
ღირსისა გიორგი მალეიელისა (IX);
ღირსისა ზოსიმესი (დაახლ. 560);
მოწამეთა: ფერბუთა ქალწულისა, დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343);
მღვდელმოწამისა ნიკიტა ალბანელისა (1808);
ღირსი იოსებ ხუცესი, ჰიმნოგრაფი, სიცილიელი (+883-886);
ღირსი იოსებ მრავალვნებული, პეჩორელი (XIV);
ღირსი ზოსიმე ვორბოზომელი (+1550);
ღირსი თეონი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+1541); ხსენება ღირსმოწამეთა: ბენიამენისა (კონონოვი), არქიმანდრიტისა, ნიკიფორესი (კუჩინი), იერომონაზვნისა (+1928), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (კარაულოვი), ველის ეპისკოპოსისა, ღირსმოწამისა მარიამისა (ლელიანოვა), მონაზვნისა (+1932), მღვდელმოწამისა იოანესი (ვეჩერკო), პრესვიტერისა (+1933), მოწამისა იოანესი (კოლესნიკოვი, +1943);
წმინდა ისიდორე, სევილიელი ეპისკოპოსი (+636).
დღის ლოცვა
დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის ხსენება
ტროპარი: რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა.
კონდაკი: მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე განმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად.