ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი - მოუკლებელი ლოცვითი ღვაწლის შესახებ
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი - მოუკლებელი ლოცვითი ღვაწლის შესახებ
გთავაზობთ ნაწყვეტს ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნიდან „უხილავი ბრძოლა“ იესუს ლოცვისა და მოუკლებელი ლოცვითი ღვაწლის შესახებ. 
თუკი ნამდვილად გსურს, გაიმარჯვო ამ უხილავ ბრძოლაში და მიიღო კუთვნილი გვირგვინი, აღამაღლე გულში შემდეგი ოთხი განწყობა და სულიერი ღვაწლი, თითქოს აღიჭურვე ყველაზე კეთილსაიმედო და ყოვლისმძლე უხილავი იარაღით, კერძოდ:

ა) არასდროს არაფერში არ გქონდეს საკუთარი თავის იმედი;
ბ) მუდამ გულით ატარე სრული და უეჭველი სასოება ერთადერთი ღმერთის მიმართ;
გ) მუდმივად იღვაწე;
დ) მუდმივად ილოცე.


ლოცვის შესახებ
მართალია, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ღვთისადმი სასოება და ღვაწლი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ ბრძოლაში, როგორც ეს აქამდე ვაჩვენეთ, მაგრამ მათზე აუცილებელია ლოცვა, ამ ბრძოლის ის მეოთხე იარაღი, რომლის შესახებაც დასაწყისში ვთქვით (პირველი თავის დასასრულს), ვინაიდან სწორედ მისი მეშვეობით მოიპოვება და სრულად ძალმოსილი ხდება პირველი სამი იარაღი და სხვა დანარჩენი სათნოებაც. ლოცვით მოიზიდება და მოიხვეჭება ყველა ის მადლი, რომლებიც უხვად გადმოდის ჩვენზე უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის დაუშრეტელი წყაროდან; სულიერ ბრძოლაში ლოცვის შემწეობით საკუთარი მახვილი უფლის მარჯვენას მიანდე, რომელიც შენს ნაცვლად შეებრძოლება შენს მტრებს და სძლევს მათ, მაგრამ იმისათვის, რომ ამ საქმეში ლოცვამ ძალა გამოავლინოს, იგი მუდმივად, მოუკლებლად უნდა მყოფობდეს შენში, როგორც შენი სულის ბუნებრივი მდინარება, რომელიც დაცული და ნასაზრდოები უნდა იყოს შემდეგი განწყობებით:

1) მუდმივად უნდა ისწრაფვოდე, რათა ყოველი საქმით ემსახურო მხოლოდ ღმერთს და ემსახურო ისე, როგორც ეს მისთვის იქნება სათნო. ამგვარი სწრაფვისას, მისივე შენარჩუნების მიზნით, დარწმუნდი და იფიქრე, რომ უფალს და მის ყოვლად საკვირველ თვისებებს - სახიერებას, დიდებულებას, სიბრძნეს და სხვა უთვალავ თუ განუზომელ სრულყოფილებათ - ყოველი გონიერი არსება უნდა ეთაყვანებოდეს, პატივს სცემდეს და ემსახურებოდეს. მაგრამ როდესაც, ამასთან ერთად, მუდმივად გემახსოვრება, რომ ღმერთმა ენითაღუწერელი მოწყალებით თავისივე განგებულების თანაშემოქმედად აგირჩია, გამოგისყიდა და უდიდესი წყევისგან გიხსნა, განგკურნა და ცოდვისგან მიყენებული იარები გაგიმრთელა, არა ღვინითა და ზეთით ან სალბუნებით, არამედ მისი უწმინდესი ფერდიდან გადმოდენილი ძვირფასი სისხლითა და მახვილით, ეკლის გვირგვინითა და ლურსმნებით ნატანჯი ყოვლადწმინდა ხორცით, - განა შეძლებ, რომ ყოველწამიერად მთელი გულით, სიტყვით, საქმით და გონებით მის მსახურებას არ მიუძღვნა თავი? ამასთან, ისიც არ უნდა დაივიწყო, თუ რამდენად სასარგებლოა თავად ჩვენთვის ამგვარი მსახურება, რადგანაც ის გვხდის საკუთარი თავის პატრონად, ღვთის ძეებად და ეშმაკს დაგვამარცხებინებს.

2) უნდა გქონდეს ცოცხალი და გულის გამათბობელი რწმენა იმისა, რომ ღმერთს თავისი უდიდესი მოწყალებისა და უშურველობის გამო, თავად სურს და მზადაა მოგცეს ყველაფერი ის, რაც საჭიროა შენი მისდამი ღირსეული მსახურებისთვის და გიბოძოს შენთვის საჭირო ყოველგვარი სიკეთე. ამგვარი სარწმუნოება და სასოება შენში იქნება ის ჭურჭელი, რომელსაც ღვთის განუსაზღვრელი გულმოწყალება მადლით აღავსებს. რაც უფრო ფართე და ტევადი იქნება შენში ეს ჭურჭელი, მით უხვი ნიჭებით დაგიბრუნდება შენს წიაღში, ყოველ ჯერზე, შენი ლოცვა. და განა შეიძლება იფიქრო, რომ უცვალებელი, ყოვლისმპყრობელი უფალი, ვინც მისდამი ლოცვა მცნებად დაგვიდო და აღგვითქვა გამოთხოვილ სიკეთეთა მონიჭება, რომ უარს გვეტყვის მათზე და არ მოგვანიჭებს თავის წმინდა სულს, როდესაც მთელი გულითა და მოთმინებით ლოცვაში ვთხოვთ მას? განა მისი არ არის სიტყვები: „რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას“/„განა მამაზეციერი უფრო მეტ წმინდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?“ (ლკ. 11.13)? განა მან არ აღგვითქვა: „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“/„და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ“ (მთ. 21.22)?

3) ლოცვას ისეთი განწყობით უნდა შეუდგეთ, რომ თხოვნის მიღების დროსაც არა საკუთარი, არამედ მხოლოდ საღვთო ნების შესრულება გსურდეს; კერძოდ: ლოცულობდე იმიტომ, რომ ასე ნებავს ღმერთს და გსურდეს, რომ შენი თხოვნა შესმენილ იქნეს იმიტომ, რომ ასეთია ღვთის ნება. ერთი სიტყვით, გონებასა და გულში იქონიე ერთადერთი სურვილი - შენი თავისუფალი ნება ღვთის ნებას შეუერთდეს და ყველაფერში მას დაემორჩილოს; და ამიერიდან აღარ ისურვო, ღვთის ნება შენი ნებისკენ გადადრიკო. რატომ? იმიტომ, რომ შენი ნება ყოველთვის საკუთარი თავის სიყვარულთან არის აღრეული, ხშირად სცოდავს და არ იცის, რა უნდა სურდეს სინამდვილეში. ღვთის ნება კი ყოველთვის სახიერია, ბრძენი, ყოვლადსამართლიანი, სასარგებლო და არ შეუძლია შესცოდოს. საღვთო ნება ყოველივე ქმნილისა და არსებულისთვის დაუწერელი კანონია, ამიტომ ყველა გონიერი ქმნილებისთვის ის უნდა იყოს სურვილების წარმმართველი; ის, რასაც ყველაფერში დაემორჩილებიან. ამრიგად, შენ ყოველთვის უნდა ითხოვო, ისურვო და ეძიო ერთადერთი: თუ რა არის ღვთისთვის სათნო. ის კი, რის შესახებაც უეჭველად იცი, რომ სათნოა ღვთისთვის, მაგალითად, სათნოებები, მხოლოდ იმიტომ მოიიძიე და ითხოვე, რათა უმეტესად სათნო ეყო ღმერთს და კეთილად ემსახურო მხოლოდ მას, რაიმე სხვა მიზნით, თუნდაც ეს მიზანი სულიერი იყოს. 

4) ლოცვას შენი სათხოვარის შესაფერისი საქმეებით გამშვენებული უნდა შეუდგე და, ამასთან, ლოცვის შემდეგ უფრო მეტად უნდა გაისარჯო, რათა გამოთხოვილი მადლისა და სათნოებების ღირსეულ ჭურჭლად იქცე. Aამგვარად, ლოცვის თანმდევი უნდა იყოს თავის იძულება იმის მისაღწევად, რასაც ლოცვაში ვითხოვთ, რადგან სულიერი ცხოვრებისას ძიება და თხოვნა ერთმანეთს განაპირობებს. თუკი ვინმე რომელიმე სათნოებას გამოითხოვს ლოცვით, თავად კი უდებებას მიეცემა და სათნოების მოსახვეჭად არაფერს მოიმოქმედებს, არ იღვაწებს მისთვის, ასეთი კი არ ლოცულობს, არამედ ღმერთს გამოსცდის. ამიტომაც ამბობს წმინდა იაკობი, რომ `ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად~/`ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას~ (იაკ. 5.16). ამ შემთხვევაში გულმოდგინებაში იგულისხმება თანაშემწეობა: როდესაც ლოცვაში ვინმე შეწევნას სთხოვს წმინდა ადამიანს და თვითონაც გულმოდგინედ აღასრულებს ყოველივეს, რაც სათხოვარის მისაღებადაა აუცილებელი, როგორც ამას წმინდა მაქსიმე გვასწავლის. 

5) ლოცვისას ის ოთხი ქმედება უნდა შეათავსო ერთმანეთთან, რომელთა შესახებაც წერს წმინდა ბასილი დიდი: დასაწყისში დიდება აღუვლინო ღმერთს, შემდეგ – სამადლობელი შენდამი გაღებული წყალობისათვის, რასაც მოჰყვება მის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარება; დაბოლოს, უნდა გამოითხოვო ის, რაც ცხონებისათვის ყველაზე მეტად გჭირდება. ამის გათვალისწინებით, შენი ლოცვა დაახლოებით ამგვარი იქნება: „უფალო, ღმერთო ჩემო! ვაქებ და ვუგალობ შენს გამოუთქმელ დიდებას და განუზომელ დიდებულებას – გმადლობ, რომ შენი მოწყალებით არსებობა მომანიჭე და შენს მაცხოვნებელ სიკეთეებს მაზიარე. მრავალგზის გამომიხსენი გარდაუვალი, ჩემთვის უცნობი უბედურებისაგან და უხილავ მტერთაგან, - ვაღიარებ შენ წინაშე, უამრავჯერ გავთელე საკუთარი სინდისი და დავარღვიე შენი წმიდა მცნებები შენმიერ მოწყალებათა მიმართ უმადურმა. მაგრამ, მრავალმოწყალეო ღმერთო ჩემო, დაე, ნუ გადასწონის ჩემი უმადურობა შენს გულმოწყალებას; მოიძულე ჩემი ცოდვანი და ურჯულოებანი, მოხედე ჩემი სინანულის ცრემლებს და შენი მრავალმოწყალებისამერ შემეწიე; და მომანიჭე, რაც ჩემი ხსნისათვის არის საჭირო და ჩემი ცხოვრება წარმართე შენთვის სათნოდ. დაე, ჩემი უღირსების მიერ იდიდებოდეს ყოვლადწმინდა სახელი შენი“. დასასრულ, შეგიძლია ჩამოთვალო ყველა შენთვის აუცილებელი სულიერი და ხორციელი მოთხოვნილება; და თუკი ამავე დროს რომელიმე სათნოებაში იწვრთნები, გამოითხოვე შეწევნა, რათა წარემატო მასში. თუკი რომელიმე ვნება გაწუხებს, ილოცე, რომ არ გძლიოს და განიდევნოს შენგან; თუკი ითმენ ცილისწამებას, წყენას ან რაიმე სხვა განსაცდელს, არც ამისთვის დაგავიწყდეს სამადლობელი, რადგან ესეც კი ღვთის ნებით შენთვის სასიკეთოდ ხდება. 

6) ლოცვამ რომ ძალა შეიძინოს და ღვთის კეთილი ნება შენკენ მომართოს, აღჭურვე იგი რწმენით უფლის უსაზღვრო გულმოწყალებისა და აღთქმისადმი, რომ ლოცვის დასრულებამდე შეისმენს ჩვენსას (ეს. 58.9). უფრო მეტად კი გწამდეს ჩვენთვის განკაცებული, ჯვარცმული, აღდგომილი, ზეცად ამაღლებული და მამის მარჯვნივ მჯდომი ჩვენი უფლის, იესოს ქრისტეს ძალის, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის გაიწირა და `ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?~/`როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?~ (რომ. 8.32)? 
ასევე შეწევნა ითხოვე დღედაღამ ჩვენთვის მლოცველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადისქალწულ მარიამისაგან, ყოველი წმიდისგან – მთავარანგელოზების ანგელოზების, მოციქულების, წინასწარმეტყველთა, მოძღვართა, მოწამეთა, ღირსი მამების, დედებისა და ღვთისათვის ყოველი სათნოდ მოღვაწისაგან, შენი მფარველი ანგელოზისგან, ვის სახელსაც ატარებ და ვის სახელზეცაა ნაკურთხი ტაძრები, სადაც მოინათლე და სადაც ლოცულობ. თუ შენს ლოცვას მათ შუამავლობას წაუმძღვარებ, გამოავლენ მორჩილებას, რომელიც ყველაზე მეტად სათნოა ღვთისთვის, მოწყალებით რომ უმზერს, `გლახაკსა და ჩემი სიტყვების მოშიშს. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო~ (ეს. 66.2; ფს. 50.19). 

ლოცვაში დაუღალავი იყავი, როგორც ამას მოციქული გვასწავლის: „ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით“/„გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით“ (კოლ. 4.2). სიმდაბლით მოთმინება, დაუღალავი და მუდმივი ლოცვა უძლეველ ღმერთს მოწყალებისკენ მოაქცევს. სახარებისეული იგავის მეშვეობით, სადაც ქვრივის დაჟინებული თხოვნა ბოროტ და უსამართლო მსაჯულს მისი შეწყალებისათვის მოდრეკს, უფალი შეგვაგონებს ჩვენც, მოთმინება გამოვიჩინოთ ლოცვისას: „ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“/„უთხრა მათ ერთი იგავიც იმის გამო, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა“ (ლკ. 18.1). თუკი უსამართლო მსაჯულის გული მოალბო ქვრივის თხოვნამ, როგორ არ შეისმენს ჩვენს ვედრებას სახიერი ღმერთი, თუკი მას დაჟინებით შევთხოვთ? ამიტომაც, როდესაც აყოვნებს ლოცვის შესმენას, მაინც განაგრძე ვედრება და, ამასთან, გულში ღმერთზე მტკიცე და ცოცხალი სასოება იქონიე. ღმერთი არასდროს უგულებელყოფს მხურვალე ლოცვას, მეტიც, ადამიანთა მოლოდინს აჭარბებს და მდიდრად გასცემს წყალობას, თუკი მლოცველის მხრიდან არ არის ზნეობრივი დაბრკოლებანი ან, თუკი მლოცველისთვის უმჯობესი თხოვნის შეუსრულებლობაა, - ასეთ შემთხვევაში ღმერთი, სათხოვარის ნაცვლად, სხვა სიკეთეს მიმადლებს მლოცველს, იმას, რაც მისთვის სასარგებლოა, იმის მიუხედავად, ხედავენ თუ არა მას მიმღებელნი. ამ გაგებით, არ არსებობს შეუსმენელი ლოცვა, არამედ ხდება ხოლმე, რომ ღვთისგან ბოძებული ზოგჯერ სხვა რამეა და არა ის, რასაც ითხოვენ, რადგან თავად მლოცველებმა არ უწყიან სათხოვარის უსარგებლობის შესახებ. ხშირად ეს საბოძვარი შეუმჩნეველი რჩება მათთვის, რადგან მისი დანახვა სარგებელს ვერ მოუტანთ. ამიტომაც ყოველთვის მოთმინე იყავი ლოცვაში და გწამდეს, რომ უნაყოფო ლოცვა არ არსებობს. თუკი სათხოვარს ვერ იღებ, გწამდეს, რომ მიიღებ სანაცვლო სიკეთეს; ხოლო, თუკი ამასაც ვერ შენიშნავ, ნუ გამოიძიებ მიზეზებს, არამედ გაიხსენე შენი უღირსება, სიმდაბლის აზრები და გრძნობები მოიხმე. თუკი ლოცვის შედეგად ამგვარი გრძნობები აღმოცენდება და დამკვიდრდება შენში, თუნდაც ხილულად ან უხილავად არ მიიღო, რასაც ითხოვდი, თვითონ ეს გრძნობები მიიღე, როგორც ლოცვის ნაყოფი – შენთვის საცხოვნებელი და ღვთისთვის ყველაზე მეტად სათნო. 

უსმინე, რას ამბობს იოანე ოქროპირი: „უდიდესი სიკეთე მოაქვს ლოცვას, თუკი ჯეროვანი განწყობით აღესრულება; თუკი ვისწავლით, მადლიერი ვიყოთ ღმერთის მაშინ, როდესაც შეგვისრულებს სათხოვარს და მაშინაც, როდესაც არ შეგვისრულებს. რადგან – როდესაც გვისრულებს სათხოვარს და მაშინაც, როდესაც არ გვისრულებს, ორივეს ჩვენთვის სასიკეთოდ მოიმოქმედებს; შენ კი გწამდეს, რომ ორივე შემთხვევაში მოგეცა, რადგან როდესაც არ მოგეცა, შენთვის სასიკეთო იყო, ხოლო საზიანოს არ მიღება სასიკეთოს მიღების თანასწორია. ასე რომ, მიიღებ თუ არ მიიღებ იმას, რაც ითხოვე, მადლობა შესწირე უფალს და გწამდეს, რომ ჩვენთვის მცირედით მაინც სასარგებლო რომ არ იყოს თხოვნის შეუსრულებლობა, ღმერთი ყოველთვის შეგვისრულებდა მას“. 
ამგვარად, ყოველთვის მოთმინება იქონიე ლოცვისას და ყველაფრისთვის მადლიერი იყავი, გწამდეს და აღიარე, რომ სახიერია შენ მიმართ და ყოველივეს ბრძნულად განაგებს. უყვარხარ და შენი კეთილსმყოფელია, როდესაც გისრულებს სათხოვარს და მაშინაც, როდესაც არ გისრულებს, ამ შეურყეველი რწმენით დაემორჩილე საღვთო განგებულებას; სიხარულითა და მადლიერებით მიიღე ყოველივე შენზე მოწეული – სასიამოვნოცა და უსიამოვნოც. 


როგორია გონიერი, ანუ შინაგანი ლოცვა და მისი ნაირგვარობანი
გონიერი, ანუ შინაგანია ლოცვა, როდესაც მლოცველი გულში მოკრებილი გონებით, უხმოდ აღუვლენს ღმერთს საკუთარ ლოცვას, დიდებისმეტყველებს და მადლობს, გულშემუსვრილი აღიარებს მის წინაშე საკუთარ ცოდვებს და გამოითხოვს მისთვის საჭირო სულიერ და ხორციელ სიკეთეებს. არა მხოლოდ სიტყვებით უნდა ვლოცულობდეთ, არამედ გონებითაც და არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც, რომ ცხადად ხედავდეს და ესმოდეს გონებას სიტყვებით გამოხატული, გული კი გრძნობდეს აზრებს. ეს ყველაფერი ერთად არის ნამდვილი ლოცვა. თუკი შენს ლოცვაში აქედან რომელიმე გამოტოვებულია, ის ან არასრულყოფილია, ან საერთოდ არაა ლოცვა. 

ალბათ, გსმენია: ბაგისმიერი ლოცვა, გონებრივი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა; ამასთან, მოგისმენია მსჯელობა თითოეულის შესახებ. საიდან მომდინარეობს ლოცვის ამგვარი დანაწევრება? საიდან და ჩვენი დაუდევრობიდან: ხან ბაგეებით ლოცვის წმინდა სიტყვების წარმოთქმისას გონება მიმოხეტიალობს ან გონებას ესმის ლოცვის სიტყვები, მაგრამ გული რჩება უგრძნობლად. პირველ შემთხვევაში ლოცვა მხოლოდ ბაგისმიერია, რაც არაა ლოცვა, მეორე შემთხვევაში კი – ბაგისმიერს უერთდება გონიერი ლოცვა, რაც არასრულყოფილი, არასრული ლოცვაა.

სრული და ნამდვილი ლოცვისას ლოცვის სიტყვებსა და აზრებს შერწყმულია ლოცვის გრძნობა. არსებობს მადლისმიერი მდგომარეობაც – მხოლოდ გულისმიერი ლოცვა, რაც სულიერი ლოცვაა, სულიწმინდის მოძრაობით აღძრული; ამ დროს მლოცველი სწვდება, იაზრებს მას, მაგრამ თვითონ არაა შემოქმედი, არამედ ლოცვა თავად მოქმედებს მასში. ამგვარი ლოცვა სრულყოფილთა ხვედრია. ყველასათვის ხელმისაწვდომი კი არის ლოცვა, სადაც ლოცვის სიტყვებთან თავსებადია აზრები და გრძნობები. არსებობს ლოცვა, რომელსაც ღვთის წინაშე წარდგომად მოიხსენიებენ, როდესაც მლოცველს მთლიანად გულის სიღრმეში აქვს გონება მოკრებილი და მასში მყოფ ღმერთს განჭვრეტს შესაბამისი გრძნობებით: ხან ღვთის მოშიშებითა და მისი დიდებულებისადმი კეთილკრძალული მოწიწებით, ხან რწმენითა და სასოებით, ხან სიყვარულითა და მის ნებაზე მინდობით, ხან გულშემუსვრილებითა და ყოველგვარი მსხვერპლის გაღების მზაობით. ამგვარ მდგომარეობას აღწევენ ჩვეულებრივ ლოცვაში სიტყვით, გონებითა და გულით ჩაღრმავებისას. ვინც ხანგრძლივად და ჯეროვნად ლოცულობს, ის უფრო ხშირად განიცდის, საბოლოოდ კი ექცევა მუდმივ მდგომარეობად, რასაც უკვე ეწოდება ღვთის წინაშე ყოფნა, რაც განუწყვეტელი ლოცვითი მდგომარეობაა. 

იმავეს განიცდიდა წმინდა დავით მეფეც, რომელიც ამბობს: "წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა"/"წარმოვიდგენ უფალს ჩემ პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი" (ფს. 15.8). ასე რომ, ჩემო ძმაო, თუკი გსურს შენი ლოცვა ნაყოფიერი იყოს, ლოცვისას არასდროს შემოიზღუდო სიტყვებით, არამედ მასთან ერთად ილოცე გონებითა და გულითაც: გონებით გაიაზრე და შეიმეცნე ლოცვის სიტყვები, ყოველივე კი გულით შეიგრძენი. მეტწილად გულით ილოცე. 

გულიდან ამოხეთქილი ლოცვა მყისიერად გაივლის ზეცას და ყოვლადმოწყალე ღმერთის ტახტამდე აღწევს და ღმერთიც უფრო მეტად შეისმენს. ამგვარი ლოცვით ილოცა მოსემ მეწამულ ზღვასთან და მაშინვე მოესმა ღმერთისგან: "რას შემომბღავით?" (გამ. 14.15) – და მიიღო ძალა თავისი ხალხის მოსალოდნელი უბედურებისგან დასახსნელად. 



როგორ ვილოცოთ ამ წესით?
ნათქვამმა, ალბათ, დაგაფიქრა, თუ როგორ დაეუფლო ამგვარ ლოცვას? და აი, პასუხიც: ყოველთვის ილოცე არა მხოლოდ ბაგისმიერი, არამედ გონიერი და გულისმიერი ლოცვით და მიეჩვევი. როგორ დაეუფლე კითხვას? – იშრომე და შეისწავლე! იმავენაირად წერასაც: იშრომე და დაეუფლე! ასევე შეისწავლი ლოცვასაც, თუკი ისე ილოცებ, როგორც გასწავლე. 

ლოცვის სიტყვები, რა თქმა უნდა, იცი, - ბავშვობიდან გასწავლიდნენ. ისინი ჩვენს ლოცვანსა და საღვთისმსახურო წიგნებში წერია, წმინდა მამათა და დედათა გულიდან არის ამონახეთქი, როდესაც ღვთის სულით აღძრულნი უფლის წინაშე წარმოსთქვამდნენ საკუთარი გულის წადილს. ამ სიტყვებში ლოცვის სულია, რითაც თქვენც აღივსებით მათი ჯეროვნად წაკითხვისას, ისევე როგორც მწერლის სულისკვეთებას სწვდება მისი ნაწარმოების ყურადღებიანი მკითხველი. ვფიქრობ, შენც გაქვს ამის გამოცდილება. 

ლოცვის ტექსტები ჩვენი ლოცვის წიგნებშია თავმოყრილი, ასე რომ, არ მოგიწევს მათ შესაკრებად გარჯა! ამრიგად, იქონიე ისინი და ლოცვისთვის განსაზღვრულ დროს, - როგორც წესი, ეს დროა დილა-საღამო, - წაიკითხე, ჩასწვდი ყოველ სიტყვას, გაიაზრე იმგვარად, რაგვარადაცაა ისინი გამოხატული და გულშიც ისეთივე გრძნობები გააღვიძე, როგორიც მათი წაკითხვისას აღიძვრება. ამაშია მთელი სიბრძნე! როგორც წესი, ყველა ასე აკეთებს.  

ალბათ, იტყვი, რომ „კი მართალია, ყველა ასე აკეთებს, მაგრამ მაშინ რატომ არ არის ყველას ლოცვა ღირსეული?“ იმიტომ, რომ საქმით ყველა ერთსა და იმავეს აკეთებს: ხატების წინაშე კითხულობენ ლოცვის წიგნებიდან, მაგრამ გულსა და გონებას არ ურთავენ წაკითხულს: გონება დახეტიალობს, გულიც რაიმე სხვით ტკბება და არა ლოცვით. შენ კი ლოცვისას გონება ლოცვის სიტყვებით დააკავე, გულით კი წარმოთქმული აღიქვი და მაშინვე იგრძნობ ლოცვის ნაყოფს. ასე რომ, ლოცვის ტექსტი შენს განკარგულებაშია, იცი, თუ რას ნიშნავს, როდესაც გესმის ეს სიტყვები და განიცდი მათ. ლოცვა და მასში წარმატება – შენს ხელთაა. იშრომე დაუზარებლად და მიაღწევ წარმატებას. სახელმძღვანელოდ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემ. 

1) გაისარჯე და ლოცვისგან თავისუფალი დრო დაუთმე მოცემული ლოცვის ტექსტების გააზრებასა და შეგრძნებას. ამას თუ იზამ, ლოცვის დროს შინაარსს თავისუფლად აღიდგენ; მეტიც, დაიწყებ თუ არა რომელიმე ლოცვის ტექსტის კითხვას, აზრები და გრძნობები გაცოცხლდებიან შენს გონებაში და წარმოთქვამ უკვე როგორც საკუთარს, თითქოს საკუთარი გულიდან აღმოცენებულს. 

2) ამის შემდეგ შეეცადე დაიზეპირო ლოცვა, რომ ის თან ატარო. ვიდრე ისინი ლოცვანშია, ისინი შენში არ არიან; ხოლო როდესაც დაისწავლი, შენში დამკვიდრდებიან და ნებისმიერ ვითარებაში თან იქონიებ. ამას გარდა, ლოცვების დასწავლით, შენში უფრო ღრმად აღიბეჭდავ ლოცვით აზრებსა და გრძნობებს, ვიდრე ამას მათი უბრალოდ განსჯითა და შეგრძნებით მოახერხებ. თუკი ლოცვის ტექსტის დაზეპირებასთან ერთად, ლოცვის აზრებსა და გრძნობებში ყოფნასაც ისწავლი, ამით შენში ჩამოყალიბდება ლოცვითი წესრიგი. ეს კი ჯეროვანი ლოცვითი ჩვევის წარმატებით გამომუშავების საუკეთესო გზაა. 

3) ყოფითი საქმეებიდან ლოცვაზე სწრაფად ნუ გადახვალ, არამედ წინასწარ მოემზადე: `მცირე ხნით დადექი უხმოდ, ვიდრე გრძნობები დამშვიდდებიან~, როგორც ამას ლოცვანი გასწავლის, და დაფიქრდი იმაზე, თუ რა საქმეს უნდა შეუდგე; ვინ ხარ შენ, ლოცვის მსურველი და ვინ არის ის, ვის წინაშეც უნდა ილოცო, რა უნდა წარმოთქვა და როგორ. ასეთი მომზადება აუცილებელია, რომ დილით ძილის სიმძიმისგან და დღის საზრუნავებისგან დამძიმებული სული გათავისუფლდეს, საღამოს კი – განვლილი დღის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებისა და განსაკუთრებით - გამორჩეული, სასიამოვნო და უსიამოვნო შემთხვევებისგან. შეეცადე ყველაფერი განდევნო გონებიდან, რათა ლოცვამ მიიპყროს მთელი შენი ყურადღება და მხოლოდ მას დაუთმო მოცემული დრო. თუკი შთამბეჭდავ შემთხვევებთან გამკლავება ვერ მოასწარი, ლოცვისა და მადლიერების საგნად აქციე, ან ითხოვე მათგან გათავისუფლება, ან ყველაფერი ღვთის ნებას მიანდე. 

4) ლოცვის დაწყებისთანავე კეთილკრძალული შიშით აღვსილმა, გონებითა და გრძნობით თავი ღვთის წინაშე წარმოიდგინე და ირწმუნე, რომ ღმერთი გხედავს და გისმენს; რომ იგი პირს კი არ იბრუნებს მლოცველთაგან, არამედ მოწყალედ უმზერს მათ და შენც მათ შორის; შეიჭურვე სასოებით, რომ იგი მზადაა შეგისრულოს, და ნამდვილად შეგისრულებს შენ სათხოვარს, თუკი ის შენი სულისთვის სასარგებლო იქნება. 

5) ამგვარი განწყობით ილოცე, მთელი ძალით ჩაღრმავდი მასში და იზრუნე, რომ ლოცვა, მართალია, ნასწავლია, მაგრამ გულიდან ამოდიოდეს, როგორც საკუთარი. არ მისცე ყურადღებასა და აზრებს გაფანტვის საშუალება. თუკი ისინი მაინც გაიფანტებიან, შემჩნევისთანავე დააბრუნე შიგნით და გააგრძელე ლოცვა იქიდან, საიდანაც ყურადღება გაგეფანტა. იცოდე, როდესაც გული ლოცვას განიცდის,  ყურადღება არ იფანტება. ამიტომაც ყველაზე მეტად ამგვარი გრძნობების მოპოვებისთვის იზრუნე. არ მისცე თავს უფლება, ლოცვისას აჩქარდე, არამედ მოთმინებით მიიყვანე ბოლომდე, როგორც ეს წმინდა საქმეს შეჰფერის. 

6) თუკი ამგვარი განწყობით ლოცვისას ლოცვის რაიმე საგანი გულზე განსაკუთრებულად მოგხვდება, მიიქცევს შენს ყურადღებას გარემოებათა გამო შენთვის ახლობელი რამ და ის დაბადებს შენში სათქმელს, უყურადღებოდ ნუ დატოვებ ამ შემთხვევას, არამედ შეჩერდი და ილოცე საკუთარი სიტყვებით მანამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შენში აღმოცენებული ლოცვითი განცდა თუ მოთხოვნილება. 

7) თუ გაირჯები ამგვარი ლოცვისთვის, მიიღებ ლოცვით განწყობას, რომლის შენარჩუნებასაც მთელი ძალით უნდა შეეცადო. ამისათვის აუცილებელია, რომ ლოცვის დასრულებისთანავე არ შეუდგე ჩვეულ საქმიანობას და არც ის იფიქრო როდისმე, რომ ლოცვითი კანონის შესრულებით დაასრულე ღმერთთან ურთიერთობა და რომ უკვე შეგიძლია თავისუფლება მისცე საკუთარ აზრებსა და გრძნობებს. არა, უნდა ცდილობდე მთელი დღის განმავლობაში თავი ისე გეჭიროს, როგორც ლოცვითი კანონის შესრულებისას. ეს რომ შეინარჩუნო, ამისათვის უნდა გახსოვდეს, რომ ღვთის წინაშე დადიხარ და მის მარჯვენას უპყრიხარ არარაობის უფსკრულის თავზე; ამ აზრებით ყოველი საქმე – დიდი თუ მცირე, - აღასრულე ღმერთის ნებისამებრ, მისი ლოცვა-კურთხევითა და მისი სახელის სადიდებლად. ამგვარი ქმედებით საღამოს ლოცვით კანონამდე შეინარჩუნებ ლოცვით განწყობას. იმავენაირად აღასრულებ საღამოს ლოცვას და ღამით მშვიდად იძინებ. ესეც შენი ლოცვითი განწყობის დღე-ღამე. ასეთი იყოს შენი ყოველი დღე და რამდენიმე თვეში, შესაძლოა, რამდენიმე კვირაშიც, ძლიერ მლოცველად იქცევი, ლოცვა კი, ვითარცა ჩაუქრობელი კანდელი, მუდმივად გაგითბობს გულს. 

8) ერთ წესსაც დავამატებ, კერძოდ – ამგვარი ლოცვითი საქმიანობის მუდმივობას, მისი დაწყებიდან წარმატების მიღწევამდე.... თუკი ერთ დღეს კარგად ილოცებ და შეინარჩუნებ ლოცვით განწყობას, მეორე დღეს კი თავაშვებულებას მიეცემი, ვერასდროს წარემატები ლოცვაში. ეს იგივეა, ერთდროულად აშენო და ანგრიო. ასე შეიძლება ლოცვა საერთოდ დაიკარგოს, სული კი მისთვის გამოუსადეგარი გახდეს. თუ დაიწყებ, მოთმინებით უნდა ილოცო, არ უნდა შეასუსტო, შეღავათებითა და თავისუფლებით არ უნდა გაანებივრო საკუთარი თავი. 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat