26 ოქტომბერს საბერძნეთში წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენება იდღესასწაულეს.
წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში კერკირიის მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა თანამედროვე ეპოქა წმინდა დიმიტრი თესალონიკელის მოწამეობრივად აღსრულების ეპოქას შეადარა: "როგორც მაშინ, ახლაც დევნილია ეკლესია ღვთისმგმობელთა მიერ, რომელთა ერთადერთი ამოცანა ჩვენი ხალხის ქრისტიანული იდენტობის შეცვლაა. წმინდა დიმიტრის სიყვარული და რწმენა შეგვახსენებს იმ გმირობას, რომელიც ჩვენ, როგორც მონათლულმა ქრისტიანებმა უნდა ჩავიდინოთ თანამედროვე ლიოსების წინააღმდეგ" (წმ. დიმიტრის ცხოვრებიდან ცნობილია ვინმე ლიოსი - მაქსიმილიანეს გოლიათი, რომელიც გლადიატორთა ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს).
დიმიტრიადისა და ალმირის მიტროპოლიტმა ეგნატემაც თავის ქადაგებაში ასევე შეადარა თანამედროვეობა პირველ ქრისტიანთა დევნის პერიოდს: "ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ეგონათ, რომ ძალადობითა და სისხლით მოიპოვედნენ გამარჯვებას. ეს მათ ემართებათ ხოლმე, ვისაც ძალადობით გამარჯვების იმედი აქვს. სინამდვილეში კი პირიქით ხდება: ის ვინც გაილაშქრებს რწმენის ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ისევე დამარცხდება, როგორც ნერონი, დიოკლეტიანე და მათი მიმდევრები მარცხდებოდნენ მთელი ისტორიის მანძილზე".
წყარო:
http://uoj.org.uaაქვე წაიკითხეთ:
"ახალ სახელმძღვანელოებში მართლმადიდებლობა ტროცკიზმს უთანაბრდება"საბერძნეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა განათლების მინისტრი მისი ქმედებების გამო რომის იმპერატორ ნერონს შეადარაელადის ეკლესია სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის წინააღმდეგია