სქემარქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი): უკიდურესობები ბოროტისგან არის, წონასწორობა არის ღვთისგან
სქემარქიმანდრიტი იოანე (ჯიშკარიანი): უკიდურესობები ბოროტისგან არის, წონასწორობა არის ღვთისგან
არქიმანდრიტი იოანეს (ჯიშკარიანის) ქადაგება ქართველი ერის შესახებ:

ორი ხერხი იცის ღმერთმა ადამიანის დაცემისა: ერთი ის არის, რომ ნიჰილიზმს, გულაცრუებას, გულარძნილობას დაბადებს შენში - საკუთარი თავის მიმართ, სულის მიმართ - როგორც სიცოცხლის მიმართ, ღვთის ქმნილების მიმართ. გაფიქრებინებს, რომ ვინა ვარ - მაიმუნი ვარ  - ხორცი ვარ, რა ღმერთი, რის ღმერთი, რა სულიერება. და არ ფიქრობ, რომ - ადამიანი ვარ, სული ვარ, მარადიული - აი, ეს არა. მხოლოდ ხორციელი ვარ, ჭამა-სმასშია ჩემი მთავარი დანიშნულება და ბედნიერება, ხორციელ გართობაში, ხორციელ სიამოვნებაში. შეხედეთ, აი ასეთი სწავლება და ასეთი დამოკიდებულება ადამიანს დასცემს და გაანადგურებს სულიერად.

ზუსტად იგივე ემართება ერს, როდესაც მას ჩააგონებენ, რომ როგორც ერი - ქართველი ერი, არის უმაქნისი, უვარგისი, უღმერთო; რომ საერთოდ, ერი, როგორც ასეთი, ვინ შექმნა, საიდან შეიქმნა? - ის, როგორც კამათელი გაგორდება, ისე გაგორდა. როგორც ადამიანი შეიქმნა შემთხვევით მაიმუნისაგან, რაღაცა შერჩევით, რაღაცნაირად, ასევე შეიქმნა ერები, ადამიანთა რაღაცა ნათესაური ერთობები, არაფერს არ წარმოადგენს ეს, ცხოველთა, პირუტყვთა რემაა, ღორების კოლტია ეს და გინდაც ქართველები და გინდაც სხვები, შეიძლება უკეთესები იყვნენ, მაგრამ ქართველები ვართ ღორების კოლტი, გადასაშენებელი - აი ამას ჩაგვაგონებდნენ თუ არა? ჩაგვაგონებდნენ.

როდესაც ექსპანსია ყოფილა მტრისა, ხო ამას ჩაგვაგონებდნენ, ამას ჩაგვაგონებდნენ ქართველებს და გაგვიჯდა ძვალ-რბილში ეს ჩაგონება და მივიღეთ არაბობის დრო. დიდხანს გრძელდებოდა არაბობა და დაკარგა ქართველმა კაცმა ქართული ხასიათი და ბუნება, ზნეობრიობა, სარწმუნოება. როგორ გადაერჩინა ღმერთს თავისი ერი, ქართველი ერი ამ შემთხვევაში? პირველ რიგში ღმერთმა იზრუნა სულიერებაზე და იცით, რომ ჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ მოახერხა ღმერთმა და აი, ტაო-კლარჯეთში მოხდა სამონასტრო ძვრები, ბერული სულისკვეთების გაღვივება, დამკვიდრება - ხომ გახსოვთ სერაპიონ ზარზმელი, გრიგოლ ხანძთელი და სხვები. მათი სახელები არ ხმიანდებოდა, ეს არ იყო მთავარი, იქიდან დაიძრა სულიერი აღმავლობის ტალღა და რადგანაც ერთ მხარეზე ძალიან იყო გადახრილი ნიჰილიზმის, ცინიზმის, ეროვნული უღირსების შეგრძნება და შეგონება, შთაგონება, ღმერთმა აღძრა და შთააგონა იოანე ზოსიმეს და დააწერინა ქებაი და დიდებაი ქართულისა ენერისაი. ასევე მრავალი ნაწარმოები შეიქმნა მაშინ ქართველ გმირთა და ქართველ წმინდათა წარმომაჩინებელი, რომ ჩვენში ეროვნული სულისკვეთება არ ჩამკვდარიყო, საღვთო სულისკვეთება არ ჩამკვდარიყო, არ გარყვნილიყო, არამედ წელში გამართულიყო ერი.

მაგრამ ამას ახლავს საშიშროება: თუ ერი უმწიფარია სულიერად, ანდა პიროვნებაა უმწიფარი სულიერად, მას ასეთმა შეძახილმა, რომ შენ ღვთის ნაზარდი ერი ხარ, შენ ადამიანო, მაიმუნისგან კი არა ხარ წარმოშობილი, არამედ ღვთისგან ნაზარდი სული ხარ, მარადიული სული ხარ და შენ, თუ მოინდომებ და ითხოვ ღვთისაგან, განღმრთობაც კი შეიძლება მიიღო. აი ასეთმა მოწოდებამ, შეუმზადებელი სული შეიძლება მეორე მხარეზე გადახაროს და აი, მეორე მხარეზე, ანუ ამპარტავნების თუ ზედმეტი თავმოწონების, თუ საკუთარი უპირატესობის შეგრძნების დამკვიდრებით, დაღუპო სული. ამაზეა ნათქვამი: გინდ მგელს შევუჭამივარ და გინდ მგლისფერ ძაღლსო.

ახლა ხდება იგივე ამბავი: ორი საუკუნის განმავლობაში ეროვნული სულისკვეთების ჩაკვლა და დაკნინება მიმდინარეობდა. ახლა სამღვდელოებაშიც კი ზოგიერთები ისეთ რამეს ამტკიცებენ, რომ - აი, გალობაზე ვლაპარაკობ, თურმე ქართული გალობა ყოფილა არაკანონიკური. მე ახლა ამის სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ რომ ვკითხულობ ამას და რომ ვერკვევი ამ ამბავში, აღშფოთება მიპყრობს. ესე იგი ამ 200-წლიანმა ზეგავლენამ, ბოროტმა ზეგავლენამ, ნიჰილიზმმა და ეროვნული ღირსებისადმი ასეთმა ბოროტმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ქართველოფობია - ყველაფერი ქართულისადმი სიძულვილი თვით ქართველებში და ჩვენდა უნებლიედ გადავვარდით ერთ უკიდურესობაში, რომელსაც ჰქვია უღირსების შეგრძნება - მეტისმეტი, რომ ჩვენ უღირსები ვართ, ჩვენ საერთოდ ვინა ვართ, ჯობია შევერწყათ რომელიმე დიდ ერს, ან ბერძნები გავხდეთ და იქნება გადავრჩეთ, როგორც ბერძნები, ან რუსები გავხდეთ და იქნებ რუსობით გადავრჩეთ. მაგრამ ქართველობა უკვე…

ეს ერთი უკიდრაესობაა, ეს დავუშვათ მგელია, მაგრამ ახლა არის მეორე მხარე: აი, ქართველი ერი, ჩვენა ვართ, რაცა ვართ, ღვთის რჩეული ერი ვართ და ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, და აი, სამოთხე თურმე თავისთვის უნდოდა ეს ქვეყანა ღმერთს და ჩვენთვის გაიმეტა, ჩვენი ენა შუმერიდან მოდის და ამ ენაზე არის ყველაფერი და - შეხედე, ამპარტავნება რა არის? ამპარტავნება არის უპირატესობის შეგრძნება სხვათა მიმართ. როგორ არა ვართ რჩეული ერი, მაგრამ ისეთივე რჩეული ერი ვართ და ისევე ნაზარდი ვართ ღმერთისაგან, როგორც აფრიკის, რომელიც გნებავს, ჯუნგლებში მაცხოვრებელი ხალხი. ყველა ერი, ყველა ენა, ღმერთისგან უსათუთესად არის ნაზარდი და ყველას ღმერთი ზდის. ყველას თავისი თავი უყვარს, ეს ბუნებრივია - თავისი თავის არ შეყვარება, როგორც ღვთის ნაზარდისა და მოძულება, ანდა თავისი თავის ზედმეტად შეყვარება, რომ მე ვარ განსაკუთრებული, მე ვარ საღვთო ერი და თქვენ, სხვა ერებო, არაფერს არ წარმოადგენთო - ეს არის ბოროტება - ორივე დამღუპველია.

ის ოქროს გზა, ის ნათელი გზა, რომელიც ამ ორ უკიდურესობას შორისაა, ეს არის ჩვენი გზა. ღვთისმშობლის რჩეული ერი რომ ვართ, წილხვედრი ერი, ჩვენზე ნაკლებად უყვარს ღვთისმშობელს დავუშვათ სომეხი ერი, ანდა ფრანგი, ანდა რუსი? ჩვენზე ნაკლებად ზრუნავს მათზე? შეიძლება დედას შვილები ერთმანეთისგან განსხვავებული ჰყავდეს? და თუკი დასაშვებია, რომ რომელიმე შვილი ცოტა გზას აცდა და ვერ იზრდება, რომ უნდა, ისე და გარკვეულ ღალატშია და სწორ გზას არ ადგას, განა არ არის ცნობილი რომ გზას აცდენილი შვილის მიმართ კიდევ უფრო განსაკუთრებული სიყვარული აქვს მშობელს და განსაკუთრებულად ზრუნავს მის კეთილად მოქცევაზე? მართალი ვარ თუ არა? უკიდურესობები ბოროტისგან არის, წონასწორობა არის ღვთისგან.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სულთმოფენობის წინა შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა

"იესო ქრისტეს ხორციელად მკვდრეთით აღდგომით ყველას მაგალითი მოგვეცა იმისა, თუ როგორი იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა, როგორი იქნება თითოეული ჩვენგანი. "ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღსდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat