წმინდა ვადიმ არქიმანდრიტი - 09 (22) აპრილი
წმინდა ვადიმ არქიმანდრიტი - 09 (22) აპრილი
წმინდა მამა სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში მდიდარ და ცნობილ ოჯახში იშვა. ქრისტიანობას ახალგაზრდობაშივე გაეცნო. მოინათლა. მალე ქონების ნაწილი მოწყალებად გასცა და რაც დარჩა, იმ თანხით მონასტერი დააარსა. ლოცვისთვის წმინდა მამა მთაზე ადიოდა. ერთხელ მთაზე ყოფნისას უფალი იხილა.

როდესაც სპარსეთის მეფემ, შაპურმა ქრისტიანთა დევნა იწყო, წმინდა ვადიმიც შეიპყრო შვიდი მოწაფითურთ და მზის თაყვანისცემას აიძულებდა. მოწაფეთაგან ერთმა, შაპურის ნათესავმა, ნირსანმა, წამებას ვერ გაუძლო და ქრისტეს განუდგა. სწორედ მას დააკისრეს წმინდა ვადიმისათვის თავის წარკვეთა.

ნეტარმა სულმოკლე ნამოწაფარი დაურიდებლად ამხილა და საშინელი სამსჯავრო შეახსენა, თან დასძინა:

- ქრისტესთვის სიხარულით მოვკვდები, მაგრამ შენს ხელ¬თაგან სიკვდილი არ მსურსო!

მოღალატემ მოწამეს მახვილი აძგერა, მაგრამ ხელებაკანკალებულმა ოდენ გაკაწრა, ამიტომ განაჩენი ჯალათმა აღასრულა.

მოძღვრის აღსასრულმა ისე შეძრა ნირსანი, მახვილი გულში ჩაიცა და თავი მოიკვდინა.

გარკვეული ხნის შემდეგ უსჯულო შაპური გარდაიცვალა, წმინდანის შვიდი მოწაფე კი - გაათავისუფლეს.

ბეჭდვა
1კ1