იწყება რეგისტრაცია საყოველთაო ნათლობისათვის
იწყება რეგისტრაცია საყოველთაო ნათლობისათვის
იწყება მეორმოცე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10; 555 41 33 40; 593 46 45 71
ბეჭდვა
1კ1