საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვით ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 სექტემბერს ხობის მონასტრის უდიდეს სიწმინდეს - ღვთისმშობლის კვართს - ერთი დღით ხობის მონასტერში გადააბრძანებენ.
წირვის შემდეგ ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ემთხვიოს სიწმინდეს. გვეწეოდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი!