ისრაელში აღმოაჩინეს სინაგოგა, რომელშიც, შესაძლოა, იესო ქრისტე დადიოდა
ისრაელში აღმოაჩინეს სინაგოგა, რომელშიც, შესაძლოა, იესო ქრისტე დადიოდა
გალილეაში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სინაგოგა, რომელიც უძველესია რეგიონში. სინაგოგა ძველი ებრაული ფერმის ტერიტორიაზე იპოვნეს. ის, რომ შენობა ნამდვილად სინაგოგა იყო, დასტურტდება მასში ებრაული სარიტუალო დოქების არსებობით.

სინაგოგას ზომებია 26X29,5 ფუტზე. არქეოლოგებმა ასევე გათხარეს სვეტი, რომელსაც შენობის ჭერი უჭირავს. ეს თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მერვე სინაგოგაა, რომელიც სავარაუდოდ მეორე ტაძრის დანგრევამდე არსებობდა. პირველად ასეთი სინაგოგა ქალაქის საზღვრებს გარეთ აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ მათეს სახარების მიხედვით, "მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში"(მთ. 4,23).


ბეჭდვა
1კ1