მეუფე შიო - ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით
მეუფე შიო - ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით
ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა.

მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ ისაუბრა. როგორც ქადაგებისას მეუფე შიომ აღნიშნა, "ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას". მეუფე შიოს თქმით, ჩვენს ეპოქაში ასეთ სასწაულებს ვერ ვახდენთ.

"ასეთი რამ უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. განსაკუთრებული სასწაულები ახლა არ ხდება უფრო იმიტომ, რომ რასაც უფალი ამბობს, ჩვენი ურწმუნოების გამო, ჩვენი თაობა, ჩვენი ეპოქის ქრისტიანები სუსტი, მცირედ მორწმუნეები ვართ. უფრო ჩვენი თავის იმედი გვაქვს. ხშირად გვესმის ასეთი გამონათქვამი, რასაც მივაღწიე, ჩემი ძალით მივაღწიე, ჩემი ხელით გავაკეთე. ადამიანი თავის თავს უფრო მიაწერს წარმატებას, თავის ცხოვრებისეულ წინსვლას და ავიწყდება, რომ ღმერთი ეხმარება მას. ჩვენ რომ გვქონდეს უფრო მეტი იმედი, მეტად ვენდობოდეთ ღმერთს, რა თქმა უნდა, ჩვენც შევძლებდით ღვთაებრივი საქმეების აღსრულებას",- განაცხადა მეუფე შიომ.

გარდა ამისა, პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას დემონის ძალაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დემონის ძალა მხოლოდ ლოცვით და მარხვით განქარება".

"დღეს ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში იმაზე, ჩვენ გვეხება თუ არა ეს სახარება პირადად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა უმთავრესია, რადგან მხოლოდ ლოცვით ხდება ჩვენი სულის განკურნება, სულის ცხონება და ლოცვა აუცილებელია. მარხვაც აუცილებელია, რომ ადამიანური ნება გამოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენ რაში გვეხება ეს სახარება, თითქოს ჩვენ ხომ არ ვართ ეშმაკეულები?! ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სრულიად ეშმაკეულები, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით, სხვადასხვაგვარი ვნებით. როდესაც ამ ვნებით ვართ შეპყრობილი, ეშმაკის გავლენაა ჩვენზე. საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა. სხვათაშორის, ეს ბავშვებსაც ეტყობათ. ბავშვობიდან ვართ ჩვენ ასეთები. სულ პატარა ბავშვიც კი ავლენს ამ ვნებებს, თუ ყურადღების ცენტრში არ არის, ისე ცუდად იქცევა, რომ მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენი დაცემული, დაზიანებული ბუნებაა. მაგრამ ბავშვი არ არის სრულიად დამონებული. ეშმაკეულს არ ვეძახით არც ბავშვს, არც დიდს, თუ არ არის ის სრულიად დამონებული დემონური ძალისგან. ბავშვი შეიძლება აღვზარდოთ, გავართოთ და ასევე აქვს ზრდასრულსაც უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას. ამიტომ მარხვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არ არის მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავება. ეს მხოლოდ პირველი საფეხურია. ეს არის თავშეკავება ფიქრებისგან, არაწმინდა გულის სიტყვებისგან, ქცევისგან, რაც უფალს ეწინააღმდეგება. ეს არის მარხვის მნიშვნელობა. ლოცვაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს. აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება და ვევედრებით მას, შეგვეწიოს ამაში, რათა გავხდეთ სასუფევლის მკვიდრნი", - ბრძანა მეუფე შიომ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.03.2025
ყველაზე ღრმა ხმა ჩვენი გულიდან მოდის - ეს არის სინდისი, ღვთის ხმა ადამიანში, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ სიკეთისკენ და გვიცავს ცუდისგან, ეს არის სიტყვის სული.
01.02.2025
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს.
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat