ღირსი გერვასი დაიბადა XVIII საუკუნეში, ქალკედონში, სოფელ გომატიონში. ის განუდგა სოფელს და მონაზვნად აღიკვეცა ათონზე, ყარაყალის მონასტერში.
გერვასი ცდილობდა, გულმოდგინედ აესრულებინა მონაზვნური მოვალეობა, მაგრამ სურდა უფრო მეტად ზიარებოდა ქრისტეს მხსნელ ვნებებს, ამიტომაც განმარტოებით ცხოვრება არჩია. წმინდანი მიმომწირობდა მთელ მთაწმინდაზე და საქმით ჰბაძავდა წმინდა სვიმონსა და ანდრია სალოსებს. მხოლოდ 1830 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ მიხვდნენ, თუ რამხელა მადლის ღირსი გახადა იგი უფალმა - მისი წმინდა ნაწილებიდან გასაოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა.