ღვთისმშობლის ბებიის – მართალი მარიამის სახელობის ტაძარი სოფელ ღვლევში
ღვთისმშობლის ბებიის – მართალი მარიამის სახელობის ტაძარი სოფელ ღვლევში
სოფელ ღვლევში, ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერში დგას ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის ბებიის – მართალი მარიამის სახელზეა აგებული.


წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან მოყოლებული, ქართველები მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას.. სწორედ ქრისტიანობის გარიჟრაჟზეჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში აუგიათ ღვლევში პირველი სალოცავი ღვთისმშობლის შობის სახელზე. გადიოდა წლები, იცვლებოდა ეპოქები და ადამიანთა ინტერესები, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა- ქართველი კაცის რწმენა და ერთობა ქრისტეს სარწმუნოების მიმართ..

სწორედ ამ უწყვეტი ჯაჭვის დასტურია ღვლევის წმინდა მიწა, სადაც 2016 წელს კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძარი აღიმართა - მართალი მარიამის სახელზე, როგორც ქრისტიანული რწმენის ახალი სიმბოლო. ღვლევის ღვთისმშობლის შობის დედათა სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც სათავეში სქემიღუმენია მატრონა (შიუკაშვილი) უდგას, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის კურთხევით, 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

სქემიღუმენია მატრონა (შიუკაშვილი):

-დედაო, როგორ დაიწყო ღვლევის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის ისტორია? როგორ გაახსენდება პირველი დღეები, როდის აქ სამონასტრო ცხოვრების ეყრება საფუძველი?

-2010 წლის დეკემბერის თვეში, გორში ქალმა ქალბატონმა, ინგა ცხოვრებაშვილმა – სოფელ ღვლევში არსებული ნაკვეთი შესწირა რუის-ურბნისის ეპარქიას.. (17 დეკემბერს, ბარბარობას, მეუფეს უნდა აღვეკვეცე მონაზვნად) მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ღვლევში ჩამომიყვანა ჩემმა სულიერმა მოძღვარმა სქემმონაზონმა იოანემ (ხვედელიძემ), რადგან მეუფეს მონასტერი უნდა გაეხსნა. მოვილოცეთ ტაძარი, დამათვალიერებინეს კარ-მიდამო და მითხრეს: "მოიფიქრე, გვინდა გავხსნათ მონასტერი და შენ იქნები წინამძღვარიო". მეუფე იობმა აღნიშნა, რომ ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და მონასტერიც ღვთისმშობლის სახელობის იქნებაო. (ჩემი ერთადერთი ხორციელი შვილი, სქემმონაზონი ევლოგი, რომელიც დედა ღვთისმშობელმა მაჩუქა, ღვთისმშობლის მონასტერიც ღვთისმშობლის სახელობის იქნებაო. (ჩემი ერთადერთი ხორციელი შვილი, სქემმონაზონი ევლოგი, რომელიც დედა ღვთისმშობელმა მაჩუქა, ღვთისმშობლის შობას არის დაბადებული.



ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა და ბებია

მართალი მარიამის ტაძარი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე და  მითუმეტეს მონასტრული ცხოვრებისთვის შეუფერებელი პირობები დამხვდა, დიდი შრომა და ძალისხმევა იყო საჭირო, რომ აქაურობა სამონასტრო კომპლექსად ქცეულიყო, არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე თანხმობა ვთქვი (მივხვდი, რომ ეს ღვთის ნება იყო), დარწმუნებული ვიყავი, რომ უფალი ჩვენი და დედა ღვთისმშობელი შემაძლებინებდნენ და დამეხმარებოდნენ…





- თავდაპირველად, სავანის ერთადერთ სალოცავს ღვთისმშობლის შობის უძველესი – მეხუთე საუკუნის ტაძარი წარმოადგენდა, რომელიც თანასოფლელების დახმარებით აღადგინა აწგარდაცვლილმა პირველმა ლეგენდარულმა მსოფლიო ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილმა – 1998 წელს, სადაც რეგულარულად ტარდებოდა მსახურება. რა მდგომარეობა დაგხვდათ ადგილზე? ასეთ უძველეს სალოცავებზე ტრადიციულად ხდებოდა შეწირულობების დაკვლა, მსხვერპლშეწირვა. რთული იყო ამ წესის აღმოფხვრა?

-პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთებულიყო, ტაძრის ეზოდან საქეიფო მაგიდების აღება იყო საჭირო. სოფლის მოსახლეობისთვის უნდა ამეხსნა ეზოდან მაგიდების აღების აუცილებლობა, რადგან ხალხს განსაკუთრებით უყვარს ღვთისმშობლის ტაძარი - დღესასწაულზე იკვლებოდა შესაწირი საკლავი და ეზოში ქეიფობდნენ. სოფლის რამდენიმე ადამიანმა გაგვიწია წინააღმდეგობა, მაგრამ დედა ღვთისმშობლის შეწევნით საქეიფო მაგიდების აღებამ უმტკივნეულოდ ჩაიარა და მსხვერპლშეწირვის ტრადიციაც სამუდამოდ მოისპო.
სოფელში ღვთისმოსავი ხალხი ცხოვრობს და ჩემი თხოვნა გაგებით მიიღეს. 

მონასტრის ერთადერთ საცხოვრებელს მოსაწყობი სახლი წარმოადგენდა, სადაც დედა მატრონა ჯერ დედა თებესოასთან ერთად დასახლდა, ახლადგახსნილ მონასტერში, შემდეგ გარკვეული ხანი სრულიად მარტომ გაატარა. ნელ-ნელა მონასტერმაც დაიწყო აღორძინება…

სქემიღუმენია მატრონა:

-თავიდან მარტო ვცხოვრობდი, თუმცა მონასტრის დაარსებიდან რამდენიმე თვეში მონასტერს წევრები შემომემატამიუხედავად უმძიმესი პირობებისა, ერთიანი ძალებით დავიწყეთ თავდაუზოგავი ღვაწლი. სულიერ თუ ხორციელ ბრძოლებში სიმძიმეს მაინც ვერ ვგრძნობდით - თითქოს ყველაფერი თავისით ლაგდებოდა, რადგან ყოველ წუთს ვგრძნობდით დედა ღვთისმშობლის შეწევნასა და მფარველობას.

დიდად გვეხმარებოდა ჩემი მოძღვრის, მამა იოანეს ლოცვითი შეწევნა. ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო მეუფეს ხშირი სტუმრობა, მისი ზრუნვა, თანადგომა, ყურადღება და მამა-შვილური სიყვარული.

მართალი მარიამის ტაძრის აშენების იდეა, ღვთისმშობლის დიდი დედის - მართალი მარიამის ღვთისმშობლის ხატის ხატს უკავშირდება, რომელიც დედა მატრონამ მოძღვრის კურთხევით მიიღო. ხატის ერთ-ერთი ასლი უძველეს სალოცავში დააბრძანა, რომლის წინაშე განსაკუთრებული სასოებით ლოცულობდა…

სქემიღუმენია მატრონა:

- რატომ დაინტერესდით სწორედ მართალი მარიამის ხატით? გქონდათ თუ არა მანამდე განსაკუთრებული სულიერი სწრაფვა ამ წმინდანის მიმართ? 
-მოძღვრის კურთხევით დავიწყე ღვთისმშობლის ბებიის, მართალი მარიამის ხატის მოძიება. ერთ-ერთ ფოტოატელიაში ძალიან დამეხმარა ერთი საყვარელი გოგონა, სახელად თინათინი. საკმაოდ დიდხანს ვიჯექით კომპიუტერთან, სანამ არ მოვიძიეთ არ მოეშვა. ამოვბეჭდეთ ორი ეგზემპლარი: ერთი ჩემს მოძღვარს გადავცე, მეორე ჩავსვი ჩარჩოში და ღვთისმშობლის შობის ტაძარში კათედრასთან დავაბრძანე. მართალ მარიამზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება, ის ყოფილა კეთილსინდისიერი, კეთილი და ღვთისმოსავი ქალი, მის პატივსაცემად წმინდა იოაკიმე დაწმინდა ანას, თქვენი ახალშობილი ასულისთვის მარიამი დაურქმევიათ. მართალ მარიამს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფი და ანა. მარიამის შვილი იყო სალომე; სოფი გახლდათ მართალი ელისაბედის - იოანე ნათლისმცემლის დედის დედა, ხოლო ანა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა.




მართალი მარიამის ხატის არსებობის შესახებ, ვიდრე არ მოვიძიე, არაფერი ვიცოდი, მაგრამ როდესაც ეს ხატი ჩვენს მონასტერში შემორძანდა, მივხვდი, რომ ეს ღვთის ნება და დიდი შეწევნა იყო.

მართალი მარიამის ხატი დაბრძანებული იყო კათედრასთან, სადაც ღვთისმსახურები ტარდებოდა. ერთ-ერთი მსახურების დროს, ჩემდაუნებურად ხატისკენ გავიხედე და გულში მომეწოდა: მისი სახელობის ტაძარი უნდა აგვეგო. გულში უდიდესი სიყვარული შემოიჭრა და ერთი სული მქონდა ჩემი მოძღვრისათვის გამეზიარებინა, მაგრამ ვიდრე მამა იოანეს დავუკავშირდებოდი, აღსარებების დაწყებამდე მივედი მწირველ მღვდელთან - მამა გიორგი სამხარაძესთან და ვუთხარი: "ჩვენს მონასტერში ღვთისმშობლის დიდი ბებიის ტაძარი უნდა ავაშენოთ-მეთქი." მან დამლოცა და მითხრა: "უფალი აუცილებლად შეგეწევაო." იმ პერიოდში მონასტერში ალბათ 20 ლარიც არ მოიპოვებოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ უფალი ჩვენ აუცილებლად შეგვეწეოდა და ამ ჩანაფიქრს განვახორციელებდით, რადგან ეს სურვილი ღვთის შთაგონებით შემოვიდა გულში. 

წირვის დასრულების შემდეგ დავურეკე ჩემს სულიერ მოძღვარს, სქემმონაზონ იოანეს (ხვედელიძე) და მოვუყევი, როგორ გაჩნდა ტაძრის აგების სურვილი. მამა იოანე სწრაფად არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს. მითხრა: ვილოცოთ და თუ ღვთის ნება იქნება, აშენდებაო." გავიდა ორი წელი. კვირაცხოვლობას დამირეკა მამა ევლოგიმ (ჩემი ხორციელი შვილი) და მითხრა: "მამა იოანემ გაკურთხა, გაკურთხა, დაურეკოს მეუფე იობს და ტაძრის აშენების კურთხევა სთხოვოო."

მართლაც, დავურეკე მეუფეს, მივულოცე კვირაცხოვლობა და ვთხოვე კურთხევა ტაძრის ასაშენებლად. მეუფემ მაკურთხა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ღვთის ნება იყო.
ამის შემდეგ დავუკავშირდი იღუმენია ევგენიას (მახარაძე), რომელიც იერუსალიმში ქართული სავანის წინამძღვარია და მართალი მარიამის ტაძრის აგების სურვილზე ვესაუბრე. დედაოს ძალიან გაეხარდა. ეს ამბავი მოუყოლია იღუმენია სერაფიმასთვის - საიდანაიას მონასტრის წინამძღვრისათვის. ეს მონასტერი ღვთისმშობლის ბებიის საცხოვრებელი სახლი იყო, სადაც შემდგომში მონასტერი დაარსდა. დედა სერაფიმამ დედა ევგენიას მეშვეობით ჩვენს მონასტერს საჩუქრად წმინდა ოჯახის ხატი გამოგვიგზავნა (რომელიც დღეს საკურთხევლის მთავარი ხატია) და გვაკურთხა: "ეს ტაძარი აუცილებლად აშენდებაო."

ტაძრის კურთხევაზე დედა სერაფიმაც დავპატიჟეთ, თუმცა მან ჩამობრძანება ვერ შეძლო.
ტაძრის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. მოიჭრა კლდე, გასუფთავდა ტერიტორია და ექვსი თვის შემდეგ მართალი მარიამის ტაძრის კედლებიც აღიმართა, როგორც რწმენისა და მფარველობის ახალი სიმბოლო…

სქემიღუმენია მატრონა:
- დიდ სირთულეებთან გვქონდა საქმე -მოსაჭრელი იყო კლდე და საძირკველი უნდა გათხრილიყო. მოსაძიებელი იყო ძლიერი ტექნიკა და კეთილი ხალხი, რომლებიც ამ უმძიმეს სამუშაოს შეასრულებდნენ. ტაძრის მშენებლობა და ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი, მამა იოანეს კურთხევით დაიწყო. უფლის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, დიდი სირთულეების მიუხედავად, სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობდა და ტაძრის კედლები 6 თვეში ამოვიყვანეთ. 

ტაძრის უნიკალურობას მისი არქიტექტურაც განსაზღვრავს. ტაძარი ქართული ტრადიციული სტილით და ძველი ქართული აგურითაა ნაშენი. ფასადის თვალის შევლებისას, პირველი, რაც გულს გითბობს, სწორედ ფორმების სილამაზე და აგურების ჰარმონიული წყობაა. 



სქემიღუმენია მატრონა:

-დედაო, ტაძრის ასაგებად რატომ აირჩიეთ სწორედ აგური და როგორ მოიძიეთ მასალა, ალბათ, საკმაოდ რთული იქნებოდა? 


-მშენებლობის დამპროექტებელიც და ხელმძღვანელიც მამა იოანე იყო. მამაოს რაც ეძლეოდა ღვთისაგან, იმას მაკურთხებდა -ძველი ქართული აგურით უნდა ყოფილიყო აშენებული ტაძარიც,
სამრეკლოც და ღვთისმშობლის სამლოცველოც. მე მხოლოდ შემსრულებელი ვიყავი. იმ პერიოდში თბილისში ძველი ქართული აგურით აშენებულ ძალიან ბევრ სახლს შლიდნენ. მე თვითონ თბილისელი ვარ და მეგობრები მეხმარებოდნენ იმ ადამიანების მოძებნაში, ვინც სახლებს შლიდა. რადგან ერთი გზა გავიკვლიე, მერე სხვა ადამიანებიც მოვნახე. ძალიან რთული აღმოჩნდა აგურების არჩევა, მაგრამ ადამიანებისთვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღვთისაგან. თითოეული აგური ერთი ზომის უნდა ყოფილიყო (რადგან ძველი ქართული აგური არის სტანდარტული და არასტანდარტული) და ყველა მთელი,ყველანაირ ამინდში მიწევდა აგურების არჩევა და მოძიება, მაგრამ სიხარულისგან იმდენად დიდი მადლი და სიხარული მოდიოდა, რომ სიხარულით ვარჩევდი - წვიმასა თუ მზეში, არანაირი სიძნელე არ მიგრძნია;

დღეს რომ ვუფიქრდები და ვუყურებ ტაძარს, სამრეკლოს თუ ღვთისმშობლის სამლოცველოს, თვითონვე გაოცებული ვარ, ნუთუ ჩემი ხელით გადაირჩა ამდენი აგური? უფალი ჩვენი შეუძლებელს შეგაძლებინებს, ოღონდ გულით გინდოდეს და გიხაროდეს. უდიდესი ძალა აქვს კურთხევით გაკეთებულ საქმეს.

- დღეს რას ნიშნავს თქვენთვის მართალი მარიამის სახელობის ტაძარი და რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც მის ხატს უყურებთ?


-როდესაც ტაძარს შევსცქერი, თვალზე ცრემლი მადგება. ეს ცრემლი არის სიხარულისაც და განცდისაც. დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არანაირი განსაცდელი არ ყოფილა. მახსოვს, ერთი კიბის გამო სამჯერ ჩავედი მარნეულში, მაგრამ როცა გულით გიხარია, უფალი ყველანაირ განსაცდელს გიმსუბუქებს. 

ტაძრის მთავარი ხატი - ღვთისმშობლის დიდი დედის მართალი მარიამისა - დაწერა ხატმწერმა სულხან წოწკოლაურმა,სქემმონაზონ იოანეს ხელმძღვანელობით. მამა იოანე თავად არის ხატმწერი და მისი დაწერილი ხატები გამოირჩევა დიდი სულიერებით. ხატს რომ შეხედავ, მართლაც მშვიდდები -მართალი ბებიის სიყვარული და ნუგეში გადმოიღვრება ამ ხატიდან, დიდი სითბო და სიყვარული შემოდის გულში. 

-დედაო, ტაძარში შემოსვლისთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას საკურთხევლის კრეტსაბმელი იქცევს, რომელზეც წმინდა ოჯახია გამოსახული - ღვთისმშობლის ბებია - მართალი მარიამი, ღვთისმშობლის დედა - წმინდა ანა, დედაღვთისმშობელი და ყრმა იესო. საინტერესოა, რა სულიერი შინაარსი იკითხება ამგამოსახულების მიღმა?

- ტაძრის კრეტსაბმელზე გამოსახული წმინდა ოჯახი უკავშირდება დიდ კრძალვას არა მარტო მონასტრისათვის, არამედ თითოეული ადამიანისათვის. ეს ის წმინდა ოჯახია, რომელმაც გააერთიანა ძველი და ახალი აღთქმა. 

-მონასტერში დაბრძანებულია ნეტარი მატრონას ხატი წმინდანის წმინდა ნაწილებით - გვიამბეთ ამ ხატის ისტორია, როგორ მოხვდა მონასტერში?

- წმინდა მატრონა დიდი თანამედროვე წმინდანია. მან დაიბარა: "როცა გარდავიცვლები, მესაუბრეთ როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო. 
ვიდრე დიდ სქემაში წმინდა მატრონას სახელით აღმკვეცავდა ჩემი მეუფე იობი, მანამდე იყო ტაძარში დაბრძანებული მისი ხატი. სოფელ ღვლევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელსაც ძალიან უყვარს წმინდა მატრონა, შემოწირა თანხა, რომ წმინდა მატრონას ხატი დაგვეწერინებინა. ხატიც დაიწერა და შემოგვწირეს კიდეც მისი ორი წმინდა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია სანაწილეში და ჩაბრძანებულია ხატში და ცხადია, მომლოცველებისთვის უდიდესი სულიერი ნუგეშია ამ ხატის წინაშე ლოცვა. 

-მართალი მარიამის ტაძარში კიდევ ერთი უნიკალური ხატია წმინდა ნინოს საქართველოში გამოგზავნის წინ, ღვთისმშობლის გამოცხადებას აცოცხლებსროგორ გაჩნდა ამ სცენის გამოსახვის იდეა -საკმაოდ განსხვავებული და შთამბეჭდავი კომპოზიცია?


- ქალბატონ ნინო ჩაჩავას სურდა მოეძებნა ხატმწერი, რომელიც დაწერდა წმინდა ნინოს ხატს, რათა იგი მართალი მარიამის ტაძრისთვის შეეწირა. როდესაც ხატის დაწერა გადაწყდა, მამა იოანეს ვთხოვე დახმარება ხატმწერის მოძებნაში. მამაოს სურდა ხატი ყოფილიყო ღრმა შინაარსის, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გადამეკითხა წმინდა ნინოს ცხოვრება და ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი აგვერჩია, არჩევანი სწორედ ღვთისმშობლის გამოცხადებაზე შევჩერეთ - თუ როგორ გამოეცხადა წმინდა ნინოს ღვთისმშობელი,გადასცა თავისი თმით შეკრული ვაზის ჯვარი და საქართველოს ქრისტეს სჯულზე მოქცევა დაავალა. ხატი მამა იოანეს ხელმძღვანელობით დაწერა ახალგაზრდა ხატმწერმა დავით რეხვიაშვილმა. 





კომპლექსში კიდევ ერთი, აგურით ნაგები პატარა სამლოცველო გვხვდება, რომლის შიდა სივრცეშიც იშვიათი და შთამბეჭდავი სანახაობა გელოდებათ - ღვთისმშობლისათვის მირთმეული აკვანი. სქემიღუმენია მატრონამ ღვთისმშობელს ჯერ აკვანი მიართვა, შემდეგ კი დედა ღვთისმშობელს ეს პატარა სამლოცველო აუგეს.

სქემიღუმენია მატრონა:

-2018 წელს, ღვთისმშობლის შობის ტაძრის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა. ძალიან მინდოდა ამ დიდებულ დღეს ღვთისმშობლისათვის განსაკუთრებული საჩუქარი მიმერთმია, რადგან ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და გულში მომეწოდა, რომ ეს საჩუქარი აკვანი ყოფილიყო, შემდეგ ეს პატარა სამლოცველოც ავაგეთ. 

- უძველესი ღვთისმშობლის შობის სალოცავის ისტორიიდან რა არის ცნობილი?

-როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ღვთისმშობლის ტაძარი მეხუთე საუკუნით თარიღდება. ტაძრის აღდგენამდე მხოლოდ საკურთხეველი იყო შემორჩენილი. ასეთივე ღვთისმშობლის ტაძარი არის გვერდითსოფელშიც. ყოველი აღდგომის ღამეს, როგორც გადმოცემით ვიცით სოფლის ხანდაზმულ მკვიდრთაგან, ხედავდნენ ანგელოზები როგორ გადაადგილდებოდნენ ჩვენი სოფლის ტაძრიდან მეზობელი სოფლის ტაძარში.



-დედაო, ღვთისმშობლის შობის ძალიან ბევრი იკონოგრაფიული გამოსახულება არსებობს, თუმცა მონასტრის მთავარი ტაძრის ღვთისმშობლის შობის ხატი განსხვავებული ვიზუალური ხატწერის სტილით გამოირჩევა.
ხატის უხვი შესაწირულობა კი, ალბათ მის განსაკუთრებულ მოწყალებაზე მეტყველებს…


-მონასტრის მთავარი ღვთისმშობლის შობის ხატი მონასტერს შემოსწირეს სანაპიროზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლმა. მე 30 ოცდაათი წელი ამ ტაძრის მრევლი ვიყავი. ღვთისმშობლის ხატი ძალიან მსწრაფლშემწეა. მან ბევრი ოჯახი გააბედნიერა, რომელთაც შვილი არ ეძლეოდათ, მათ შორის ჩვენი სოფლის მკვიდრნი. ის შვილიერებითაა განსაკუთრებით გამორჩეული. მთავარია გულით სთხოვო და შეწევნასაც არ დააყოვნებს. მადლიერების ნიშნად ხატზე შესაწირავებს ჰკიდებენ მთხოვნელები.

ყოველ დღესასწაულზე ტაძარში მომლოცველი ჩამოდის თბილისიდან და სხვადასხვა კუთხიდან. 

- ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტაძარს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობა. რა ხალხური გადმოცემები შეინახა მეხსიერებამ და როგორ გაგრძელდა უძველეს ტაძარში ღვთისმსახურება მონასტრის დაარსების შემდეგ?


-ადგილობრივებს ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმართ განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული გააჩნიათ. განსაცდელის ჟამს აუცილებლად ამოვლენ ტაძარში, დაანთებენ სანთელს და მიდიან დიდი ნუგეშით, რადგან სწამთ, რომ დედა ღვთისმშობლი აუცილებლად დაეხმარებათ. უძველესი ტაძრის აღდგენის შემდეგ ღვთისმსახურება ყოველთვის ტარდებოდა, ხოლო მონასტრის დაარსებიდან მოყოლებული - ყოველ შაბათს გვაქვს ლიტურგია, რისთვისაც მადლობელი ვართ ჩვენი მეუფე იობის. ნაშუადღევს -ოთხ საათზე გვაქვს მწუხრი, საღამოს შვიდ საათზე სერობა, ხოლო შუაღამის სამ საათზე -ცისკარი.



- დედაო, მონასტერში იკითხება ღვთისმშობლის შობის დაუჯდომელი საგალობელი. როგორ მოიძიეთ ეს ლოცვა, როდესაც იგი პრაქტიკულად არ არსებობდა?
- ღვთისმშობლის შობა ჩემთვის განსაკუთრებულ დღესასწაულს წარმოადგენს, რადგან დედა ღვთისმშობელმა ჩემს ოჯახზე დიდი მოწყალება მოიღო. როდესაც შვილიერების ბედნიერების მოლოდინი ტანჯვად მექცა - შვილი არ მეძლეოდა - დედა ღვთისმშობელმა თავის დაბადების დღეს, 21 სექტემბერს მაჩუქა ერთადერთი შვილი - მამა ევლოგი, რომელიც დღეს რუის-ურბნისის ეპარქიაში - მზოვრეთის მამათა მონასტერში მოღვაწეობს და სქემიღუმენია. წლების მანძილზე ვეძებდი ღვთისმშობლის დაუჯდომელს, მაგრამ ამაოდ. ძალიან გულით მინდოდა რომ შედგენილიყო დაუჯდომელი, ვინაიდან მონასტერი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ყოველდღე ვკითხულობდით ღვთისმშობლის პარაკლისს, მაგრამ დაუჯდომელი არ გვქონდა. ოთხი წლის მანძილზე ვცდილობდი დაუჯდომლის დაწერას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, თუმცა გულით ძალიან მინდოდა. გავიდა დრო. ერთ საღამოს სენაკში ჩამოვიტანე მსახურების წიგნები და დავიწყე გადაფურცვლა. ირგვლივ ყველა წიგნი შემოვიწყვე და ახლიდან დავიწყე მაქსიმე აღმსარებლის "ღვთისმშობლის ცხოვრების" კითხვა. ეხლაც არ ვიცი, როგორ შევადგინე -ღვთის მადლითა და შეწევნით ყველა მსახურებით ვიხელმძღვანელე, ხოლო ღვთისმშობლის ცხოვრება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ძირითადად ამაზეა დაფუძნებული დაუჯდომელი. ეს ღვთისნება იყო და თავად დედა ღვთისმშობელი მეხმარებოდა, თორემ საკუთარი ძალისხმევით ამას როგორ შევძლებდი. 

მონასტრის ყოველდღიურობა განუწყვეტელ ლოცვასა და შრომაში გადის, რომელსაც იღუმენია მატრონა უძღვება. შუაღამის 3 საათზე, როცა ერისკაცს ჯერ კიდევ სძინავს, დედები ცისკრის ლოცვაზე იკრიბებიან, დღის 12 საათზე აღესრულება ღვთისმშობლის შობისა და მართალი მარიამის პარაკლისი. ნაშუადღევის 4 საათზე მწუხრი, საღამოს 7 საათზე – სერობა. მონასტერში ყოველდღიურად კითხულობენ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტიელის დაუჯდომელს, რომლის ფაჩუჩიც მართალი მარიამის ტაძარშია დაბრძანებული, ორშაბათობით კი ღვთისმშობლის შობის პარაკლისს მოჰყვება ღვთისმშობლის შობის დაუჯდომელი. ორშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება "ღვთისმშობლის ხატის" მსწრაფლშემსმენლის დაუჯდომელი, ხუთშაბათობით წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელიც იკითხება – წმინდა ნიკოლოზის ხატთან. კვირას დედები იესო ტკბილის დაუჯდომელს კითხულობენ. 
მონასტრის კრებული სულ ათი წევრისაგან შედგება.მონასტრის კრებული სულ ათი წევრისაგან შედგება.

სამი - სქემმონაზონია
სამი - მონაზონი
სამი - მორჩილი
ერთი — სამორჩილე

დედების მიერ სიყვარულით და შრომით გავლებული თითოეული ბილიკი, თითოეული კუთხე რწმენის, სიყვარულისა და იმედის თავშესაფარია, რომელიც მართლაც უზენაესი შემოქმედის მიერ დახატულ წმინდა კუთხეს ჰგავს.
დედა მატრონას სიმდაბლით წარმოთქმული გულწრფელი...სიტყვები: "ჩემი მოძღვრის ლოცვითი შეწევნა და ღვთის დიდი წყალობა რომ არა, მე ვერაფერს გავაკეთებდი. მე მხოლოდ შემსრულებელი ვარ," ყოველგვარ მიწიერ საქმესა და ძალზე აღმატებულია...












წმინდა ნინო



ტაძრის ეზო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოსებ ხუცესის (+1763 წელი) შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat