დღის ლოცვა
წმიდა გრიგოლ პალამას ტროპარი:
მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოჲსა მადლისაო, ევედრე მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვა სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამაო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოჲსა მადლისაო.