პროტოპრესვიტერი კონსტანტინე სტრატიგოპულოსი (1946–2018) - ისააკის აღდგომა
პროტოპრესვიტერი კონსტანტინე სტრატიგოპულოსი (1946–2018) - ისააკის აღდგომა
ეს ისტორია, რომელიც ახალმოწამის ცოცხალ სვინაქსარს ჰგავს, ბებიამ მიამბო და იგი ღრმად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ბებიაჩემის მამა ზემო ბოსფორის ერთ-ერთი სოფლის მღვდელი იყო, რომელსაც დღეს ბეიკოზი ჰქვია. მამა ანტონის (ასე ერქვა მას) ბევრი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს ქრისტოდულოსი ერქვა. მაშინ, როდესაც ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა, ის 10 წლის იყო. ვნების კვირის დიდ პარასკევს ბავშვი ებრაელებმა მოიტაცეს და ქრისტეს მსგავსად ჯვარს აცვეს. მეორე დღეს ბიჭი გამვლელებმა იპოვეს. იგი უგონოდ იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ირგვლივ სააღდგომო განწყობა სუფევდა, ის გარდაიცვალა. ეს ნამდვილი ამბავი იყო. ყოველ წელს, აღდგომის წინა დღეებში, ჩვენ ვიხსენებდით მსგავს ისტორიებსა და შემთხვევებს და ყოველ ჯერზე მტრულად განვეწყობოდით ებრაელების მიმართ. ამ მტრობის გამოხატვის უმაღლესი მომენტი იყო ებრაელის ფიტულის დაწვა, რაც დიდ პარასკევს, გარდამოხსნის გამოსვენებისთანავე ხდებოდა.

ჩვენს მეზობლად, რაიონში, რომელსაც სტავროდრომი ერქვა, ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ჩვეულებრივ ვთამაშობდით მეზობლის ეზოებში ებრაელ ბავშვებთან ერთად. თურქი ბავშვების მიმართ სიძულვილი გვაერთიანებდა. მაგრამ აღდგომის წინა დღეებში, ჩვეულებისამებრ, ყველაფერი იცვლებოდა. პატარა ებრაელებს არ შეეძლოთ ჩვენს "ქრისტიანულ თამაშებში" მონაწილეობა. ჩვეულებრივ, ვნების კვირის განმავლობაში ჩვენი სამეგობრო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის კარიბჭესთან იკრიბებოდა და იქიდან მივდიოდით ეზოში ან შემოგარენში სათამაშოდ.

ისაკი ცხოვრობდა ერთ-ერთ სახლში დიდი დაღმართის კუთხეში, ჰამალბაშის რაიონში, ჩვენგან რამდენიმე მეტრში. ის იყო ერთ-ერთი იმ ებრაელ ბავშვთაგან, რომლებიც ჩვენი კარგი მეგობრები იყვნენ. არ არსებობდა არანაირი საერთო ოინბაზობა, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიეღო. ზოგიერთ რთულ სიტუაციაში, რომელშიც ვვარდებოდით, მან არაერთხელ გვიხსნა თავისი გამჭრიახობით. მახსოვს, ერთხელ ჩვენს მშობლებთან ერთი მეზობელი მოვიდა იმის დასაჩივლებლად, რომ სახლების ზარებს ვრეკავდით და გავრბოდით. ისაკმა სრულიად მშვიდი სახით თქვა:

- ჩვენ ამას თქვენივე სიკეთისთვის ვაკეთებთ. წვიმა წამოვა და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გარეთ გაფენილი სარეცხი აიღოთ.

-სად დაინახე წვიმა, შე უსინდისო ბავშვო? – დაუყვირა ქალბატონმა კატინა ბალუმ.

- როგორ თუ სად, განა რადიოთი არ გამოაცხადეს მოსალოდნელი პროგნოზი? – შეეპასუხა ისაკი.

თუმცა ახლა, აღდგომის წინა დღეებში, ისაკი, რომელმაც ამდენჯერ გვიხსნა თავისი მოხერხებულობითა და მახვილი გონებით, "სინაგოგას მიეკუთვნა". ის ხომ ებრაელი იყო. ამ დღეებში, დიდი პარასკევის წინა დღეს, მას არ შეეძლო ჩვენთან თამაში და ეს სრულიად ბუნებრივად გვეჩვენებოდა. ეს იყო მისი სასჯელი იმის გამო, რომ ებრაელად დაიბადა. თანაც, ხომ სწორედ ებრაელებმა აცვეს ჯვარს ქრისტე.

დადგა წითელი პარასკევი. დიდი თამაშების დღე. ეკლესია მთელი დღის განმავლობაში ღია იყო. ვკრეფდით ყვავილებს გარდამოხსნის შესამკობად, ვასხურებდით ოდეკოლონს, ვწმენდდით ხატების ლითონის პერანგებს, თვალყურს ვადევნებდით ტაძარში წესრიგს და ბევრი სხვა საინტერესო საქმით ვიყავით დაკავებულნი.

სამეუფეო ჟამნობის დროს ვიღაცამ შეგვატყობინა, რომ ეკლესიის ეზოში ისაკი გამოჩნდა. ისაკი ეკლესიის ეზოში? ეს გამორიცხული იყო. ასეთ დღეს?

-ის იმისთვის მოვიდა, რომ წაგვბილწოს, – თქვა სულისმა.

- სწორედ ამისთვის, – აყვირდა ყველა შეკრებილი.

-მან უნდა გაიგოს, რომ ასეთ დღეს ებრაელს არ შეუძლია იაროს იქ, სადაც უნდა, მაღლა აწეული თავით, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ისიც არ კმაროდეს, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს, კიდევ ჩვენთან თამაში უნდათ, – ხმამაღლა დაიყვირა ლამბრის გომ.


"გო" მისი მეტსახელი იყო, რადგან "რ"-ს სწორად ვერ წარმოთქვამდა და მის ნაცვლად "გ"-ს ამბობდა.

სულისმა, ჩვენმა წინამძღოლმა, მაშინვე აიტაცა მისი სიტყვები, რადგან თავს ბავშვებს შორის ყველაზე მთავრად მიიჩნევდა, ვინც საკურთხეველში ეხმარებოდა. მომიბრუნდა და მითხრა:

- დინო, მიდი და უთხარი, რომ მისი აქ დანახვა არ გვინდა. შენ მას ყველაზე უკეთ იცნობ, შენი მეზობელია.

- კარგი, – მივუგე მე, მაგრამ ცოტა გაუბედავად.

-რა იყო, გეშინია?

და სულისმა დაამატა:

-ის ებრაელია, გაიგე? ამ კვირაში ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს ვაგრძნობინოთ. მათ ხომ ქრისტე აცვეს ჯვარს. ამიტომ ჩვენ მათ ჯვარს ვაცვამთ!

- მაგრამ ქრისტეს ხომ არ უცვია ჯვარს ისინი, ვინც მის ჯვარცმაში იყვნენ დამნაშავენი, – გავბედე და ვთქვი მე.

- რას მეუბნები? თუ მომესმა? შენ რა, ებრაელების მხარეს ხარ? მიპასუხე!

- არა, – მივუგე მე.

-მაშინ დაჩუმდი და წადი, გააკეთე ის, რაც გითხარი, თორემ რაღაც არ მომწონხარ. თორემ აღდგომაზე ნუ მოხვალ. და მეტჯერ აღარ ვითამაშებთ შენთან ერთად.

-კარგი, – ვთქვი შეშინებულმა.

გავედი ეზოში. მართლაც, ისაკი იქ იყო. მივუახლოვდი განზრახ მკაცრი გამომეტყველებით.

- ისაკ, რა გინდა?

-რატომ, არ შეიძლება? ვის ვუშლი ხელს?

მაგრამ მერე ის შეკრთა და უკვე სხვა ტონით, თბილად და ნდობით მითხრა:

- დინო, რა დაგემართა? სად გაქრა ჩვენი გულწრფელი მეგობრობა?

- ჩვენ ქრისტე გვყოფს, ისაკ. თქვენ, ებრაელებმა, ქრისტე ჯვარს აცვით, ესე იგი, უფლება არ გაქვთ ასეთ დღეს აქ გამოჩნდეთ.

-მაგრამ ქრისტეს არავინ გაუგდია, ვინც მასთან მიდიოდა.

- ისაკ, გეუბნები, ახლა აქედან არაფერი გამოვა. აღდგომის შემდეგ ისევ მეგობრები ვიქნებით, – სწრაფად მივაყარე და გავიქეცი, რადგან ამ საუბრის გაგრძელება აღარ შემეძლო. როგორც კი მსახურება დასრულდა და ეკლესიის ეზოში თამაში დავიწყეთ, გულზე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი. თითქოს მეც ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეობდა. მართალი ვიყავი თუ ვცდებოდი? მთელი ის სიხარული, რასაც მანამდე ვგრძნობდი ამ წმიდა დღეებში, სადღაც გაქრა. მაგრამ მოულოდნელად გამოსავალი ვიპოვე. ეს მაშინ მოხდა, როცა დამწუხრებული და აფორიაქებული ჯვარცმასთან ვიდექი. იმ უკიდურესი, უმაღლესი სიმდაბლის წინაშე. ვალდებული ვიყავი, რაღაც გამეკეთებინა. მან ხომ, ვინც ჯვარცმული იყო, ასეთი დიდი მოწყალება გამოიჩინა ჩვენს, ცოდვილთა მიმართ... და მაშინ გადავწყვიტე. მივედი ისაკის სახლთან. ის ზღურბლზე იჯდა, თავჩაქინდრული. როცა დამინახა, თვალები სიხარულით გაუბრწყინდა, თუმცა გარეგნულად სიმშვიდე შეინარჩუნა.

- ისაკ, – მივმართე მას, – მომიტევე დილანდელი საქციელი. ხომ იცი, ჩემი სახელით არ ვლაპარაკობდი, ჩვენი ბიჭების სახელით გეუბნებოდი. შენ ხომ იცი, რას ფიქრობენ ისინი... კარგი იდეა მაქვს. მოდი, ვუთხრათ მათ, რომ შენ, თუმცა ებრაელი ხარ, სულით გიყვარს ქრისტე და ძალიან წუხხარ, რომ ებრაელებმა ის ჯვარს აცვეს.

ისაკი ძალიან ყურადღებით მაკვირდებოდა თავისი ბავშვისთვის შეუფერებელი გამჭრიახი მზერით.

- დინო, – მითხრა მან, – მართალია, წინასწარმეტყველი არ ხარ, მაგრამ სინამდვილეში მეც იმავეს ვფიქრობ.

ღრმად ამოვისუნთქე და ვუთხარი:

- ამ საღამოს დაგელოდები გარდამოხსნის გამოსვენებაზე. ბიჭებზე კი მე ვიზრუნებ.

მაგრამ ბიჭებს არაფრით უნდოდათ ჩემი დაჯერება. რაც უნდა ვცდილობდი მათ დარწმუნებას, შეუვალნი რჩებოდნენ.

- მაგრამ ქრისტემ ხომ აპატია და ილოცა თავისი ჯვარმცმელებისთვის?

- გაჩუმდი და მეტს ნუღარაფერს იტყვი, თუ არ გინდა, რომ ამ საღამოს ებრაელის ფიტულთან ერთად დაგწვათ, – დაუყვირა სულისმა.

საღამოს, გარდამოხსნის გამოსვენების დროს, ცოტა წამოწვიმა. ამ საღამოს ყოველთვის ჟინჟღლავდა. ჩვენ, ყველა ქრისტიანი ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივყვებოდით გარდამოხსნას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის დიდ ეზოში.

ბრბოში ისაკი ვიცანი. თვალები სველი ჰქონდა და ვერ გავიგე, ლოყები წვიმისგან ჰქონდა სველი თუ ცრემლებისგან. მაგრამ თუ ტიროდა, იქნებ ეს წყენის ცრემლები იყო, რომ ბავშვებმა არ მიიღეს მისი მამაცური აღიარების მიუხედავად? თუ იმიტომ, რომ ენანებოდა ჩვენი ასეთი უგულობა?

გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ სულისმა, რომელმაც ისაკი შენიშნა, მომაძახა:

- ეი, დაგინახე, დაგინახე! დავინახე, როგორ უცვლიდით ერთმანეთს მეგობრულ მზერას იმ ებრაელთან. – და სულისმა დაამატა:

- ამ საღამოს ებრაელის ფიტულის დაწვაში მონაწილეობას არ მიიღებ.

- კარგი, – ვუთხარი სულისს, – ისაკის დანაშაულს საკუთარ თავზე ვიღებ.

და ფიტულის დაწვას ჩემი სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი. ამ თავისებური "რიტუალის" დასასრულს, ჩემს ფანჯარასთან სულისის ერთი მოციქული მოიჭრა და დაიყვირა:

-მისმინე, დინო, წელს აღდგომას ვერ იზეიმებ: ვერც შენ და ვერც ებრაელი.

კრიტიკული მომენტი დადგა სააღდგომო ღამეს. კონსტანტინეპოლში დიდი ხნის განმავლობაში აღდგომას ხვდებოდნენ არა შუაღამისას, არამედ დილის ხუთ საათზე, განთიადისას. აღდგომის მომენტი ყოველთვის ყველაზე სასოწარკვეთილად რთულია. ეს არის ქრისტეს ჩასვლა ჯოჯოხეთში. ეს არის ჯოჯოხეთის დამარცხება. მიცვალებულთა განთავისუფლება.

ეს ყველაფერი განვიცადეთ იმ დილას სააღდგომო ღვთისმსახურებისას. ბიჭები ტაძარში მოვიდნენ კვერცხებითა და ფოიერვერკებით სავსე ჯიბეებით. ხუთ საათზე, განთიადისას, იმავე დროს, როცა გაისმის მხიარული "ქრისტე აღდგა!", ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ყველაზე მთავარი მომენტი უნდა დაწყებულიყო. კვერცხების გატეხვა და ფოიერვერკების გაშვება, რომლებიც მაღლა მიფრინავდნენ ჩვენს თავზე.

ეკლესიაში შეშინებული მივედი. შიგნით შესვლა ვერ გავბედე. ბიჭებმა დამინახეს და მტრულად მიყურებდნენ. დავდექი იმ ადგილის მახლობლად, სადაც მორწმუნეებს საკურთხევლიდან წმიდა ცეცხლს ურიგებდნენ. "მოვედით, მიიღეთ ნათელი" – "ქრისტე აღდგა!"

ენით აღუწერელი სიხარული. ამ მომენტში ყველაფერი დამავიწყდა. უზომო სიხარულს განვიცდიდი. აღარ მეშინოდა არც სულისის და არც სხვისი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცაში გაჭრილი ფოიერვერკები რაღაც საბრძოლო ატმოსფეროს ქმნიდა. შეძახილები, ყვირილი, დაუსრულებელი სიხარულის ზეიმი. მთელ ამ ხმაურში რაღაც გაბოროტებული ყვირილი მომესმა. თითქოს ვიღაცას აგინებდნენ ან სცემდნენ კიდეც. ბავშვებთან ერთად იმ მხარეს მივბრუნდი, საიდანაც ყვირილი ისმოდა, ეს იყო სულ ახლოს. და... მართლაც, ბოლოს და ბოლოს რაღაც სრულიად არაჩვეულებრივი ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ისაკის მამა ფარულად აედევნა შვილს, რომელიც სახლიდან გაიპარა. იმ მომენტში, როცა ისაკმა დაიყვირა "ქრისტე აღდგა!", მამამისი მუშტებით დაეცა და დაუზოგავად დაუწყო ცემა. როგორ შეიძლებოდა ებრაელს გაებედა ქრისტეს აღდგომის დიდება?

სირცხვილი, დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა მთელი ოჯახისთვის. დავინახე, როგორ დააგდო მამამ ისაკი მიწაზე და ზიზღით დაუწყო წიხლების კვრა.

- რა თქვი? რა თქვი? ქრისტე აღდგაო? – გააფთრებული ყვიროდა ის.

ისაკი ძალიან მძიმედ იყო. წამოდგომა სცადა – პირიდან და ცხვირიდან სისხლი წასკდა. მაგრამ მან მაინც გაბედა ეთქვა:

-დიახ, მამა, ქრისტე აღდგა. ჩვენ, ებრაელებმა, ჯვარს ვაცვით ქრისტე. მაგრამ ქრისტე აღდგა!

ისაკი უღონოდ დაეშვა მიწაზე, დაუკვნესებლად, როგორც მოწამე და ჩუმად წაიმღერა:

- ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...

მან გაგვახსენა მრავალი სხვა ადამიანის წამება, რომლებიც ყვიროდნენ "ქრისტე აღდგა" კონსტანტინეპოლის სისხლით მორწყულ მიწაზე.


ამის შემდეგ მან გონება დაკარგა. მასთან მიახლოება ვერ გავბედეთ. ბიჭები გაქვავებულნი იდგნენ. მამამ ის ხელში აიტაცა. არა, უფრო სწორად, მიწაზე გაათრია. ჩვენ მომხდარს სულგანაბულნი ვუყურებდით. სულისმა შემომხედა, მერე მე შევხედე მას. სამგზის გადამკოცნა ორივე ლოყაზე და მითხრა:

-ჭეშმარიტად აღდგა!

თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

-დიახ, ჭეშმარიტად აღდგა!

ამის შემდეგ ისაკი თვალთახედვიდან დაგვეკარგა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ რამდენიმე თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. შემდეგ კი ჩვენი რაიონიდან წავიდნენ.

გავიდა წლები და ერთხელ, შემთხვევით, ერთისგან გავიგე, რომ ათონის წმიდა მთის ერთ-ერთ სკიტში მოღვაწეობს მღვდელმონაზონი, წარმოშობით ებრაელი, რომელიც ადრე კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. მოგვიანებით მან მართლმადიდებლური სარწმუნოება მიიღო. ამბობდნენ, რომ ეს ბერი რაღაც უბედური შემთხვევის გამო კოჭლობდა...

ასე მითხრეს და მე ვფიქრობ, რომ... დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვა არავინაა, თუ არა ჩემი მეგობარი ისაკი.

ქრისტე აღდგა!

წიგნიდან "ჩემი გულის გზაჯვარედინი", გამომცემლობა "ფილოკალია", გვ. 9, მაისი 2002 წ.

წყარო:Pravoslavie.ru

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
ქართლის მოქცევის დროს იდგა ერთი ხე კლდის ბორცვზე, შეუვალ ადგილას, ეს ხე იყო ფრიად მშვენიერი. და საკვირველება ამ ხისგან ის იყო, რომ ისარცემული ნადირი, რომელიც მივიდოდა და შეჭამდა ამ ხის ფოთოლს ან თესლს, აღარ მოკვდებოდა,
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო მეფეებმა - მაქსიმიანემ და მაქსიმინემ თავიანთ სამეფოში გამოსცეს ბრძანება: თუ ქრისტიანი ნაკერპალს შეჭამდა, არ დაისჯებოდა, ხოლო, თუ ამაზე უარს იტყოდა, სამსჯავროს გადაეცემოდა.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat