ოთხშაბათს, 11 ივნისს, მცხეთის ჯვრის დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გერმანიისა და ავსტრიის ახალგამორჩეული ეპისკოპოსის, არქიმანდრიტ ლაზარეს (სამადბეგიშვილის) ხელდასხმა მოხდება.
წირვას და ეპისკოპოსად ხელდასხმას აღასრულებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სინოდის წევრებთან ერთად.
საზეიმო წირვა სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება.