ერთხელ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა მოინდომა, წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა. სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო და მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წელს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.
როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა, ეს ადგილი აღადგინა და მას უწოდა ბალაკლია ანუ ცხოველმყოფელი წყარო. ის კონსტანტინოპოლიდან ათ ვერსზეა და ბერძნულ ტაძრებს შორის გამორჩეულია. "ცხოველმყოფელი წყაროს" ხატის ერთ-ერთი ასლი საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმინდა სერაფიმ საროველი.