"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
გავიხსენოთ, რამდენად ხშირად ყოფილა, რომ ღონემიხდილები იმისათვის შევჩერებულვართ , რათა ჩვენს მიმართ უფლის ნებასა და ჩვენს შესახებ მის პირველ და ბოლო აზრს ჩავწვდომოდით. ადვილად ვერ ველევით "ჩვენს მიწიერ გზას" და ძალიან გვიჭირს "მის ღვთაებრივ გზაზე" გადასვლა. როგორც კი ოდნავ მოგვიახლოვდება მომენტი, როდესაც გვგონია, რომ დავიწყეთ რაღაცის შეცნობა, მაშინვე ვიწყებთ იმის დანახვას, რომ ის ჩვენგან განუზომლად შორს იმყოფება. ამ დროს ჩვენი სამშვინველის მთელი ძალები უკიდურესობამდე იძაბება და ჩვენი სული უძლურდება; საშინელი შეგრძნება გვეუფლება, როდესაც გავიაზრებთ ღვთის შემეცნებისაკენ მიმავალ გზაზე რა უძირო უფსკრული დევს ჩვენს წინაშე; ამ დროს დახმარებას ღვთის სიტყვაში ვეძებთ, მერე რა? კვლავ ძირს ვეცემი და ახლა უკვე ისე, რომ: "კიდევ ერთხელ იძვრის არა მხოლოდ მიწა, არამედ ზეცაც"... რატომ? იმისათვის, რათა "შეძრული, როგორც ქმნილი ისე შეიცვლოს, რომ უცვლელად ეგოს როგორც შეუძვრელი" (შეად. ებრ. 12: 6-27).

"უფალო, მე უძლური ვარ. შენ ეს იცი. შენკენ მომავალ გზას მე შიშით ვეძებ. ნუ შემიძულებ; ჩემს დაცემაში ნუ გამშორდები; მოუახლოვდი ჩემს მოწყურებულ არარაობას. ჩასახლდი ჩემს სულში და ყველაფერი, რასაც შენ ქადაგებ, აღასრულე; ჰქმენ ჩემგან შენი მარადიული და დაუცხრომელი სიყვარული".

ღვთაებრივი ცხოვრების არსი ჩვენთვის შეუცნობელია. სწორედ ამის გამოა, რომ ღვთაებრივი საიდუმლოებების შესახებ ხშირად გვიხდება საუბარი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფალი ჩვენგან თავისი მარადიული ცხოვრების რომელიმე მხარეებს მალავს. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ, როგორც "არაფრისაგან" ქმნილებმა, როგორც მხოლოდ "პოტენციებმა", ჯერ მომწიფებისა და ჭეშმარიტებაში დამკვიდრების პროცესი უნდა გავიაროთ და საიდუმლოებებს, ამ გზაზე თანმიმდევრულად უნდა ვეზიაროთ. გზა ასეთია: ყველაფერი რაც მისგან გვებოძა წმინდა წყალობაა. ამ ქვეყნად გაჩენამდე ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გაგვაჩნდა და თავად მყოფობაც ჩვენ მისი ხელიდან მოგვემადლა. მომადლებულის ათვისება მთელი ჩვენი არსების დაძაბულ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაშია, შეძლებს უფალი ჩვენთვის ბოძებული - ჩვენ მიერ მოპოვებულად ჩაგვითვალოს, მისგან გამომავალი ცხოვრება სრულად და მარადიულად ჩვენი საკუთრება გახადოს და მისი ცხოვრება ჩვენად აქციოს.

ამგვარად, უსაწყისო აბსოლუტი - ღმერთი, ჩვენთვის პერსონალურ მყოფობად ვლინდება. და ჩვენ პოტენციურ პერსონებად გარდავიქმნებით. ჩვენთვის, ქმნილი პერსონებისათვის, ღმერთის შემეცნება ორმხრივი - ღვთის მიერ გაცემისა და ჩვენ მიერ მიღების აქტია. ამგვარი შემეცნების პროცესი ყოველთვის პერსონალური და არაობიექტური ხასიათის მატარებელია. ჩვენ ღვთის ხატი ვართ, ჩვენს პიროვნებაში მუდმივად მოქმედებს გადაულახავი სურვილი უფრო ღრმად ჩავწვდეთ ღვთაებრივი თვითარსის მარადიულ მყოფობას.

ადამიანის შექმნის შემდეგ უფალი უკვე მარტო აღარ მოქმედებს, მისი საქმეები ყოველთვის მისსავე ქმნილებასთანაა შეთანხმებული. ჩვენი ქმედება, როგორც პროცესი ორი ნების: შემოქმედისა და ქმნილების; ორი პერსონის: ღმერთისა და ადამიანის შეთანხმების შედეგად აღესრულება. ცოცხალი ღმერთის შესახებ ცოდნა მაშინ გვეძლევა, როდესაც ჩვენ მასთან, მისსავ მყოფობაში ვერთიანდებით. ასეთი "ერთობის" აქტი მხოლოდ ურთიერთსიყვარულის შედეგი შეიძლება იყო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იხსნება ჩვენი გული და მთელი ჩვენი არსება. თუ ჩვენ უფალს მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ნაწილს მივანდობთ, მაშინ არ უნდა ველოდოთ, რომ მას, დაუსაბამოს, ჩვენი გული სრულად გახსნილად შესწვდება და მის მარადიულობას ეზიარება. უფალი გამოუთქმელად კეთილია, მაგრამ ის ანგარიშს უწევს ჩვენს ერთგულებას; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ის ჩვენ იმდენად გვეძლევა, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავისუფალი ნებით მივიღოთ იგი.

ღმერთი ისე შეიძლება შეერწყას ადამიანს, რომ ეს უკანასკნელი უფალთან არა მხოლოდ როგორც შემეცნების "ობიექტთან" თანაარსებობდეს, არამედ ღმერთის ცხოვრებით ისევე ცხოვრობდეს, როგორც თავისი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს. შემეცნების მეცნიერული, მაობიექტივებელი მეთოდი მასთან მიმართებაში არ გამოდგება. ღმერთის ჩვენთან შეერთების პროცესში - ისიც და ჩვენც - უეჭველად სიყვარულით გაერთიანებულ პერსონებად ვრჩებით. ის ამბობს საკუთარი პიროვნების შესახებ: "მე ვცხოვრობ"; საკუთარ პიროვნებას უწოდებს "მე ვარ, რომელიც ვარ" და ამ ცხოვრებას ჩვენ გვიზიარებს; ისე, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი შეგრძნების შესაბამისად განვაცხადოთ "მე ვარ". ის თვითარსია, ჩვენ კი ჩვენი მყოფობა მისგან მოგვეპოვება. რამდენადაც ჩვენ ვართ მასში, ჩვენ იმდენად ვიმყოფებით სიკვდილის მიღმა, ანუ ჩვენ იმდენად ვართ მარადიული არსებები.

მისი სახელია "მე ვარ ანი და ჰაე", "დასაბამი და დასასრული" (გამოცხ. 1: 8); "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი" (გამოცხ. 1:11). ის (უფალი) არის პირველადი პრინციპი ყოველი არსისა და საკუთრივ მისი პიროვნებისა. მანამდე, სანამ მისი ხელი ჩვენ შეგვეხება; მანამდე, სანამ მისი მარადმყოფელი ენერგია ჩვენს გულში გაივლის, ჩვენი გული, ჩვენი გონება, ჩვენი სხეული ტყუილად შეეცდება გაეცნოს მის ბუნებას. ჩვენ, ქმნილებებს, არა თუ ღმერთი, ისიც კი არ გაგვეგება, როგორა მყოფობს თუნდაც ქმნილება. ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტს ვადასტურებთ, უფრო შორს წასვლა არ შეგვიძლია. ასეთი ცოდნა ყველაზე უწინ სინას მთაზე მოსეს "მე ვარ ანი და ჰაეს" სახით მიეცა, მაგრამ შეუდარებლად დიდია მთელს სამყაროში და ჩვენს სხეულში ღმერთის გამოვლინება. უფალმა ჩვენ მოგვმადლა და ჩვენ ვიცით რომ არსებობს მისი პერსონა და ისიც ვიცით, რომ რწმენიდან რწმენაში მისკენ, მის მყოფობაში, მასთან შესახვედრად სულიწმიდით მივემართებით.

ნათლის გამობრწყინებით ადამიანს საშუალება ეძლევა ღმერთის ქმედებას თვალი გაადევნოს; ამ შემეცნებით პროცესში ერთდროულად სამშვინველი, გონება და სხეული მონაწილეობს. ჩვენ არ შეგვიძლია მთელი სისრულით შევიმეცნოთ ბოძებული ცოდნა; მაგრამ ეს ფაქტი ჩვენში ღმერთთან უფრო მეტად დაახლოვების სურვილს, მისდამი სიყვარულსა და ცხოველ ინტერესს აძლიერებს. ღმერთისადმი ამ წუხილში არის გარკვეული მომხიბვლელობა და იგი ტკივილთან ერთად სიხარულსაც ბადებს. ხედავს ჩვენი სული ღვთაებრივი მამის სიშორეს, წუხს და ლოცვა უწყვეტ სწრაფ ნაკადად გადაიქცევა; ლოცვაში გამოცდილება მრავალმხრივ სახეს იძენს; დღეცა და ღამეც ზრუნვისა და ღმერთისკენ მიმავალი გზის შემოქმედებითი ძიების პროცესის სახეს ღებულობს.

ის წმინდა სიყვარული, რომლის სუნთქვაც შეიძლება შემოგვეგებოს გვწამს, რომ ღვთაებრივი წარმომავლობისაა, მაგრამ ეს რწმენა მხოლოდ ჩვენი შინაგანი სუბიექტური შეგრძნებებიდან გამომდინარეობს. ნათელში გამოვლენილ ამ საოცარი სიყვარულის ყოვლისმომცველი, უსაზღვრო ძალის მიუხედავად, არა მხოლოდ არასწორი, არამედ საშიშიც კი იქნებოდა შეფასებასა და მის ამოცნობაში მარტო საკუთარ პიროვნებას მივნდობოდით. წმინდა წერილიდან ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მართლადმყოფ ელისაბედთან მიიჩქაროდა, რათა თავისი გამოცხადების ნამდვილობაში, რომ მას ძე უნდა ეშვა, დარწმუნებულიყო და რომ "ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისაი. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ" (ლუკ. 1: 32-33). მეორე მაგალითად მოვიშველიებთ პავლეს, რომელიც "მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (2 კორ. 12: 4). ანდა, როგორც მოციქული ბრძანებს: "ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაითა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ხორცთა და სისხლთა" (გალ. 1: 15-16). მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ორჯერ იყო იერუსალიმში იმისათვის, რომ პეტრესა და სხვების წინაშე წარმდგარიყო და მათგან დასტური მიეღო: "ხოლო აღვედ გამოცხადებით და ვაუწყე მათ სახარებაი იგი, რომელსა ვქადაგებდ წარმართთა შორის, ხოლო, თვისაგან მათ, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, ნუუკუე ცუდად ვრბიოდე ანუ ვრბი" (გალ. 2: 2). და არ უჩანს ბოლო ისეთ მაგალითებს ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, რომლის მიხედვითაც გამოცხადება აუცილებლად სხვების, გამოცდილებისა და უხუცესების მიერ უნდა შემოწმდეს. და ჩვენც ამ ტრადიციებს მივყვებით.

ჩვენი არსებობის საფუძველშივე დევს "არაფრისგან" ქმნილი არსების ნიშანი, რაც არ გვაძლევს საშუალებას გაგვაჩნდეს შესაძლებლობა, აბსოლუტურ თვითმყოფ უფალს რაიმე ინდივიდუალური თვითმიკვლეული წესით ვემსახუროთ. ამასთან, ჩვენი თანმდევია "ადამის ცოდვა", რაც თვითგანღმრთობის მიდრეკილებაში გამოიხატება. თავისუფალი თვითგამოკვლევის გამოცდილება, რა თქმა უნდა, იმაზე მიგვითითებს, რომ ჩვენ აბსოლუტური არსებები ვართ და ამიტომ ძალიან ადვილად შეიძლება დაგვავიწყდეს ჩვენი ქმნილობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ, "აბსოლუტურ ღვთის ხატად" ვართ შექმნილები, თუმცა ჩვენი "აბსოლუტურობა" მხოლოდ პირველაბსოლუტის ანარეკლია. ჩვენთვის ამ პუნქტში აბერაცია (გადახრა, ცდომილება) შესაძლებელია, როგორც ინტელექტუალური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ შეიძლება მოვწყდეთ ჭეშმარიტ არსობრივ რეალობას და ჩვენივე "წარმოსახვის" მსხვერპლად გადავიქცეთ. ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ღვთის ხატად ყოფნა არა ინდივიდუალურობიდან, არამედ საყოველთაო ეკლესიური "საკრებულო" რეალობიდან მომდინარეობს. ჩვენ მოწოდებული ვართ საკუთარ პიროვნებაში, როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი მყოფობა დავიტიოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ "იქ", იმ ღვთაებრივ მდგომარეობაში არ ვიმყოფებით. ამრიგად, როგორ წინასწარმეტყველურ ნიჭებსაც არ უნდა ვფლობდეთ, ყოველი ჩვენგანისათვის სრულიად აუცილებელია, სხვათა მოწმობით დავრწმუნდეთ, რომ წმინდა სამების ერთობის ხატად - ჩვენც ეკლესიური ერთობის წევრები ვართ. ცხადია, ჩვენ ვეძებთ ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა მოძიებაც მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი. ეკლესიის საუკუნეობრივი გამოცდილება შეუდარებლად დიდია ნებისმიერ ინდივიდუალურ გამოცდილებაზე. შორეულ წარსულში პიროვნულად ასეთი კომპეტენტური მასწავლებლები წმინდა მოციქულები იყვნენ, წერილობითი სახით და უშუალოდ ღმერთისგან მიღებული სწავლებანი სწორედ მათ დაგვიტოვეს. მათ შემდეგ იყვნენ წმინდა მამათა (მასწავლებელთა და ასკეტთა) გუნდები, რომლებმაც თაობიდან თაობას, უწინარეს ყოვლისა, "თავად ცხოვრების არსი" გადასცეს, რასაც საკმაოდ ხშირად, საკუთარ ნაწარმოებებში, პიროვნული გამოცდილებით ამდიდრებდნენ. ჩვენ გვწამს, რომ ეკლესიური ცხოვრების ყოველ ცალკეულ ისტორიულ მომენტს ცოცხალი შემსწრე ამოწმებს; რომ ქვეყნის აღსასრულამდე კაცობრიობაში არც ღვთისმხილველი და ღვთივგამომეტყველი არ დაილევა.

ჩვენი ინდივიდუალური გამოცდილება მხოლოდ ავტორიტეტულ მტკიცებულებას შეიძლება მივანდოთ და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზომიერებას დავიცავთ. ღმერთისკენ მიმავალ ჩვენი სული თავის ქმედებაში არ უნდა შეჩერდეს; და ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პიროვნების თვითდაჯერებული იზოლაცია, ჭეშმარიტების წინაშე დიდი შეცოდების წარმოქმნის საშიშროებას შექმნის.

"მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი" (შეად. იოან. თავ. 14, 15, 16).

"ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იოან. 16: 13) - ჯვარცმის წინ, - ასე ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
16.01.2014
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი 14. მორჩილება
(გაგრძელება)
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat