წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი - გვერდი 2
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი - გვერდი 2
გერასიმე თბილისისა და პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში

1837 წელს მამამ გერასიმე თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. მასთან ერთად სწავლობდნენ მისი უფროსი ძმებიც. რადგან ქიქოძეების ოჯახში დიასახლისი არ იყო, უფროსმა ვაჟმა ივანემ მალე ცოლი შეირთო. მაგრამ ცოლშვილიანმა ივანემ სწავლას მაინც არ მიანება თავი. ძმები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ არ ეხსენებინათ ივანეს ცოლიანობა.

1838 წლიდან გერასიმე უკვე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა; იმ დროს სემინარიაში სიტყვიერებას ასწავლიდა პროფესორი. გ. კანევსკი. პროფესორმა შვილივით შეიყვარა გერასიმე და რაკი მამას მისი თბილისში სწავლის გაგრძელებისათვის მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა, 1841 წელს, როცა კანევსკი სამუშაოდ ფსკოვში გადაიყვანეს, გერასიმეც თან წაიყვანა.

1843 წელს, როგორც ჩანს, ისევ კეთილ ადამიანთა ხელშეწყობითა და მზრუნველობით, გერასიმე ფსკოვის სემინარიიდან პეტერბურგის სემინარიაში გადავიდა, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1849 წელს დაასრულა.

პეტერბურგის კლიმატს გერასიმეს ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა არ მოუხდენია. ასე იყო თუ ისე, იგი ბედს არ ემდუროდა და თავს კარგადაც გრძნობდა. "აქ ჩემს თავს დიდად ბედნიერად ვგრძნობდი, - იგონებს ეპისკოპოსი, - ერთი იმიტომ, რომ შემეძლო, გამეგრძო სწავლა და მეორეც იმიტომ, რომ შემეძლო გამეგრძო სულიერი კავშირი და ჭეშმარიტი მეგობრობა ამხანაგებთან, რომელთა შორის ბევრი ეხლაც დღეგრძელ არიან და იღწვიან თავიანთი სამშობლოს კეთილდღეობისათვის... ეხლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ დროს, როცა სასულიერო სემინარიის სტუდენტთა ამხანაგობა ერთად მოგროვდებოდა და ნამდვილი ყმაწვილური გატაცებით დაიწყებდნენ იმ ოცნებას, თუ რა ყმაწვილურის
თავგანწირვით შევებრძოლებით ქვეყნის ყოველ ჭირსა და ვარამსო. ზოგნი სასწავლებლის დასრულებამდეც კი ფიქრობდნენ წასულიყვნენ მისიონერებად, თორემ აკადემიის დასრულების შემდეგ ხომ გადაწყვეტილი ჰქონდათ გაფანტულიყვნენ თვალუწვდენელ ჩინეთის იმპერიაში და ქადაგებით დაეხსნათ მისი ოთხასი მილიონი მცხოვრები საშინელის უმეცრებისგან; აზრათა ჰქონდათ, მოესპოთ იქ მოწამვლა ერისა თრიაქით, რომელიც ბლომად მიჰქონდათ იქ სხვადასხვა განათლებულ ზღვით-მოგზაურ გაიძვერა ვაჭრებს და ავრცელებდნენ მცხოვრებლებში, რათა გაებრუებინათ ჩინელნი და უკეთ ესარგებლათ იმათის სიმდიდრით."

სატახტო ქალაქში გერასიმე დაუახლოვდა მიხეილ ბატონიშვილს (გიორგი XII-ის ძეს), რომელიც ფრიად განათლებული და ღვთისმოშიში ადამიანი გახლდათ. "ის იყო კაცი დიდად განვითარებული, გონიერი და განათლებული, - ამბობს გაბრიელი მიხეილ ბატონიშვილზე, - და ამასთანავე მეტად უბრალო, თავმდაბალი, ყველასათვის ადვილად გასაცნობი. თუმცა ქონება-შეძლებით სრულიად უზრუნველი იყო, მაინც თავისი თავისათვის ძლიერ ცოტას ხარჯავდა, რადგანაც ხედავდა ბევრ გაჭირვებულს და ყველას შემწეობას აძლევდა. ძლიერ ბევრს კითხულობდა და ამას გარდა, უყვარდა საფილოსოფიო სჯა და ბაასი. ამ მეცნიერი ბატონიშვილის ნათელმა მსჯელობამ მეც უფრო ნათლად და გარკვევით შემაგნებინა ეს საგანი და წამახალისა შემესწავლა რიგიანად და შეგნებით და არა ისე უაზროდ, უსულოდ და მშრალად, როგორც გვასწავლიდა ჩვენი აკადემიის მაშინდელი პროფესორი ნემეცი..."

დაოჯახება და მღვდლად კურთხევა

1849 წელს გერასიმე ქიქოძემ წარმატებით დაასრულა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით.

იმავე წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა იმპერატორის მთავარი შტაბის ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე - მარიაზე.
18 ნოემბერს კი უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორმა ნ. პროტასოვმა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (1844-1858 წწ.) ახალგაზრდა ქართველი მაგისტრის თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ აცნობა. 1850 წლის თებერვალში გერასიმე ქიქოძე მეუღლესთან ერთად თბილისში დაბრუნდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ხუთწლიანი ინსპექტორობის პერიოდში მან თავისი განათლებით, ჰუმანიზმით, კეთილშობილებით, პედაგოგიური და ორგანიზატორული ნიჭით დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა სემინარიაში და სასულიერო მთავრობის ყურადღებაც დაიმსახურა.

გერასიმე ქიქოძის ცხოვრება ბედნიერებით იყო სავსე. ცხოვრობდა თავის სამშობლოში, ჰქონდა სასურველი სამსახური, ჯილდოს ჯილდოზე იღებდა პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, მის ბედნიერებას კი აგვირგვინებდა შესანიშნავი მეუღლე და ხუთი შვილი. გარდა იმისა, რომ ინსპექტორი იყო, სემინარიაში გერასიმე ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას, 1854 წლიდან მან უარი თქვა ინსპექტორობაზე და მხოლოდ ამ ორი საგნის მასწავლებლობა შეინარჩუნა. მალე ის "თბილისის კეთილშობილთა ქალთა ინსტიტუტში" რელიგიის მასწავლებლად დანიშნეს. მაგრამ გერასიმეს სურვილი მღვდელობა იყო..

1854 წლის 7 გიორგობისთვეს სიონის ტაძარში გერასიმე დიაკვნად აკურთხეს, 8 გიორგობისთვეს კი მღვდლად.

გერასიმე ქიქოძე განთავისუფლდა თუ არა ადმინისტრაციული ფუნქციებისაგან, მთლიანად პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობას მიეცა. ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა ცნობილ ნაშრომზე "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები".

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.10.2022
ზემოთ ხსენებული სიწმინდეები ინახებოდა მალტაში, წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის კათოლიკური ორდენის რაინდებთან.
17.06.2022
წმინდა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებიდან ჩვენამდე მოაღწია უდაბნოს ლავრის ტერიტორიაზე არსებულმა წყარომ,
22.05.2022
უფალმა ღირს ჰყო, ღრმა სიბერემდე ეცხოვრა წმინდა ნიკოლოზს. მაგრამ მასაც დაუდგა ჟამი გარდაცვალებისა.
06.01.2022

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს.

27.01.2021
მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ "მაყვლოვნად" წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა.
04.06.2020
1. თუ VI საუკუნეში, როცა სპარსთა ძლიერება დიდია და ზარასტრუსტის მოძღვრება გაბატონებული აზიაში მცირე იყო და არა საკმაო საქართველოს ნივთიერი ძალა ქრისტეს ჯვრის მძლავრ და გააფთრებულ მტერთა ხშირის თავ-დასხმის საწინააღმდეგოდ,
21.09.2019
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, -ეს უდიდესი სიწმიდე, რომელიც თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადასცა წმიდა მოციქულ თომას,
21.09.2019
კიდობანში ინახებოდა ძვირფასი სიწმინდე-ღვთისმშობლის პერანგი, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
26.01.2019
თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კანკელის მარცხენა კუთხის კედელში ჩასვენებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი შეკრულია წმინდა ნინოს თმით და ფარჩის საფარვლით არის შემოსილი.
20.11.2018
ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
სოლომონ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტეს წინარე 980 წელს, სამეფო ტახტზე მისი ძე რობოამი ავიდა. მძიმე გადასახადებით წელში გამწყდარმა ხალხმა სთხოვა ახალ მეფეს უღლის შემსუბუქება, მაგრამ რობოამმა უარი განაცხადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat