"დედოფალი"- სიხარულის მომნიჭებელი სამების საკათედრო ტაძარში 26 ივლისამდე დარჩება
"დედოფალი"- სიხარულის მომნიჭებელი სამების საკათედრო ტაძარში 26 ივლისამდე დარჩება
ივერიის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი"- სიხარულის მომნიჭებელი სამების საკათედრო ტაძარში 26 ივლისამდე დარჩება და გვიან შემოდგომამდე სავარაუდოდ აღარ გამობრძანდება , ამიტომ აუწყეთ ყველას ვისაც მოლოცვა სურს, დროულად ეწვიონ სამების ტაძარს.
ასევე გაცნობებთ, რომ კიოტში ჩავაბრძანეთ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის საკვირველმომქმედი ასლი. ღვთისმშობლის სარტყელი დაბრძანებულია ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში. სარტყელი საკვირველმომქმედია და განსაკუთრებით შემწეა უშვილოთათვის, ასევე სნეულთათვის და ყოველი ადამიანისათვის, ვისაც ღვთისმშობლის შეწევნა სჭირდება.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ღვთისმშობლის სარტყელი რუსეთში ჩააბრძანეს, მომლოცველები 18-20-საათიან რიგში იდგნენ მის მოსალოცად.

მომლოცველთა თხოვნით შეიქმნა ანგარიში. შეგროვილი შემოწირულობით ხატი გაემგზავრება იერუსალიმში და ათონის წმინდა მთაზე, რის შემდგომაც დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას.
ანგარიშის ნომერია

საქართველოს ბანკი # GE18BG0000000559017500
მიმღები ზურაბ შიოშვილი

KARIBCHE





ბეჭდვა
1კ1