წინამძღვარმა მაშინვე არაფერი უპასუხა და მხოლოდ ის უთხრა, რომ მათი საკითხი მონასტრის კრებაზე განიხილებოდა, რომელიც 5 ივლისისთვის იყო დანიშნული. სამშაბათს, 2016 წლის 5 ივლისს ბერები: დამიანე, ლუკა, ონოფრე, ნიკოლოზი და მორჩილი დანიელი დაიბარეს მონასტრის კრებაზე. მათ ჰკითხეს, რჩებოდნენ თუ არა ისევ თავიანთ აზრზე. მათ უპასუხეს: დიახ. მაშინ არქიმანდრიტმა მეთოდემ უთხრა, რომ მათი პოზიცია გასაგები იყო და არაფრის ახსნა არ იყო საჭირო.

ძმებმა განაცხადეს, რომ მათ ბერული აღთქმა უფლის და ღვთისმშობლის წინაშე დადეს და ბერებად რჩებიან. მღვდელმონაზონმა სერაფიმემ მათ აუხსნა, რომ სწორად არ ესმით მომხდარის არსი: "პაპი ფრანცისკე საუკეთესო პაპია მის წინამორბედებთან შედარებით, იგი უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს, მოინანიებს და კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად იქნებიან". სერბმა ძმებმა ვერ მოითმინეს მამა სერაფიმეს ლათინური ფილოსოფოსობა და მას იქვე უწოდეს ქრისტეს გამცემი იეზუიტი.
ძმებმა უთხრეს მამა სერაფიმეს, რომ "რომის პაპი" მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ქრისტესმიერი ძმები, რომლებთან ერთადაც ერთ მონასტერში მოღვაწეობს. მონასტრის კრებაზე კრების წევრებიდან არავინ გამოსულა ძმების დასაცავად, ყველა დაეთანხმა კრების გადაწყვეტილებას, რომ ერესის წინააღმდეგ გამოსული ბერები უნდა დაისაჯონ.
ქილანდრის ძმები - მონაზონები დამიანე, ონოფრე, ლუკა და მორჩილი დანიელი განდევნეს, ბერი ნიკოლოზი კი მონასტერში დარჩა.
წყარო: http://www.pentapostagma.gr/ და http://internetsobor.org/