ჩვენი ცხოვრება მწუხარებით, უბედურებითა და განსაცდელითაა აღსავსე: ჩვენ გვეწინააღმდეგება ჩვენი გონება - ეს გზის გამკვალავი ხშირად თვითონვე უხვევს გზიდან და მთელს ჩვენს ცხოვრებას ცდომილებაში ითრევს; გვეწინააღმდეგება გული, რომელიც საკუთარი შეგონებების აღსრულებისკენ მიიდრკება და ღვთის ნების აღსრულებას თავს არიდებს;
გვეწინააღმდეგება წუთისოფელი, რომელიც ამაოებას, ხრწნილებას ემსახურება და ყველას დაყვავებითა თუ დევნით ამგვარ მსახურებაზე დათანხმებას აიძულებს; გვეწინააღმდეგებიან მტრები - უხილავი სულები - და მათ მფარველობაში მყოფი, მათი მონა ადამიანები. უფალმა კი სათნოებებში ვარჯიშით, ღვთის სიტყვით, ლოცვით, რწმენით, თავმდაბლობით, ცოდვისაგან გამიჯვნით საკუთარი თავის მიმართ განუწყვეტლივ ფხიზლად ყოფნა გვიქადაგა.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი