წმინდა ქალწულნი, მართა და მარიამი დები იყვნენ და ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათ ქრისტესთვის მოწამეობის საღვთო შური არ ასვენებდათ
და ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ.
ერთხელ მათი ბინის წინ წარმართმა მხედართმთავარმა ჩამოიარა. მართა და მარიამი გამოეგებნენ და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ქრისტიანები იყვნენ.
მხედართმთავარმა მათი ნათქვამი თავიდან ყურადაც არ იღო, მაგრამ ნეტარი დები დაჟინებით უმეორებდნენ იგივეს.
მხედართმთავარი, რომელსაც მათი სინორჩე ენანებოდა, იძულებული შეიქნა, ორივე შეეპყრო და ძმასთან - ყრმა ლიკარიონთან ერთად ჯვარს ეცვა.
ჯვარცმულ და-ძმას თავები მოჰკვეთეს.
ხატის წყარო
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე დიმიტრისა (როჟდესტვენსკისა), მოწამისა ანატოლისა (როჟდესტვენსკისა) (1921 წელი), მღვდელმოწამისა ბასილისა (ნადეჟდინისა, 1930 წელი) მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (ტელემაკოვისა, 1938 წელი)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამეთა ფავსტისა და ბასილისა