ლოცვანი ყოველთა შვიდეულთა დღეთანი
ლოცვანი ყოველთა შვიდეულთა დღეთანი
ლოცვანი ბოროტთა გულისსიტყვათათვის, კვირიაკესა,
შემდგომად ძილისაგან აღდგომისა
უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, განმწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან. უფალო, შენ უწყი ცოდვანი ჩემნი, რამეთუ შენ, ვითარცა გნებავს, აღჰხოცენ იგინი. შეგცოდე, უფალო, შემინდვენ მე სახელისა შენისათვის წმიდისა. უფალო, მომეც მე კეთილი ანგელოსი, მმართებელად და მოძღვრად ცხოვრებისა ჩემისა, რამეთუ მრავალ არიან ჩემდა მომართნი სიბორგილენი ეშმაკთანი. ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, რამეთუ არა რაი მიქმნიეს შენ წინაშე კეთილი, არამედ სახიერებისა შენისათვის მომეც მე დაწყებაი დასაბამისა კეთილისა. უფალო, მასწავე მე, რათა ვჰცხონდე და ნუ თანაწარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩემთა, კაცთმოყვარე, რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
კვირიაკესა, ძილად მისვლის დროს
უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მიტევებაი ცოდვათა კაცთა მიანიჭე და სახედ ცოდვათა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარმეტყველისა სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ, მეუფეო, ჩვენ, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე, შეგვიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა და აღჰხოცენ ყოველი უსჯულოებაი ჩემი, რამეთუ შეგცოდე შენ, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი და გაქვს ხელმწიფებაი მიტევებად ცოდვათა, ხოლო გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა და სულითა მთავრობისაითა დაგვამტკიცენ ჩვენ და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მოგვეც ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან ღმერთმან, შეწყალებაი ჩვენი და ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვამდე შეწირვად შენდა ვედრებათა და თხოვად ცოდვათა მოტევებისა და ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველსა ცათასა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
ორშაბათსა დილას
ზესთა ნათელთა და თვალშეუდგამისა ღმერთმთავარისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეომარნო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაითგან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელნი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვასა ღვთისა მოწყალებისა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლითა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წარმავალად და მოგზაურად შემდგომად ჩემსა და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარემიმაქცევთ, მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი სამებისა რიცხვი: საყდართა, მთავრობათა, ქერუბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულისხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათს
უფალო, ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, გინა გულისხმისყოფითა ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა ანუ უნებლობითა, _ ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე, უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი და ყოველი, რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდვენ კაცთმოყვარებისა შენისათვის და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდმოავლინე მცველად ჩემდა ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა და ყოვლისგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
შემდგომად ძილისა, სამშაბათს
უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ, ქადაგო სინანულისაო, მე, ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა, გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმა ვედრებისა ჩემისა, წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულისსიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირებათაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისაო, სინანულისა და ლმობიერებისა ღვარითა ცრემლთათა განჰწმიდე მწიკვლევანებით ფრიად შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი ნაყოფითა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინამორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებლად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა და დღესა მას სასჯელისასა თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა საწყალობელსა ამას უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა, უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათს
უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდვენ მე, უღირსსა მონასა შენსა, რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვჰსცოდე დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვჰსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, გინათუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა გან-ვინმე-ვარისხე, ანუ უტყუვე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთროთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა მშვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავჰსლბი, ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რამე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე, უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე, უძღებმან ამან, და გადიდებდე შენ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ,
ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულისსიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროს რიცხვისა ქვიშისა, შეჰყროლდეს და დალპეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ, აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა. შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედოფალო, ნუცა გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან, ვაიმე, ვაიმე, დაბნელებული! ნუ, დედოფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე, მტერთა ჩემთა! აღადგინე გულისსიტყვა ჩემი სინანულად და ხელპყრობილ მყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედოფალო წმიდაო, დედაო კაცთმოყვარისა ღვთისაო, შეჰმუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგინი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა და უფროის თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო უფლისა ჩვენისაო იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცთომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედოფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მომხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვინელი და ცხოვნებული საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა სულისა მისისა, ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, თანაარსისა სამებისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათს
აღსლვასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულისსიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა და მოყვარესა სულსა ამაოებისასა და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმართნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა, უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი _ გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრებელად სიწმიდისა შენისა, ქრისტე, მეუფე ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა, შემზღუდე მე მადლითა ღვთაებისა შენისათა. მამაო, დამიცევ, ძეო, დამიფარე და, სულო წმიდაო, შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო, უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე, უღირსი მონაი შენი, ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმიდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, გულთმეცნიერო და გულისსიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილ ჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომილთა! უფალო იესო ქრისტე, ღმერთო, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძრვანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსნენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა, მონასა ამას შენსა, და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნაქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა და ხორცისა ჩემისა! გულისმოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულისა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისას
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო, ღმერთო ჩვენო, მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და დამიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხრვენ აღძრვანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულისსიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
პარასკევს დილით
წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის-ვჰსცე და მას მხოლოსა ვემსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქციენ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა, გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი, უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან და მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსრველო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო და გეენიისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედამდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოსისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა,
ლოცვა დაწოლისა, პარასკევს
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ, სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ, უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურაცხელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა, თვით დასჯილსა ამას და სიტყვის მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა, სახიერო და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე, მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისაით ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, _ ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! ჰოი, უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებიეს შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულისსიტყვით და მოგონებით _ შემინდევ, უფალო, შემინდევ, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე და მწყალობელი და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ბოროტთა გულისსიტყვათათვის,
შაბათს დილით
საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყვარებულო, ხმა-მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს
უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმისყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა, გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არაწმიდათა ძალთა ჩემისათა, მადლითა და კაცთმოყვარეობითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.06.2024

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat