დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა!
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვიილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.კონდაკი 1
იკოსი 1
გიხაროდენ, ვარდო შუენიერო, ეკალთაგან უნაყოფოთა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, შროშანო ქალწულებისაო, ღუარძლთა შორის კეპრთმსახურებისათა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მადლითა აღვსილო და სულიერისა წესითა შემკობილო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და კეთილმსახურებისა სიმჴნითა შემოსილო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა მიერ სიმართლისათჳს დევნულო;
გიხაროდენ, აბელისაებრ დაკლულო და ისაკისაებრ მსხვერპლად შეწირულო;
გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, ზეცათა შინა წმიდათა მწყობრსა თანა შეერთებულო;
გიხაროდენ, უხრწნელითა ნაწილებითა განდიდებულო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 2
იკოსი 2
ბრწყინევდი რაჲ კეთილქმნულებითა მით ჴორცისაჲთა და სულისა შუენიერებითა, მრავალი გამოჩნდეს მეძიებელნი ჴელისა შენისა, გარნა შენ არა სათნო-იყავ ქუეყნიერი სიძჱ უფროჲს ზეციერისა და სძალ ექმენ რაჲ ძესა ღმრთისასა, იესუ ქრისტესა, მტკიცედ მიუგებდი მამასა შენსა: "არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა განხრწნადი ესე სიკეთჱ და მიღირს, რაჲთა შევწირო სიწმიდჱ ჴორცთაჲ და სულისაჲ და სიყუარული სრული ღმერთსა". ამისთჳსცა მადლითა შენითა ვიხარებთ და ვღაღადებთ წადიერად:გიხაროდენ, სახლსა შინა წამართისა მამისა შენისასა ფუფუნებითა ცხორებულო;
გიხაროდენ, გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ გონიერითა გამორჩეულო;
გიხაროდენ, მადლისა კეთილ-მოქმედებითა განათლებულო;
გიხაროდენ, მაცთურთა კერპთაგან ჭეშმარიტისა ღმრთისადმი გონებით ამაღლებულო;
გიხაროდენ, ღმრთის-მეცნიერებითისა ნათლითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტსა მას ღმრთისმეტყუელებასა შინა ღმრთისა სიტყვისა მიერ განსწავლულო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მონიჭებულისა სიბრძნისა დამტევნელო;
გიხაროდენ, სიწმიდისა და კრძალულების კეთილად დამმარხველო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა სიტკბოებისა შემყუარებელო;
გიხაროდენ, კერპთმსახურებისა საცთურისა მომძულებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, მეოხო ქურივთაო და ობოლთა განმკითხველო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 3
იკოსი 3
განათლდა რაჲ სულითა წმიდითა გული შენი, შეიმოსე ქრისტეს ნათელი ნათლისღებითა და ჴორცთა შინა მყოფი უჴორცოთა მსგავსად იქცეოდი და მსახურებდი ღმერთსა ჭეშმარიტსა, ხოლო იხილე რაჲ აბანოჲ ორითა სარკუმელითა, აღხვედ მაშენებელთა მიმართ აბანოჲსათა და უბრძანე ყოფაჲ სარკუმელთა სამთა, და სიბრძნითა და გულისჴმისყოფითა აჩუენე რაჲ საიდუმლოჲ სამებისა წმიდისაჲ, გამოსახე თითითა აბანოსა შინა, ნიში ჯუარცმულისა ქრისტჱს ღმრთისაჲ, დიდებაჲ მარტჳლთაჲ, მათ თანა ევედრე ღმერთსა, ჩუენცა მოგუცეს გულისჴმისყოფაჲ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ, რაჲთა შენმიერითა ძლიერებითა სულისაჲთა შეჭურვილნი ღირს ვიქმნეთ შეწირვად გალობისა:გიხაროდენ, მამა-პაპათა სიბილწისა დამტევებელო და ღმრთის დიდებისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, ქრისტჱსთჳს ამაოჲსა ცხორებისა მომძულებელო;
გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულისაგან შობილისა სიძისა - ქრისტჱს მიერ პატიოსნად დაწინდულო;
გიხაროდენ, კრავო ღმრთისაო, მწყემსა კეთილსა შედგომილო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელებისა მადლისა მომგებელო;
გიხაროდენ, სამთა სარკუმელთა მიერ მრავალ-ღმრთეებისა სიბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, მარხვითა და მღვიძარებითა ჴორცისა განმკაფველო;
გიხაროდენ, ლოცვითა ჟამ ყოველ დაუცადებელად, სულ თქმა ცრემლოვანებითა და მდაბლით გალობითა მარადის უფლისა მვედრებელო;
გიხაროდენ, ბეჭდისა სულისა წმიდისაჲთა უბიწოდ და შეუგინებელად დამამტკიცებელო;
გიხაროდენ, სოფლის მპყრობელისა საღმრთოჲთა მადლითა დამამჴობელო;
გიხაროდენ, ყოველგვარ ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა ძლიერად დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა ქალწულთა ცხორებისა წესისა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 4
იკოსი 4
ვერ თავს იდევ, უბიწოო, უშჯულოებაჲ მამისა შენისაჲ, და მოტყინარემან შურითა საღმრთოჲთა, სიცბილი მისი კადნიერებითა ამხილე და სიმაღლესა მდგომარენი კერპნი გარდამოსთხიენ, მაშინ აღივსო გულის წყრომითა ბილწი იგი, რამეთუ დაბრმობილ იყო სულიერითა თუალითა, და განძჳნდა მოკლვად შენდა მახჳლითა, გარნა განცრუვდა სილაღჱ მისი, რამეთუ ოტებულ იქმენ რაჲ მამისაგან შენისა, ვითარცა კრავი უმანკოჲ ბოროტისაგან მგელისა, მიისწრაფე კეთილისა მწყემსისა ქრისტჱს მიმართ, და ვითარცა თეკლა პირველმოწამე, კლდემან შეგიწყნარა, ეგრეთვე აწ შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლჳლნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა თჳსითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, რაჲთა მართლითა სარწმუნოებითა აღმსთობილნი ჴმა-ვჰყოფდეთ გიხაროდენსა:გიხაროდენ, ქალწულო, წარმართთა შორის წმიდად და შეურყეველად ცხორებულო;
გიხაროდენ, ასულო ზეციერისა მამისაო, პატიოსანო, თჳნიერ ზეციერისა, სიძისა სხვისა არა მნებებელო;
გიხაროდენ, წმიდათა და სანატრელთა მოწამეთა მიმბაძველო;
გიხაროდენ, ქრისტჱს ჯუარისა ბეჭთა თჳსთა ზედა აღმღებელო;
გიხაროდენ, ნებითა შენითა მისთჳს ტანჯვათა დამთმენელო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, საყუარელისა მამულისაგან ჯმნილო და ზეციერისა მამულისა აღმრჩეველო;
გიხაროდენ, მიწიერისა მამისაგან ქრისტეს სარწმუნოებისათჳს დევნულო;
გიხაროდენ, შორის კლდესა, ბრძანებითა ღმრთისაჲთა შენთჳს განხუმულსა, განსრულო;
გიხაროდენ, მღვიმესა შინა საკჳრველად შესრულო;
გიხაროდენ, კეთილ-სუნნელო მირონო, ქრისტჱს ეკლესიისა განმასულნელებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მართლმორწმუნეთა ნუგეშინისმცემელო და ბოროტმადიდებელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 5
იხილეს რაჲ ორთა მათ მწყემსთა, თუ ვითარ გეძიებდა უშჯულოჲ მამაჲ შენი, ერთმან მზაკუვარმან განგცა და საყოფელი შენი აუწყა უგუნურასა, ხოლო გპოა რაჲ დაფარულსა შინა მჯდომარჱ ბოროტმან დიოსკორე, იპყრნა თმანი შენნი შუენიერნი, და მიგითრევდა რაჲ სახიდ თჳსად, დაპებულნი ჴორცნი შენნი ძოწეულ იქმნა სისხლითა და მით შესუარულნი თმანი შენნი განეფინა გზასა ზედა, გარნა უფლისა მიმართ აღგეპყრა გონებაჲ, ნეტარო, და ჴმობდი სიმჴნითა: "შემწე ჩემდა არს ქრისტე, მე ვარ მჴევალი მისი", და აქებდი განმაძლიერებელს შენსა: ალილუია.იკოსი 5
დაივიწყა რაჲ ბუნებრივისა შჯულისა სიყუარული შჳლებისაჲ, მამამან შენმან შთაგადო ბნელსა და გტანჯვიდა რაჲ სიყმილითა, თჳით წარდგა წინაშე კერპთმსახურისა მმართველისა და ამცნო, თუ ვითარ ჰხადი ღმერთსა ქრისტეანეთასა, რაჲსთჳსცა ბოროტი იგი მთავარი განრისხნა და მიყვანებაჲ შენი უბრძანა უგუნურსა, გარნა შენ ილოცევდი: "მოავლინე, უფალო, შემწე ჩემი ზეცით წმიდით შენით, რჲთა შეუგინებელად დავიცვე ქალწულებაჲ ჩემი და განმაძლიერე მე წინა-აღმდგომთა შენთა მიმართ და ეშმაკისა, რაჲთამცა ვსძლო მას და დავთრგუნო იგი ძალითა შენითა", ამისთჳსცა შჳლნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი შეგამკობთ ჴმითა მაღლითა:გიხაროდენ, სისხლთა შენთა მიერ საქორწინოჲსა სამოსელისა შემმოსველო;
გიხაროდენ, თხზულთა თმათა წილ, ზეციერისა გჳრგჳნისა მომღებელო;
გიხაროდენ, ღუარითა სისხლთა შენთაჲთა საცთურისა ალისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, ვარსკულავო, ჴსნის მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა და სიმამაცითა შენითა სულმოკლეთა და დაჴსნილთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა უკეთურთა სულთა მძლეო და შემმუსრველო;
გიხაროდენ, უღმრთოთა სწავლებათა კადნიერებითა დამჴსნელო;
გიხაროდენ, სანთელო, გონიერთა განმანათლებელო და უგუნურთა დამწველო;
გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველო და ყოვლისა სიბილწისა აღმხოცველო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა ცეცხლითა გულთა ჩუენთა აღმგზებელო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა და ღმრთის პატივისცემისა დამნერგველო;
გიხაროდენ, ზედა დასხმისაგან და ძჳრთა უხილავთა მტერთაჲსა დამფარველო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 6
იკოსი 6
მაშინ აღივსო გულისწყრომითა მსაჯული იგი სიცრუვისაჲ და გრქუა: "უკუეთუ არა ისმინო ჩემი, ასონი ეგე შენნი დაიჭრნენ მახჳლითა, და ცეცხლმან რისხვისა ჩემისამან შეგჭამოს შენ", გარნა შენ მტკიცედ მიუგებდი: "აწ არა ვერჩი მე უგუნურებასა თქუენსა და არცა თაყუანის-ვსცემ კერპთა მათ მტყუართა: ყრუთა და უტყუთა, ჴელითა კაცთაჲთა შექმნულთა, ვითარცა თქუა წინასწარმეტყველმან დავით: "პირ ათქს და არა იტყჳან, თუალ ასხენ და არა ხედვენ... ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ" და სივერაგენი მისნი უქმ-ყავ ძალითა სულისაჲთა, ამისთჳსცა შენ მიერ მოქადულნი შეგახამთ სამადლობელსა ამას ქებისასა:გიხაროდენ, დავით წინაწარმეტყუელისა, მეფისა და მამადმთავრისა თქმულთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, ქადაგო ღმერთშემოსილო, მოციქულთა ქრისტჱსთა მიმბაძველო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცთომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, ღუაწლთა და მოწევნულთა განსაცდელთა თავს-მდებელო;
გიხაროდენ, სწავლისაებრ მათისა მრავალღმრთეებისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, მძლავრთა სივერაგეთა უქმ-მყოფელო და კერპთმსახურებისა მჴნედ გამბასრველო;
გიხაროდენ, ყოველთა ურწმუნოთა პირისა დამაყოფელო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა მოძღურებათაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, მზაკუვარებისა დამლახვრელო და წინააღმდგომთა ძალთა დამცემელო;
გიხაროდენ, მეოხებათა შინა მჴურვალეო შემწეო და მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-მსმენელო;
გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღჳრ-აღმსხმელო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 7
განარისხა უგულისჴმოჲ იგი სიმტკიცემან შენმან და ბრძანა გუემაჲ შენი ღუედებითა, ხოლო რომელნი ხედვიდეს ჴორცთა შენთა წყლულებათა, ტიროდეს მწარედ და გეტყოდეს სისხლ-დალტობილსა: "აღიარენ უკუე ღმერთნი და განერე გუემასა", გარნა შენ არად შერაცხენ თხოვაჲ მათი და ესრეთ მიუგე: "ამათ გუემათა წილ განსუენებასა მოველი უფლისა ჩემისა მიერ იესუ ქრისტჱსა წმიდათა თანა ქალწულთა, და მას მხოლოსა შევსწირავ მადლსა და გალობასა": ალილუია.იკოსი 7
გიხაროდენ, ნეტარ-შუენიერო სძალო უფლისაო;
გიხაროდენ, მსაჯულო მსჯავრისა და სიმართლისაო;
გიხაროდენ, მტჳრთველო ქრისტჱს ტკბილისა უღლისაო;
გიხაროდენ, ჭურო კეთილისა ზნეობისა და გონიერებისაო;
გიხაროდენ, ქუხილო საღმრთოჲსა ქადაგებისაო;
გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახჳლო, განმკუეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველო სუეტო სიმჴნისაო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულო ვაზო ქრისტჱს ვენახისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო ბარძიმო ზესთა საკურთხეველისაო;
გიხაროდენ, მურო, ნელსაცხებელად შეწირულო უკუდავისა მეუფისაო;
გიხაროდენ, შემწეო ყოვლისა გონიერისა მჴნისა დედაკაცისაო;
გიხაროდენ, პატიოსანო მარგარიტო ქრისტჱს ეკლესიისაო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 8
გიხილეს რაჲ მცველთა შენთა მლოცველი წინაშე ღმრთისა, ერთობით ღაღადყვეს: "დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ, რომელმან განჰკურნა ესე და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა", გარნა ესმა რაჲ მარკიანეს, განცჳფრდა და მიყვანებაჲ შენი უბრძანა მხედართა, ხოლო შენ გან-რაჲ-ხვედ საპყრობილით, დაიბეჭდე ყოველნი ასონი შენი ბეჭდითა ქრისტჱსითა, და საღმრთოჲთა გალობითა ადიდებდი ღმერთსა: ალილუია.იკოსი 8
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ ბნელითგან ნათელსა შინა სარწმუნოებისასა საკჳრველად აღმოწოდებულო;
გიხაროდენ, ყოველსა ქუეყანასა ზედა მსგავსად ვარსკულავისა გამობრწყინვებულო;
გიხაროდენ, საკჳრველო ყრმააო, მძლეთა უმძლესად გამოჩინებულო;
გიხაროდენ, ჯუარცმულისა ქრისტჱსათჳს ძელსა ზედა დამოკიდებულო;
გიხაროდენ, გუემათა დათმენითა უმყარეს ანდამატისა გამოჩინებულო;
გიხაროდენ, თჳთ მტანჯველთაცა სარწმუნოებად მიმყვანებელო;
გიხაროდენ, განდგომილთა და უარისმყოფელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, მამაცობისა და ურყევისა სიმტკიცისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ცილისმწამებელთა და მაგინებელთა მამხილებელო;
გიხაროდენ, უფლისაგან არაწმიდა სულთა ზედა ჴელმწიფებისა მიმღებელო;
გიხაროდენ, ბოროტ სენთაგან შეპყრობილთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ქალწულთა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარვე-ლო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 9
იკოსი 9
გიხაროდენ, რამეთუ საშინელი ვნებაჲ შენი იხილა რაჲ კეთილ-მორწმუნემან დედათა შორის იულიანა, განკჳრდა ფრიად, თუ ვითარ დაითმენდი ახოვნად ქრისტესთჳს ესევითართა სატანჯველთა;
გიხაროდენ, რამეთუ აღვსილმან ცრემლითა ლმობიერებისაჲთა, მსწრაფლ ქრისტე აღიარა;
გიხაროდენ, ბარბარე ქალწულ შუენიერო და იულიანა, რამეთუ სურვილითა ქრისტჱსითა დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებასა წინ-აღუდეგით მამაკაცებრითა ღუაწლითა;
გიხაროდენ, წინა-აღდგომთა მიერ უძლეველნო, რამეთუ დედათა ბუნებითა სძლეთ მძლავრებასა მამათასა;
გიხაროდენ, რამეთუ მოგეხვივნეს არვეთა კრავისაჲთა მგელნი ბოროტნი და დაგბძარნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩვილნი უმანკონი და ვითარცა ზაქარია უბრალოდ დაკლული;
გიხაროდენ, ზუარაკნო წმიდანო და უბიწონო, რამეთუ სასტიკთა წყლულებათა ახოვნად დაითმენდით და ქრისტჱსთჳს სისხლსა დასთხევდით;
გიხაროდენ, რამეთუ აღანთეთ სანთელნი თქუენნი მსგავსად ბრძენთა მათ ქალწულთა;
გიხაროდენ, რამეთუ აღიგეთ ზეთი ჭურჭელთა თქუენთაჲ და მიეგებეთ სიძესა და შეხვედით ქორწილსა მას სამეუფოსა;
გიხაროდენ, რამეთუ კეთილად მოღუაწებითა და სიმჴნით წამებითა მოაკუდინეთ მტერი იგი მზაკუვარი;
გიხაროდენ, რამეთუ განშვენდით პატიოსნად, ღუაწლისა მძლენო მოწამენო, ჩუენ ცოდვილთაგან დიდად სანატრელნო, და მოიღეთ ქრისტჱს მიერ დაუჭნობელი გჳრგჳნი ზეცისაჲ;
გიხაროდენ, ქალწულნო და მართლმადიდებელნო, ქალწულ მარიამსა და ძესა მისსა ევედრენით, რაჲთა ჩუენცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩუენნი;
გიხაროდენ, სანატრელნო და კურთხევითა საჴსენებელნო, რამეთუ აღმოსავალით, ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი თქუენი;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 10
მაშინ განგიყვანა გარეშე ქალაქისა მშობელმან შენმან, და მიიწიენით რაჲ ადგილსა, სადაცა ეგულებოდა წარკვეთაჲ თავისა შენისაჲ, ევედრე უწყალოსა: "მაცადე მე მცირედ, ვილოცო წინაშე ღმრთისა, რაჲთამცა სული ჩემი აღიყვანოს ადგილსა მას განსასუენებელსა". გარნა იგი მკსინვარებითა ჴმა-ჰყოფდა: "ვინ არს ღმერთი შენი? უხმე რაზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს და გიჴსნეს შენ ჴელთაგან ჩემთა", მაშინ აღაპყარ წმიდანი ჴელნი ზეცად და ჰმადლობდი ღმერთსა, რომელმან ღირს გყო შენ ცნობად სახელსა წმიდასა მისსა და შესწირევდი ქებასა ქებათასა: ალილუია.იკოსი 10
კუალად ილოცვიდი მუჴლთ-მოდრეკითა უფლისა მიმართ, ქალწულო შუენიერო, და მჴურვალედ ღაღადებდი: "ისმინე, უფალო, მჴევლისა შენისაჲ და მოჰმადლე ჴორცთა და ძუალთა ჩემთა მადლი სულთა და ჴორცთა კურნებისაჲ, ხოლო რომელსა ჰნებავს ღუაწლისა ჩემისა სმენაჲ, მიეც მათ მოტევებაჲ ცოდვათაჲ, და უკუეთუ ვინმე შევარდეს საქმესა შინა საშჯელისასა უსამართლოდ, სძლევსმცა მტერთა მისთა მოჴსენებითა სახელისა ჩემისაჲთა", ამისთჳსცა სენთა მკურნალად და სასწაულთა საუნჯედ სულიერად გუაქუ შენ ყოველთა მორწმუნეთა და შეგასხამთ ქებასა:გიხაროდენ, ბრძენო ქალწულო, მანათობელისა ლამპრისა მქონებელო;
გიხაროდენ, დროებითისა შუენიერებისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, წარმავალისა დიდებისა წილ წარუალისა ნათლისა მომღებელო;
გიხაროდენ, სანატრელისა ცხორებისა მომვაჭრებელო;
გიხაროდენ, ყოველთა მწუხარეთა და პყრობილთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მომართ მოსწრაფეთა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, სიცრუვისა თაყუანისმცემელთა და ჭეშმარიტებისა მოძულეთა ზარდამცემო;
გიხაროდენ, მარტჳლთმოყუარეთა ერთა მცველო დაუძინებელო;
გიხაროდენ, მოშურნეთა და ცილისმწამებელთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, სულისა და ჴორცისა შეუხებელად დამცველო;
გიხაროდენ, განკრძალულთა მღდელთა და მონაზონთა ჴელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, ქალწულთა და დედათა ღმრთივმონიჭებულო შემწეო და მწყალობელო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 11
იკოსი 11
გიხაროდენ, ძუელთა მათ მოწამეთა თანამოსაგრეო, რამეთუ სიმახჳლჱ რკინისაჲ და სიმჴურვალჱ ცეცხლისაჲ შეურაცხ-ყავ ახოვნებითა და მით დასთრგუნე მანქანებანი მტერისანი;
გიხაროდენ, რამეთუ სიყუარულისათჳს მამისა მიმართ უკუდავისა მამამან ქუეყნიერმან უწყა-ლოსა სიკუდილსა მიგცა;
გიხაროდენ, რამეთუ ურწმუნოჲსა მამისა მიერ მოკლული ასულად თჳსად საყუარელად მამამან ზეცათამან შეგიწყნარა და ხრწნადისა ქუეყნიერისა საფასისა წილ, უხრწნელებაჲ ჴორცთაჲ მოგმადლა;
გიხაროდენ, რამეთუ უმანკო იქმნნეს გუამი შენი სისხლთა შენთა პკურებითა და იულიანას თანა იშუებ საუკუნოდ დიდებითა საუკუნოჲთა;
გიხაროდენ, თანა დაკლულნო დანო, მეოხნო ჩუენნო, რამეთუ სიხარულად შეგეცვალნეს მწუხარებანი და ტკივილნი სიამედ და ჰპოეთ შუებაჲ საუკუნოჲ;
გიხაროდენ, რამეთუ ბრწყინავთ ნათლითა წამებისაჲთა და გჳრგჳნითა მარტჳლთაჲთა შემკული ელვარედ მდგომარე ხართ წინაშე ღმრთისა;
გიხაროდენ, ნეშტითა მით შენითა პირველ ილიოპოლისისა, და შემდგომ კონსტანტინეპოლისა განმასულნელებელო, ხოლო უკანაჲსკნელ ნაწილნი შენნი მოემადლნეს ქალაქსა კიევსა გჳრგჳნად მადლთა;
გიხაროდენ, კეთილთა თხოვათა აღმასრულებელო, რამეთუ მეუფისაგან ყოველთასა მიიღე ნიჭი საკჳრველებისაჲ, და წმიდანი ნაწილნი შენნი ჰკურნებს სენთა სიმრავლესა, ეშმაკთა განიოტებს და ახარებს ყოველსა სოფელსა;
გიხაროდენ, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ლუსკუმით გამო ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველი მორწმუნჱ და ყოველი მართლმადიდებელი ერი პატივს-სცემს უხრწნელთა ნაწილთა შენთა და წლითი-წლად აღასრულებს ჴსენებასა შენსა;
გიხაროდენ, შემწეო ყოველთა განწირულთაო, რამეთუ სენთა და ბუგრთა მკურნალად და სა-სწაულთა მოქმედად აქუ შენ ყოველთა მართლმადიდებელთა;
გიხაროდენ, რამეთუ უაღრეს ბუნებისა, სიტყჳსა, ცნობისა და გონებისა არიან შენნი ახოვნებანი და შესხმით იქები მორწმუნეთაგან:
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 12
კურთხეულ არს მეუფჱ, რომელმან ღირს გყო შენ წმიდათა მენელსაცხებლეთა და მოწამეთა დასთა შეერთებასა და მსგავსად მათსა პატივ გცა გჳრგჳნითა ღუაწლთაჲთა, რამეთუ აღასრულა ქრისტემან თხოვაჲ შენი ბარბარე, და მოსაგებელად მოგანიჭა მადლი კურნებათაჲ მვედრებელთა შენთათჳს, ღირსო, ხოლო რომელნი ითხოვენ შეწევნასა მიიღებენ უფროჲს თხოვისა, ამისთჳსცა ვადიდებთ ღმერთსა, რომელმან მოგანიჭა ესე ვითარი მადლი და სიწმიდჱ, და ვუგალობთ განმადიდებელსა შენსა: ალილუია.იკოსი 12
სიხარულითა აღივსების და იქადის აწ ქალაქი კიევი, სადაცა არს ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ და უშურველად აღმოაცენებს მადლსა და წყალობასა, ხოლო ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რამეთუ უფლისა მიერ შენდამი ბოძებულითა მადლითა მსწრაფლგანკურნავ ვნებათა სულიერთა და ჴორციელთა, და ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოხსენებული იჴსნი განსაცდელთაგან შემსხმელთა:გიხაროდენ, ძალითა ჯუარცმულისაჲთა მტერთა საცთურთა უჩინომყოფელნო;
გიხაროდენ, წესთა თანა უჴორცოთასა ცათა შინა მიწვთომილო და სასწაულთმოქმედო;
გიხაროდენ, ქალწულებითთა გუნდთა მიერ, სასძლოთა შინა ზეცათასა სიხარულითა შეყვანებულო;
გიხაროდენ, ტანჯვითა დამწუხრებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, სულიერთა და ჴორციელთა უძლურებათა ჩუენთა განმკურნელო;
გიხაროდენ, ბოროტთა სულთაგან შეპყრობილთა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა მწიკულისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლჳლთა ვნებულთა სულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 13
ჵ, ქალწულებითა განშუენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, დიდო მოწამეო ბარბარე, ვნებათა თავს-დებითა მადლი არა წმიდათა სულთა განდევნისაჲ და ძჳრთა უხილავთა მტერთა დათრგუნვისაჲ მოიღე ზეგარდამო და ყოველთა მვედრებელთა შენთა გამოუბრწყინვებ შეწევნისა შენისა საბოძვართა, აწცა მკურნალ ექმენ უძლურებათა ჩემთა და ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მომანიჭოს ქრისტეანებრივი აღსასრული და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს მყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაჲთა მადლითა საღმრთოჲთა განძლიერებული შენ თანა ვუგალობდე ყოვლად-წმიდასა სამებასა: ალილუია.ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ
იკოსი 1
გიხაროდენ, ვარდო შუენიერო, ეკალთაგან უნაყოფოთა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, შროშანო ქალწულებისაო, ღუარძლთა შორის კეპრთმსახურებისათა აღმოცენებულო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ წარმართთაგან გამორჩეულო;
გიხაროდენ, უბიწოებითა და ერთგულებითა განბრწყინვებულო;
გიხაროდენ, მადლითა აღვსილო და სულიერისა წესითა შემკობილო;
გიხაროდენ, სასოებითა საუფლოჲთა და კეთილმსახურებისა სიმჴნითა შემოსილო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, მრავალთა ჭირთა მიერ სიმართლისათჳს დევნულო;
გიხაროდენ, აბელისაებრ დაკლულო და ისაკისაებრ მსხვერპლად შეწირულო;
გიხაროდენ, ქალწულო, ქალწულ დედოფალთან მიახლებულო;
გიხაროდენ, ზეცათა შინა წმიდათა მწყობრსა თანა შეერთებულო;
გიხაროდენ, უხრწნელითა ნაწილებითა განდიდებულო;
გიხაროდენ, სძალო ქრისტჱსო უძლეველო, დიდო მოწამეო ბარბარე!
კონდაკი 1
სავედრებელი ლოცვა
ჵ, წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო ქალწულ-მოწამეო ბარბარე, სძალო ქრისტესო შუენიერო, ვითარცა ზეცისა სიძისა დაწინდებული, სავანეთა მისთა დამკჳდრებულ ხარ ხუთთა მათ თანა ბრძენთა ქალწულთა და იულიანას თანა, გჳთხოვე აწ ქრისტჱს ღმრთისაგან, რაჲთა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა. განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუეც ჩუენ საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ და შიში ღმრთისაჲ, რაჲთა ყოველნი მკჳდრნი საქა-რთველოჲსანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა ქრისტესა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ვუგალობდეთ. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტჳლო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, ყოვლად-ბრძენო და ყოვლად-შუენიერო ბარბარე, მარტჳლო და სძალო ქრისტჱს ღმრთისაო! იმეოხენ წინაშე მისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობითა ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცვალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ყოვლად დიდებულისა და ფრიად ქებულისა ქალწულ-მოწამისა ბარბარჱსითა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.