ღირსი ვუკოლე წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო
და მის მიერვე იკურთხა სმირნის ეკლესიის (მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.
ღვთის მადლით, მწყემსმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მოძღვარი ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.
წმინდა ვუკოლის საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებს სასწაულებრივ კურნავდა.
ტროპარი
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშუიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათუის ჭეშმარიტებით, ამისთუისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღდელთმთავარო ვუკოლე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.
........................................
ხატის წყარო