პატრიარქის 2016 წლის საახალწლო მილოცვა
პატრიარქის 2016 წლის საახალწლო მილოცვა
ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო! გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი ათ მცნებაში: "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა" ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს: ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გლოცავთ: ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ბეჭდვა
1კ1