ასკეტურ ცხოვრებას დასაბამი იოანე ნათლისმცემელმა მისცა
ასკეტურ ცხოვრებას დასაბამი იოანე ნათლისმცემელმა მისცა
ბერმონაზვნობის დამაარსებლად ეგვიპტეში მოღვაწე ღირსი ანტონი დიდი, მისი მოწაფე წმინდა მაკარი ეგვიპტელი და პახომი დიდი ითვლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განმარტოებულ და ასკეტურ ცხოვრებას დასაბამი იოანე ნათლისმცემელმა მისცა. საგულისხმოა, რომ იგი მისივე წმინდა ცხოვრებით ხალხს მომავალი მაცხოვარი ქრიტე ეგონათ და ეკითხებოდნენ კიდეც, შენ ხომ არ ხარ მესიაო.
ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი .....შრომისთვის მზადყოფნად. მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია. წმინდა კლიმენტი, რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა მწარე და არასასიამოვნო გემოსი იყო, ხოლო მკალი წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით, უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად შემდგომწმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა.
თეა ცაგურიშვილი


ბეჭდვა
1კ1