წმინდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (+284-305) - 09 (22) ნოემბერი
წმინდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე (+284-305) - 09 (22) ნოემბერი
ეს მარტვილნი დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს დევნის ჟამს ცხოვრობდნენ.
სხვა ქრისტიანთა მსგავსად, შეიპყრეს და ოდეს წარმართულ სამსჯავროს წარუდგინეს, უშიშრად დაამოწმეს ქრისტე.
მის გამო მრავალგზის ტანჯეს, - ჯერ გავარვარებულ ბადეზე დააწვინეს, ისინი კი კვლავ უფალს ადიდებდნენ და მადლობდნენ.
მათი სიმტკიცის შემხედვარე ჯალათები არაადამიანურმა მრისხანებამ შეიპყრო, მაშინვე ხელი სტაცეს და ველურ ცხენებს გამოაბეს, რომელთაც ქვა-ღორღიან და ეკალ-ბარდიან გზაზე ნაფლეთებად აქციეს ნეტარნი.
ქრისტიანებმა კრძალვით შეკრიბეს მათი ნაშთნი და სოფელ პანკეანში დაფლეს.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა, მახვილით განგმირულისა, რომელმან წარმართული საკერპო შემუსრა
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: ქრისტეფორესი და მავრასი
* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდათა მოწამეთა: ნერსესი და არტემონისა, მახვილით განგმირულთა

ბეჭდვა
1კ1