წმინდა მართალი ნიკოდიმოსი, ქრისტეს ფარული მოწაფე (+ 50 წლამდე) – 02 (15) აგვისტო
წმინდა მართალი ნიკოდიმოსი, ქრისტეს ფარული მოწაფე (+ 50 წლამდე) – 02 (15) აგვისტო
ხსენება მენელსაცხებლე დედების კვირიაკეს, 2 აგვისტოს - პოვნა მისი წმინდა ნაწილებისა და მათი გადმოსვენება გამლიდან იერუსალიმში დაახლოებით 415 წელს.

წმინდა ნიკოდიმოსი თავიდან იყო ფარისეველი, სინედრიონის წევრი, იგი ქრისტეს ფარული მოწაფე გახდა. მისი საუბარი უფალთან აღწერილია იოანე მახარებელთან (იოან. 3, 1-21). ნიკოდიმოსი ღიად აღუდგა წინ მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს, როდესაც მათ მსახურები გაგზავნეს იესო ქრისტეს შესაპყრობად და უკმაყოფილონი იყვნენ, რომ მათ არ მოიყვანეს იგი მათთან (იოან. 7, 32, 45-53). მაცხოვრის ვნებისა და ჯვარცმის შემდეგ ნიკოდიმოსმა უკანასკნელი პატივი მიაგო მის სხეულს, იოსებ არიმათიელს ეხმარებოდა ჯვრიდან მის ჩამოხსნასა და დაკრძალვაში (იოან. 19, 38-42). მოგვიანებით, გადმოცემის თანახმად, მან ნათელ იღო მოციქულებისგან. იუდეველებმა განდევნეს იგი სინედრიონიდან და იერუსალიმიდან, და ის ცხოვრობდა გამალიელის, თავისი ნათესავის, აგარაკში, სადაც გარდაიცვალა.

დაახლოებით 415 წელს გამალიელი სიზმარში გამოეცხადა პრესვიტერ ლუკიანეს და უბრძანა გამოეთხარა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს ნეშტი, რომელიც მან დაკრძალა თავის საოჯახო ნაკვეთზე სოფელ გამლაში (კაფარგამალა) მართალი ნიკოდიმოსის, იესო ქრისტეს ფარული მოწაფის, და თავისი ვაჟის აბიბის ნეშტთან ერთად. მალე გამალიელის მიერ მითითებულ ადგილას აღმოაჩინეს სტეფანეს, ნიკოდიმოსის, აბიბისა და მათთან დაკრძალული თვით გამალიელის წმინდა ნაწილები და გადაასვენეს გამლიდან იერუსალიმში.

ბეჭდვა
1კ1