რა წერია რელიაგიათმცოდნეობის წიგნებში, რომელიც საბერძნეთის სკოლებში ეკლესიასთან და ხალხთან შეუთანხმებლად შეაქვთ:
მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
1. მესამე კლასის მოსწავლეებს შეასწავლიან იუდეურ და მუსულმანურ დღესასწაულებს, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად არის მოთხრობილი, ვიდრე მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე.
2. სახელმძღვანელოში ლოცვა განმარტებულია, როგორც "საერთო მსოფლიო ჩვევა", არ არის მისი საღვთისმეტყველო საფუძველი.
3. თავში, რომლის სათაურია "ყველა თანასწორი, ყველა განსხვავებული", საუბარია მართლმადიდებლურ ნათლობაზე, კათოლიკეთა ნათლობასა და კონფირმაციაზე, პროტესტანტულ ნათლობაზე, იუდეველთა და მუსულმათა სრულწლოვანებაში შესვლაზე. ამ მოვლენებისადმი მიდგომა მხოლოდ ეთნოგრაფიულია და არა რელიგიური.
4. სახელგანთქმულ რელიგიურ პიროვნებებზე საუბრისას, მართლმადიდებელ წმინდანებთან ერთად ისწავლება მუჰამედის, "გაბრწყინებული მასწავლებლის - ბუდას", ელეაზარის, კონფუცის და სხათა შესახებ.
5. თავში "ვინ არის ქრისტე?", ბავშვებს ასწავლიან "სხვადასხვა მოსაზრებებს ქრისტეზე" (მათ შორის - პილატე პონტოელის, ცელსიუსის, მაჰათმა განდის).
6. უფროსკლასელთა სახელმძღვანელოში მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა განხეთქილების მიზეზად დასახელებულია არა საღვთისმეტყველო უთანხმოებები, არმედ საჭირო დიალოგის უქონლობა.
ელადის ეკლესიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ასეთი საგნის დანერგვას და აღნიშნავენ, რომ "ბავშვებს მართლმადიდებლობას შეასწავლიან არა როგორც რელიგიას, არამედ, როგორც სოციალურ ან ფილოსოფიურ მოძრაობას, თითქოსდა ის ტროცკიზმი ან ეკოლოგიური მოძრაობა იყოს."
წყარო:
http://www.romfea.gr
http://agionoros.ru