წმინდა ამბროსი ოპტელი გვაფრთხილებს, ფხიზლად ვიყოთ სიტყვის წარმოთქმისას: სიტყვა ბეღურა არ არის - გაფრინდება და ვერ დაიჭერ.
ხშირად გაუფრთხილებლად ნათქვამ სიტყვებს უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე საქმეს. ადამიანს პირმეტყველი იმიტომ ჰქვია, რომ სიტყვები გონივრულად, მოფიქრებულად წარმოთქვას. აი, მე ადამიანური სიტყვების გროვა წარმოვთქვი, მაგრამ არ ვიცი, აირჩევ თუ ვერა იქიდან საქმისთვის გასაგებს და გამოსადეგს.