არქიმანდრიტ საბას მღვდელმთავრად 22 ივნისს სვეტიცხოველში აკურთხებენ
არქიმანდრიტ საბას მღვდელმთავრად 22 ივნისს სვეტიცხოველში აკურთხებენ
სულთმოფენობიდან მე-2 კვირას, 22 ივნისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის ახალგამორჩეული ეპისკოპოსის - ფილადელფიაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოში მოღვაწე არქიმანდრიტ საბას (ინწკირველი) - ხელდასხმა მოხდება.

წირვას და ეპისკოპოსად ხელდასხმას აღასრულებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სინოდის წევრებთან ერთად.
საზეიმო წირვა სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება.
ბეჭდვა
1კ1