ მრევლისა, რომელსაც ძალიან უყვარხართ და გაფასებთ. ეს ეკლესიის ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა. დედა ევბულიას მადლიანი დალოცვა, მორჩილი შორენას და მესანთლე გოგონების მოკრძალებული სალამი, ოთარის ან ანზორის გულთბილი მოკითხვა - ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. ეს ერთი დიდი ოჯახია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი.
მრავალს დაესწარით, მამა იოანე, გაძლიერდით და გაიხარეთ! გმადლობთ, რომ არსებობთ!
მარინე, თბილისი