თუ რაოდენ ევედრებოდა უფალს ვასილიუს ოჯახი შვილის გადარჩენას, ტელესიუჟეტიდანაც კარგად ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმინდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა წამოეღოთ და საამისოდ კუნძულ ანდროსზე მდებარე წმინდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს, არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით გაესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, ოპერაციის მსვლელობისას წმინდა მარინე ყოფილიყო მათი შვილის შემწე.
მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმინდა მარინესადმი დიდი სასოებით ოჯახი ამერიკაში გაემგზავრა.

ოპერაციაზე შესვლამდე ქალბატონი მდივანთან გაგზავნა, სადაც ამ უკანასკნელს თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა...
უცნობი ექიმი ქალბატონი არა მარტო დაესწრო, ენერგიულადაც ჩაერთო ოპერაციის მსვლელობაში და რამდენჯერმე გარდამტეხი რჩევებიც მისცა ქირურგს.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალბატონს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა... ანდრიას მშობლები მყის დაეკითხნენ, თუ რა შედეგით დასრულდა ყველაფერი, ქირურგმა კი უეცრად ჰკითხა: "თუ ასეთი ექიმი გყავდათ ბავშვისთვის ნაპოვნი, ვეღარ გამიგია, მე რაღატომ მომმართეთო".
არანაკლებ გაოცებულმა მშობლებმა უარყვეს, - არავითარი ექიმი არ გვყოლია და არც ასეთ ექიმს ვიცნობთო, მაგრამ ქირურგმა ურჩია: - ცოტა მოითმინეთ და თქვენი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვაო...

მაშინღა მიხვდნენ, ვინ შეეწია მათ შვილს, თვალები სიხარულის ცრემლით აევსოთ და გაახსენდათ, რა სიტყვებით დალოცა წმინდა მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენმა გამგზავრებამდე: "წადით ამერიკაში და დაე, წმინდა მარინე იყოს თქვენი შემწე საოპერაციოშიო..."
იმ დღიდან ოჯახმა აღთქმა დადო, კუნძულ ანდროსზე, წმინდა მარინეს მონასტერში ყოველწლიურად დასწრებოდნენ სასწაულთმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.