ღირსი კვიპრიანე სტოროჟევსკი (+1598-ის შემდგომ) – 02 (15) ნოემბერი
14.11.2021
ეს წმინდანი ოდესღაც ავაზაკთა მეთაური გახლდათ და ღირსმა ადრიანე ონდრუსოვსკიმ (ხსენება 26 აგვისტოს) მოაქცია.
სწორედ მის სავანეში შემონაზვნდა კვიპრიანე და ლადოგის ტბასთან, სტოროჟევსკის კონცხზე, - იქ, სადაც უწინ ავკაცობდა ხოლმე, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე სავანე დააფუძნა.
ღვაწლმრავალმა და დიდად მოწყალემ ღვთისგან სიცოცხლეშივე მიიღო სასწაულქმედების მადლი.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: კონსტანტინე იურგანოვისა და ანანია არისტოვისა, პრესვიტერთა (+1918)