სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.
პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრნენ სპექტაკლს - "ჩემი მძევალი ანგელოზები", რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.
ნახეთ ვიდეო: