სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ღვთივ­კურ­თხე­ულ სუ­ლი­ერ შვი­ლებს
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ­მო­ნა­ზონ­ნო, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!ქრის­ტე აღ­დგა!
დღეს ხა­რობს და ზე­ი­მობს სამ­ყა­რო! მხსნე­ლი სოფ­ლი­სა, და­სა­ბა­მი და წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა, მა­ცხო­ვა­რი ჩვე­ნი აღ­დგა მკვდრე­თით და შე­მუს­რა ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა! აღ­დგა უფა­ლი, და­იმ­სხვრა საკ­ვრელ­ნი ბო­რო­ტე­ბი­სა და გან­ქარ­და ძალი ეშ­მა­კი­სა!

აღ­დგა უფა­ლი და მო­ე­ფი­ნა მა­რა­დი­უ­ლი ნა­თე­ლი ყო­ველ­სა ქვე­ყა­ნა­სა ზედა! აღ­დგა უფა­ლი ღმერ­თი ჩვე­ნი და სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­ღო ყო­ვე­ლი დახ­შუ­ლი და კაც­თათ­ვის გა­ნუხ­სნელ­ნი კარ­ნი!

დღეს გა­ნე­ცხა­და კა­ცობ­რი­ო­ბას გო­ნე­ბა­მი­უწ­ვდო­მე­ლი სა­ი­დუმ­ლო, აღ­დგო­მა მა­ცხოვ­რი­სა, ლოდსა­კი­დუ­რი ჩვე­ნი რწმე­ნი­სა, რა­მე­თუ ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე: "უკე­თუ ქრის­ტე არა აღ­დგო­მილ არს, ამაო არს სარ­წმუ­ნო­ე­ბაჲ ეგე თქუ­ე­ნი" (1 კორ. 15,17).

დღეს ჩვენ გამო გან­კა­ცე­ბუ­ლი, ჯვარ­ცმუ­ლი და საფ­ლა­ვად და­დე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რი მკვდრე­თით აღად­გენს კა­ცობ­რივ ბუ­ნე­ბას, შე­მუს­რავს ჯო­ჯო­ხე­თის ძა­ლა­უფ­ლე­ბას და ცოდ­ვის ტყვე­ო­ბის­გან გა­მოხ­სნილ ადა­მი­ანს კვლავ და­სა­ბა­მი­ერ, სა­მო­თხი­სე­ულ ნე­ტა­რე­ბას აზი­ა­რებს.

დი­დია ამ მოვ­ლე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი, ზე­ი­მობს მო­აზ­როვ­ნე ქმნი­ლე­ბა და ყვე­ლა ერ­თად წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვებ­თან თა­ნახ­მი­ერ­ნი ვღა­ღა­დებთ: "დღეს მი­ე­ცე­მა ხსნა სო­ფელს, რო­გორც ხი­ლულს, ასე­ვე უხი­ლავს. ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით, თა­ნა­აღ­დე­ქით!.. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ცოდ­ვის ბორ­კი­ლე­ბის­გან! ჯო­ჯო­ხე­თის ბჭე­ნი გა­ნიხ­სნე­ბა და სიკ­ვდი­ლი შე­ი­მუს­რე­ბა, ძვე­ლი ადა­მი გა­ნი­შო­რე­ბა და ახა­ლი განსრულ­დე­ბა" (თექ­ვსმე­ტი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სი­ტყვა. სი­ტყვა XLV).
ჩვენ განვვლეთ წმინ­და დიდი მარ­ხვის პე­რი­ო­დი, როცა ქრის­ტი­ა­ნე­ბი მკვდრე­თით აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარ­თან შე­სახ­ვედ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან; ლოც­ვი­თა და მარ­ხვით ვეს­წრა­ფო­დით სუ­ლის გან­წმენ­დას, რათა მი­ახ­ლე­ბულ­ნი ყოვ­ლად­მო­წყა­ლე უფალს, ღირ­სნი გავმხდა­რი­ყა­ვით მისი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნი­სა: "მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი და მე გან­გის­ვე­ნო თქვენ" (მთ. 11, 28).

თუმ­ცა ამ მზა­დე­ბის დროს ჩვე­ნი გუ­ლე­ბი მწუ­ხა­რე­ბამ მო­იც­ვა, დიდი მარ­ხვის ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რა­ში ღვთივ მი­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II. ამი­ტომ ახლა, როცა საყ­ვა­რე­ლი მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბით და­ობ­ლე­ბულ­ნი ვხე­დავთ ქრის­ტეს აღ­დგო­მით და­მარ­ცხე­ბულ სიკ­ვდილს, გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ნუ­გე­შებს და­ვით მეფ­სალ­მუ­ნის სი­ტყვე­ბი: "პა­ტი­ო­სან არს წი­ნა­შე უფ­ლი­სა სიკ­ვდი­ლი წმინ­და­თა მის­თა" (ფს. 115, 6), რად­გან ჩვენ­თვის, ქრის­ტი­ან­თათ­ვის, გარ­დაც­ვა­ლე­ბა არა წარ­წყმე­და, არა­მედ ცხო­ნე­ბი­სა და მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა. სწო­რედ ეს არის აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლის საზ­რი­სი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­სო­ე­ბი­სა და სი­ხა­რუ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი...

მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის 49-წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის გზა ამ სი­ხა­რუ­ლი­სა და იმე­დის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი იყო ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. მისი მა­მობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ლოც­ვა და ზრუნ­ვა ეფი­ნე­ბო­და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს... არ ყო­ფი­ლა მსუ­ბუ­ქი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ღვაწ­ლი და ჯვა­რი. მო­წა­მებ­რი­ვი გზა და თავ­გან­წირ­ვა იყო მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, ყო­ვე­ლი საქ­მე, ყო­ვე­ლი ფიქ­რი. მან ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის­გან დევ­ნი­ლი, დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი, შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩა­ი­ბა­რა და დაგ­ვი­ტო­ვა აღ­შე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც დღეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მისი მა­მამ­თავ­რუ­ლი სიბ­რძნე მოგ­ვა­გო­ნებ­და მო­სეს, რომ­ლის მსგავ­სად, გან­საც­დელ­თა ჟამს ერ­თგვარ ბეწ­ვის ხიდ­ზე მი­უ­ძღო­და ერს, ამ­ხნე­ვებ­და და­ცე­მულს, აერ­თი­ა­ნებ­და განბ­ნე­ულს და უფ­ლის­კენ მო­აქ­ცევ­და მათ გუ­ლებს; მისი სი­ტყვა და ლოც­ვა იყო ის სვე­ტი, რო­მელ­მაც ერს გზა უჩ­ვე­ნა სუ­ლი­ე­რი ტყვე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლი­სას (გა­მოს. 13, 21).

უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქი თით­ქოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძობს ერის მოქ­ცე­ვას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ქა­და­გე­ბას. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ თა­ვის წი­ნა­მორ­ბედ პატ­რი­არ­ქთა კვალ­დაკ­ვალ სვლით და ღვთივ­სათ­ნო საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბით ახა­ლი სი­ცო­ცხლე შთა­ბე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. მისი სწავ­ლე­ბე­ბი, მისი ღვაწ­ლი დღე­საც უწყვე­ტად, და­უ­ცხრომ­ლად გრძელ­დე­ბა ყო­ველ მორ­წმუ­ნე­ში, რო­მელ­თა ღვთის­კენ მი­მარ­თუ­ლი გუ­ლე­ბი ერ­თო­ბით ადი­დებს მკვდრე­თით აღ­დგო­მილ მა­ცხო­ვარს... ბევ­რი ით­ქვა, ბევ­რი და­ი­წე­რა და კი­დევ მრა­ვა­ლი და­ი­წე­რე­ბა მისი ღვაწ­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მო­ი­მუ­შა­კა, არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის უმ­თავ­რე­სი სათ­ნო­ე­ბა – სიყ­ვა­რუ­ლი. სწო­რედ ამ უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და რწმე­ნის ნა­ყო­ფია ის სას­წა­უ­ლი, რაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ დღე­ებ­ში ვი­ხი­ლეთ. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ზღვა ხალ­ხი უწყვეტ ნა­კა­დად, მო­წი­წე­ბით მი­ე­მარ­თე­ბო­და გან­სვე­ნე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად. ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ერი ბოლო წუ­თამ­დე მი­ა­ცი­ლებ­და და­მაშ­ვრალ სუ­ლი­ერ მა­მას მდუ­მა­რედ, ცრემ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მად­ლი­ე­რე­ბით...

ვმად­ლობთ უფალს და თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ამ ერ­თო­ბი­სათ­ვის! ვმად­ლობთ მათ, ვი­საც არ მი­ე­ცა მსა­ხუ­რე­ბა­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად ჩვენ­თან ერ­თად იყო და თა­ვი­სი ლოც­ვე­ბით გვაძ­ლი­ე­რებ­და... სწო­რედ ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მა, ლოც­ვა, ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი არის სა­წინ­და­რი იმი­სა, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი სა­ეკ­ლე­სიო და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა.დაე, მკვდრე­თით აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა მოგ­ვა­ნი­ჭოს მტკი­ცე რწმე­ნა, სიყ­ვა­რუ­ლი, მშვი­დო­ბა, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და გო­ნი­ე­რე­ბა!

მაშ, გან­ვი­ხა­როთ და ერ­თო­ბით ვა­დი­დოთ უფა­ლი, რა­მე­თუ "აღ­დგო­მი­სა დღე არს, განვბრწყინ­დე­ბო­დეთ დღე­სას­წა­ულ­სა ამას, და ურ­თი­ერ­თარს შე­ვეტ­კბოთ… და ეს­რეთ ღმრთივ­ბრწყინ­ვა­ლედ ღა­ღადვ­ყოთ: ქრის­ტე აღ­დგა მკვდრე­თით და სიკ­ვდი­ლი­თა სიკ­ვდი­ლი დას­თრგუ­ნა და მყოფ­თა საფ­ლა­ვი­სა­თა ცხოვ­რე­ბა მიჰ­მად­ლა" (ზა­ტი­კი).

ქრის­ტე აღ­დგა!

თბი­ლი­სი

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი, 2026 წელი
ბეჭდვა
1კ1