როდის ხსნილდება თევზით შობის მარხვა? ეს ტრადიციული კურთხევაა და ყოველ წელს სრულდება
როდის ხსნილდება თევზით შობის მარხვა? ეს ტრადიციული კურთხევაა და ყოველ წელს სრულდება
ყოველწლიურად შობის მარხვაში პატრიარქი ახალი წლის წინა წირვაზე მრევლს აძლევდა კურთხევას, რომ 31 დეკემბრის საღამოდან, აგრეთვე 1 და 2 იანვარს შეუძლიათ გაახსნილონ თევზით. წელს ავადმყოფობის გამო პატრიარქი წირვაზე არ ბრძანდებოდა. "კარიბჭე" დაუკავშირდა მამა შალვა კეკელიას და განმარტება სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით:

-  ეს ტრადიციული კურთხევაა და ყოველ წელს სრულდება. წელს პატრიარქმა ავადმყოფობის გამო პირადად ვერ შეძლო წირვაზე მისვლა, თუმცა მოძღვრები თავიანთ მრევლს აკურთხებენ, რომ 31 დეკემბრის საღამოს და 1 და 2 იანვარს შეუძლიათ თევზით გაახსნილონ. მეც მივეცი დღეს საღამოს ლოცვაზე ჩემს მრევლს ასეთი კურთხევა.
მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა!
ბეჭდვა
1კ1