ათონის ქილანდარის მონასტრიდან მართლმადიდებელი ბერები განდევნეს
ათონის ქილანდარის მონასტრიდან მართლმადიდებელი ბერები განდევნეს
კრეტის კრების დასრულების შემდეგ ათონის სერბული - ქილანდარის მონასტრის ძმობის ხუთმა წევრმა მიმართა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ მეთოდეს და მას ღიად განუცხადეს თავიანთი პოზიცია: კრეტის კრებაზე ეკუმენიზმი მიღებული იქნა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, ამის გამო ჩვენ ვერ დავესწრებით მსახურებას და ვერ ვეზიარებით იქ, სადაც მოიხსენიება ერესიარქი ბართლომე - ამ ერესის დამნერგავი.

წინამძღვარმა მაშინვე არაფერი უპასუხა და მხოლოდ ის უთხრა, რომ მათი საკითხი მონასტრის კრებაზე განიხილებოდა, რომელიც 5 ივლისისთვის იყო დანიშნული. სამშაბათს, 2016 წლის 5 ივლისს ბერები: დამიანე, ლუკა, ონოფრე, ნიკოლოზი და მორჩილი დანიელი დაიბარეს მონასტრის კრებაზე. მათ ჰკითხეს, რჩებოდნენ თუ არა ისევ თავიანთ აზრზე. მათ უპასუხეს: დიახ. მაშინ არქიმანდრიტმა მეთოდემ უთხრა, რომ მათი პოზიცია გასაგები იყო და არაფრის ახსნა არ იყო საჭირო.

KARIBCHEწინამძღვარმა სიტყვა გადასცა კრების ბერდიდს (კრების ბერდიდი ნიშნავს მონასტრის კრების წევრს) ხორვატ მღვდელმონაზონ სერაფიმეს, რომელმაც განმარტა, თუ რა სასჯელი მოყვება მათ მიერ არჩეულ გზას: კვირამდე - 10 ივლისამდე, მათ უნდა დატოვონ ქილანდარის მონასტერი, მათ ეკრძალებათ ქილანდარის მიწაზე ან კარეესში (წმინდა მთის დედაქალაქში) რომელიმე სენაკში ცხოვრება; მათ ჩამოერთმევათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ბერძნული საბუთები (ათონზე დასახლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წმინდა მთის კანონების შესაბამისად ენიჭებათ საბერძნეთის მოქალაქეობა და ეძლევათ შესაბამისი საბუთები); მათ სახელებს ამოიღებენ ბერთა წიგნიდან (წიგნი, რომელშიც იქწერება ყველა იმ ბერის სახელი, რომელმაც ათონზე დადო ბერული აღთქმა) და ისინი ჩაითვლებიან განკვეთილებად, საერო პირებად.

ძმებმა განაცხადეს, რომ მათ ბერული აღთქმა უფლის და ღვთისმშობლის წინაშე დადეს და ბერებად რჩებიან. მღვდელმონაზონმა სერაფიმემ მათ აუხსნა, რომ სწორად არ ესმით მომხდარის არსი: "პაპი ფრანცისკე საუკეთესო პაპია მის წინამორბედებთან შედარებით, იგი უარყოფს პაპის უცდომელობის პრიმატს, მოინანიებს და კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად იქნებიან". სერბმა ძმებმა ვერ მოითმინეს მამა სერაფიმეს ლათინური ფილოსოფოსობა და მას იქვე უწოდეს ქრისტეს გამცემი იეზუიტი.

ძმებმა უთხრეს მამა სერაფიმეს, რომ "რომის პაპი" მისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი ქრისტესმიერი ძმები, რომლებთან ერთადაც ერთ მონასტერში მოღვაწეობს. მონასტრის კრებაზე კრების წევრებიდან არავინ გამოსულა ძმების დასაცავად, ყველა დაეთანხმა კრების გადაწყვეტილებას, რომ ერესის წინააღმდეგ გამოსული ბერები უნდა დაისაჯონ.

ქილანდრის ძმები - მონაზონები დამიანე, ონოფრე, ლუკა და მორჩილი დანიელი განდევნეს, ბერი ნიკოლოზი კი მონასტერში დარჩა.


წყარო:   http://www.pentapostagma.gr/ და   http://internetsobor.org/

ბეჭდვაელფოსტა
11.09. 2019
ემზარი
გამოსადგებები ყოფილან! ჩვენი ეკლესიიდანაც რომ გაყრიდნენ უღირს მღვდელ მონაზონებს გვეშველებოდა სულიერად!
10.05. 2019
manana
უმეტესობა აზრზე არაა რა ხდება და იმეორებს დაზეპირებულ სიტყვებს. არადა გონების განძრევა და განათლება ყველგან და ყველაფერშია საჭირო სანამ დაგმობ ვინმეს უნდა იცოდე რაშია საქმე და ელემენტარულად იცოდე რა წერია სჯულის კანონში.ვარხივალალედ სიტყვების რახარუხი და გაუაზრებელი დამოძღვრა არც თქვენ წაგადგებათ და სხვასაც შეაცდენთ ვინც არ იცის.დიდი სჯულის კანონში წერია: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.“ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს მეორე მუდმივად შედის სალოცავად, როგორც კათოლიკურ მწვალებლურ ტაძრებში, ასევე_ კონსტანტინეპოლის იურისდიქციის თავის ტაძრებში პაპისტ მწვალებლებს სისტემატიურად იღებს სალოცავად, ამდენად მოციქულთა 65 კანონისა და მოციქულთა 45 კანონის ძალით_ განკვეთითა და შეჩვენებით არის მსჯავრდებული.მართლმადიდებელი ბერები სწორად მოიქცნენ და რაც შეეხება შეგუებას და გაჩუმებას, გააჩნია რაზე უნდა გაჩუმდე და შეეგუო. ამ შემთხვევაში არ შეიძლება მორჩილება, რადგან ამით გადაუხვევ მართლმადიდებლურ მოძღვრებას და ხდები ეკუმენიზმის თანამონაწილე. შეგუება რომელზეც ზემოთხსენებული ქალბატონი ლაპარაკობს ეს შემთხვევა შეიძლება მოითმინო დროებით თუ გამოსავალი არ გაქვს და შენი მამაო არაკეთილსინდისიერია, მაგრამ შენ არ გაქვს საშუალება სხვასთან წახვიდე... ამ შემთხვევაში მისი ხელიდან მიღებული წმინდა ზიარებს მაინც დარჩება წმინდა ზიარებად და მას ღმერთი მიაგებს საკადრისს. ხოლო ათონის ბერების შემთხვევაში ლაპარაკია ეკუმენისტურ,მწვალებლურ ცდომილებაზე და მათთან შეგუებაზე რაც ყოვლად დაუშვებელია მართლმადიდებლობისათვის.
12.10. 2018
ჯულიეტა კარკაძე
ჩვენ უბრალონი რომელთაც ერში გვიცხოვრია და ვცხოვრობთ,ჩვენს მომავალს უნნდა ვასწავლოთ ერში ცხოვრება წმინდად,მართალი ქრისტიანების მიბაძვით ვინაც აღთქმა დადო ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე და შეუდგა ბერულ თუ ეკლესიურ ცხოვრებას, ეს ყველაზე დიდი ჯვარია ცხივრების გზაზე და უფლისგან მოწოდება, და თუკი ვინმე თავად უარყოფს ,თავიანთ სიტყვას და განეშორებიან ღმერთს,ნამდვილად პირველ რიგში განკვეთილი უნდა იყვნენ იმ სამყოფელიდან სადაც შევიდნენ, და მოეხსნათ ის ჯვარი რასაც შეუდგნენ...და გაყვნენ იმას რა გზაც აირჩიეს,ამის შემდეგ იქნება განკითხული ღვთისგან...ერში კი არ უნდა რჩებოდეს,ისე როგორც ფარისეველი შემოსილი ცხვრის ქურქში საშიში მგელი რომელსაც ჭეშმარიტების გზაზე მდგარი ადამიანების დაბრკოლება განუზრახავთ... სამწუხაროა ასეთი დაცემა...უფალმა გაუხსნათ ქრისტეს მებრძოლებს გონება,მისგან განდგომილთ, და დროზე მიხვდნენ თავიანთ ცოდვას,ვიდრე აცთუნებენ უნებლიეთ კიდევ მრავალს.რამეთუ კარს მომდგარ ბოლო ჟამს გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ და მართალი ქრისტიანები გვესაჭიროება არათუ ცრუ ბნელეთის გზააბნეული ვაი ქრისტიანები,ამიტომ ჩვენ უბრალონმან,ჩვენი უფრო შედარებით მსუბუქი ჯვარის სატარებლად,უნდა ვიფხიზლოთ ყველამ და მოვრწყოთ სული და გული ჩვენი ასიათასჯერ უფრო მეტად, ჭეშმატუტებით,რომ ,გავკეთილშობილდეთ,ვისმინოთ ეკლესიაში სახარება, განვამტკიცოთ ოჯახი ჯვრისწერით,ვატაროთ ბავშვები,ხშირად ეკლესუაში და ვეზიაროთ,ვილოცოთ,ყიველდღიურად ვთქვათ, შვიდგზის ლოცვები სახლებში,დილით ვსვათ ნაკურთხი წყალი და მოწყალე ღმერთი აგვიხელს თვალსა და გაგვიხსნის გონებას,რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან.უფალო შეგვიწყალენ.
24.02. 2017
https://didgori.wordpress.com/2008/10/01/didi-sjuliskanoni-amxels/
David ამ ბერებმა სამართლიანად მოიქცნენ რჯულიდან და წმ კანობებიდან გამომდინარე ანათემას გადასცეს ერეტიკოსებთან მლოცველი პატრიარქი და ასევე ამ პატრიარქს დამორჩილებული იერარქები .ამ საქციელით ბერებმა არ თუ ქრისტეს ეპისკოპოსები განიკითხეს არამედ ცრუ პატრიარქი და ასევე სხვა ცრუ მღვდლები . თუ გახსოვთ არის ასეთი კანონო ორგზის მე -15 კანონი .ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.
10.09. 2016
David10
რაც არ უნდა იყოს,იერარქია იმისთვის არსებობს,რომ მას დაემორჩილო.მსოფლიო პატრიარქი თუ მწვალებელია მას ღმერთი განიკითხავს.ეს ძმები კი, რომლებმაც პატრიარქი ასე მოიხსენიეს თვითონ ჩავარდნენ განკითხვის ცოდვაში.რა მოხდებოდა რომ დარჩენილიყვნენ?არც არაფერი.დემო(ნ)კრატიამ ასწავლა ამ ხალხს მათზე უფრო მაღლა მდგომთა განკითხვა,ჩამოგდება.ვინ ეკითხება ბერს რას გააკეთებს პატრიარქი.იცი რა მიზანი აქვს,ან განზრახვა იცი მისი თუ რა?მასე საქართველოშიც არ უყვარს ბევრ მოძღვარს პატრიაქი,მაგრამ ცუდი პატრიარქია?ჯერ ხმას ვერ იღებენ უბრალოდ,უმცირესობაში არიან და იმიტომ.თქვენ იცით აღმაშენებელმა რა უქნა ბერებს?ცუდი მეფე იყო?
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat